საქართველო "ეს ხალხი "რუსკი კარაბლი" არაა?" - რას წერს გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი 2022, 9 მაისი, 20:43 გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი იაგო ფრანგიშვილი სოციალურ ქსელში ფოტოს აზიარებს. სადაც ქართველი ჯეელები სტალინის ფოტოთი მოემართებიან. აქედან ერთს აცვია მაისური, რომელსაც აწერია - СССР. "ეს ხალხი "რუსკი კარაბლი" არაა? ეს ხალხი არ გიზით არამარტო "გორში" თუ "სოფელში", არამედ თბილისშიც? და გაცილებიტ მეტი, ათასობით თბილისში? ამ ხალხზე რომ იძახით, "რას ვიზამთ, ძაღლის კუდი არ გასწორდებაო" და რუსული აგრესიის წინააღმდეგ რომ უკრაინაში აქტიურობა გახდა პრიორიტეტი, მგონი ამის გამოა, რომ კიდევ და კიდევ ძალიან დიდი და დიდზე დიდი ხანი საერთოდ არავითარი სინათლე არ იქნება. რუსულ აგრესიას, მტერს უნდა ებრძოლო იქ, სადაც ხელი მიგიწვდება. გათავისუფლება უნდა დაიწყო იქედან, იმ მავთულხლართისაგან, რაზეც ხელი მიგიწვდება", - წერს იაგო ფრნაგიშვილი. შეგახსნებთ, გორში მოქალაქეებმა 9 მაისი – ფაშიზმზე გამარჯვების დღე, აკრძალული საბჭოთა სიმბოლიკითა და რუსული დროშებით აღნიშნეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველებიც, რომლებიც მოქალაქეებს კანონის დაცვისა და საბჭოთა სიმბოლოების აკრძალვაზე მიუთითებდნენ, თუმცა გორში შეკრებილი მოქალაქეები პოლიციას არ დაემორჩილნენ. საბოლოოდ გორში საბჭოთა კავშირის დროშების გამოყენების გამო ერთიანი კომუნისტური პარტიის ლიდერი თემურ ფიფია დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, საპატრულო პოლიციის დახმარებით, ფიფია პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. თემურ ფიფია მოითხოვს, რომ ხელისუფლებამ მოსახლეობას წითელი დროშების გამოყენების უფლება მისცეს, თუმცა ამ მოთხოვნის შესრულების ნაცვლად, ის პოლიციაში გადაიყვანეს. 449 3-ს მოსწონს
|