საქართველო ინციდენტი როლანდ ახალაიას სახლთან 2012, 21 სექტემბერი, 11:19 ჩვენი "სახელოვანი" ახალაიების მამა, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია „ნაციონალური მოძრაობიდან“. ღამით მის სახლთან ჟურნალისტები შეიკრიბნენ. მათთან გამოსულმა როლანდ ახალაიამ ჟურნალისტებს ასე მიმართა:- „დამაძინეთ, დამაძინეთ“. საერთოდ როგორ სძინავს ამ კაცს თავისი სადისტი შვილების გამო, არ ვიცი. როლანდ ახალაიას სახლთან ჟურნალისტების მისვლა მისმა მხარდამჭერებმა და მეზობლებმა გააპროტესტეს. ისინი აგრესიულად იქცეოდნენ და კამერებისკენ იწევდნენ. ახალაიების სახლთან საპატრულო მანქანა მოძრაობდა, რომელიც ხალხს ტროტუარზე გადასვლისკენ მოუწოდებდა. ჯურნალისტები მათ სახლთან მას შემდეგ მივიდნენ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაჩო ახალაიმ გააკეთა ინფორმაცია გადადგომის შესახებ. მარტო თანამდებობის დატოვება რომ საქმეს ვერ უშველის ყველასთვის ნათელია, მაგრამ ვიდრე ეს მთავრობა იქნება ახალაიას არავინ მოსთხოვს პასუხს მის მიერ ჩადენილ საშინელ ქმედებებზე და არც მის ძმას, რომელიც გვირგვლიანის მკვლელობის დროს უბრალოდ გაანთავისუფლეს თანამდებობიდან. მისი მაჟორიტარი მამა კი იმაზე წუხს, რომ ჯურნალისტბმა ძილი დაუფრთხეს. „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, კახა მიქაიამ, ბრიფინგი გამართა ამ თემასთან დაკავშირებით ახალაიების სახლთან . გთავაზობთ ამ ინციდენტის ამსახველ ვიდეო მასალას, რომელიც ინფო 9 გადაიღო 470 3-ს მოსწონს
|