x
image
fisunia krutunadze
ფსალმუნთა შესახებ
ფსალმუნთა ავტორები ტრადიციულად, მეფე დავითი ითვლება ფსალმუნების ავტორად, თუმცა ზოგიერთი ფსალმუნის სათაურში პირდაპირ მითითებულია სხვა ავტორები. საქმე იმაშია, რომ 150-ვე ფსალმუნი როდი ეკუთვნის წმ.დავით მეფეს, ზოგიერთი მათგანი დაწერეს სხვა ავტორებმა. მაგრამ რადგან დავითი სამუსიკო ინსტრუმენტებზე დაკვრის დროს წერდა ფსალმუნებს, ყველა ფსალმუნი მიეწერა მას, ამიტომ ფსალმუნთა წიგნსაც საერთო ჯამში დავითნი ეწოდა. ფსალმუნის წიგნის დაწერისას ღმერთმა გამოიყენა უფრო მეტი ავტორი, ვიდრე ბიბლიის ნებისმიერი წიგნის დასაწერად (8 ცნობილი ავტორი) - დავითი, მოსე, სოლომონი, იერემია წინასწარმეტყველი, კორახის ძეები, ასაფი, ჰემანი. დარჩენილი 48 ფსალმუნი ანონიმური ავტორებისაა. ზოგიერთი მათგანის ავტორად ეზრა ითვლება. ფსალმუნის წიგნის ავტორები 1. ▸ დავითი ისრაელის მეორე მეფე იყო. ებრაული ტექსტის მიხედვით, მან დაწერა 73 150 ფსალმუნიდან (ფსალმ. 1-40, 50-65, 67-70, 85, 100, 102, 105, 107, 108, 109, 121, 123, 130, 13, 13. 138-144). 2. ▸ კორახის ძეები. კორახი ლევიანი იყო, რომელიც დაუპირისპირდა აარონს ისრაელის უდაბნოში ხეტიალის დროს. კორახი და სხვა აჯანყებულები მიწამ შთანთქა, მაგრამ კორახის ვაჟებმა არ დაუჭირეს მხარი მამას და ცოცხლები დარჩნენ. მათი შთამომავლები (კორახის ვაჟები) ტაძარში მომღერლებივით გახდნენ ცნობილი, მათ თერთმეტი ფსალმუნი ეკუთვნით (ფსალმ. 41-48, 83, 84, 86). 3. ▸ასაფმა, ლევიანმა დავითის თანამედროვე გერშონის ოჯახიდან, დაწერა 12 ფსალმუნი (ფსალმ. 49 და ფს. 72-82). ასაფი და მისი შთამომავლები გალობდნენ აღთქმის კიდობანთან, შემდეგ კი ტაძარში. ასაფი არა მხოლოდ მგალობელი, არამედ პოეტი და წინასწარმეტყველიც იყო. 4.▸ სოლომონი, ისრაელის მესამე მეფე, ორი ფსალმუნის ავტორია (ფსალმ. 71 და 126). მე-5 ფსალმუნის ავტორია მოსე, ღვთის კაცი. მოსეს ეკუთვნის ერთი (ფსალმ. 89), რომელიც მის მიერ დაწერილი იყო უდაბნოში ორმოც წლიანი ხეტიალის ბოლოს და აღთქმული მიწის ხილვის შემდეგ, რომელშიც ახლა მხოლოდ უდაბნოში დაბადებული ადამიანების ახალი თაობა შეძლებდა შესვლას. სხვათა შორის, ებრაული ტრადიცია 90-ე ფსალმუნის ავტორობას მოსეს მიაწერს. ამ ფსალმუნს თვლის წინა, 89-ე ფსალმუნის სემანტიკურ გაგრძელებად. 6. ▸ ემან ეზრაჰიტი (ფსალმ. 87). 7. ▸ ეთამ ეზრაჰიტი (ფსალმ. 88). 8. ▸იერემია წინასწარმეტყველი ( ფსალმ. 136 ) იერემია ბაბილონის ტყვეობის დროს დაწერა 136-ე ფსალმუნი დატყვევებული თვისტომთა სულიერად გასამხნევებლად, რომ მათ გადასახლებაში მყოფთ არ დაევიწყებინათ მშობლიური მიწა ( თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმო, დამივიწყოს მარჯვენამ ჩემმა. ) ფსალმუნი ასე იწყება: " მდინარეთა ზედა ბაბილოვნისათა მუნ დავსხედით და ვტიროდით, რაჟამს მოვიჴსენეთ ჩუენ სიონი ". სხვათა შორის ამ ფსალმუნის სიტყვებს მღერის ჯგუფი ABBA სიმღერაში " Rivers Of Babylon ". ფსალმუნთა წყალობით ჩვენ ვიღებთ სულიერ სიმშვიდეს, რწმენას და ყოვლისშემძლე ღმერთის დახმარების იმედს. გასაკვირი არ არის, რომ დავითმა დაასრულა ფსალმუნების წიგნი და დაწერა: „ყველაფერი, რაც სუნთქავს, ადიდოს უფალი! ალილუია“. ( ყოველი სული აქებდით უფალსა )

ავტორი: / ივერი მერკვილაძე/

#ივერიმერკვილაძეimage

0
48
შეფასება არ არის
ავტორი:fisunia krutunadze
fisunia krutunadze
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0