x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121634
  • ვიდეო:354860
  • სურათი:493770
"ეს ხალხი "რუსკი კარაბლი" არაა?" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი
image

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს. სადაც ქართველი ჯეელები სტალინის ფოტოთი მოემართებიან. აქედან ერთს აცვია მაისური, რომელსაც აწერია - СССР.


"ეს ხალხი "რუსკი კარაბლი" არაა? ეს ხალხი არ გიზით არამარტო "გორში" თუ "სოფელში", არამედ თბილისშიც? და გაცილებიტ მეტი, ათასობით თბილისში? ამ ხალხზე რომ იძახით, "რას ვიზამთ, ძაღლის კუდი არ გასწორდებაო" და რუსული აგრესიის წინააღმდეგ რომ უკრაინაში აქტიურობა გახდა პრიორიტეტი, მგონი ამის გამოა, რომ კიდევ და კიდევ ძალიან დიდი და დიდზე დიდი ხანი საერთოდ არავითარი სინათლე არ იქნება. რუსულ აგრესიას, მტერს უნდა ებრძოლო იქ, სადაც ხელი მიგიწვდება. გათავისუფლება უნდა დაიწყო იქედან, იმ მავთულხლართისაგან, რაზეც ხელი მიგიწვდება", - წერს იაგო ფრნაგიშვილი.


შეგახსნებთ, გორში მოქალაქეებმა 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე, აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკითა და რუსული დროშებით აღნიშნეს.

image

ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც, რომლებიც მოქალაქეებს კანონის დაცვისა და საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვაზე მიუთითებდნენ, თუმცა გორში შეკრებილი მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ.


საბოლოოდ გორში საბჭოთა კავშირის დროშების გამოყენების გამო ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ფიფია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თემურ ფიფია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას წითელი დროშების გამოყენების უფლება მისცეს, თუმცა ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, ის პოლიციაში გადაიყვანეს.

1
445
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
445
  
არ შეიძლება ამის დაბლოკვა,ყველა ადამიანის გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს უზრუნველყოფილი. კომუნისტები და ფაშისტები ბლოკავდნენ კაპიტალისტურ სიმბოლიკას,კერძო საკუთრებას და ა.შ. ეხლა,ე.წ. კაპიტალისტები ბლოკავენ კომუნიზმის გამოვლინებას,რაც ასევე არ შეიძლება. მოვლენ კაპიტალისტები და დარევიან კომუნისტებს,ხოლო კომინისტები კაპიტალისტებს,სადამდე გაგრძელდება ეს? თუ ვინმე ფიქრობს,რომ მუდმივად გაგრძელდება რომელიმეს ჰეგემონია,მაშინ მაგარი მეამიტი ყოფილა. თუ ვიღაცის აზრს შეზღუდავ და დაჩაგრავ ადამიანს,აუცილებლად გამოუჩნდება მხარდამჭერი მას,წარმოიქმნება ძალა,რომელიც ჩამოაგდებს ერთს და მოიყვანს მეორეს. არაფერი არ უდგას წინ იმას,რომ დღესვე დავიწყოთ ასეთი რაღაცეების ნგრევა და მივცეთ ყველამ გამოხატოს თავისი ემოცია,აზრი და სიმბოლიკა,თუ არ არის ძალადობა. სსრკ სიმბოლიკის გამოფენა და 9 მაისის აღნიშვნა არ არის ძალადობა,ეს არის ამ ადამიანთა თავისუფალი სიტყვა და ეს მათი არჩევანია.თუ შენ ამის გამო დაიჭერ ვიღაცას,მაშინ ეს არის თავისუფალი სიტყვის შეზღუდვა და ძალადობა,ეს უკანასკნელი კი,ძალადობა ახალ ძალადობას წარმოშობს. თავის დროზე ცარისტული რეჟიმი სჯიდა სოციალისტებს და ასახლებდა ციმბირში,იქ დასასვენებელი პუნქტი არ იყო და ბევრი ვერც აღწევდა იქედან. მოვიდა სოციალიზმი და გაყარა მათი მჩაგვრელები ციმბირში,ზოგი დახვრიტა. არ სჭირდება ამას ველოსიპედის გამოგონება,რაც წერია კანონში იმის აღსრულება არის საჭირო უბრალოდ. თუ კანონში წერია,ყველას აქვს თავისუფალი სიტყვის უფლება რასის,რელიგიის,ეროვნების,პოლიტიკური შეხედულებისა და ა.შ. ეს ნიშნავს რო კომუნისტებსაც აქვთ ჩაატარონ მიტინგები და აქციები,გამოიყენონ სიმბოლიკა. ასევეა,ფაშისტების შემტხვევაში და ლგბტ მხარისთვისაც. სახელმწიფოს ხომ ყავს უშიშროება და ამ სტრუქტურამ უნდა უზრუნველყოს,რომ ვიღაცისგან და მართული არ იყოს პროცესები,ლგბტ აქციაზე გრანტიჭამიები არ იყვნენ ან კომუნისტების შემთხვევაში სხვა ქვეყნის აგენტები,მოახდინონ პრევენცია ამის.
0 1 1