რჩევები როგორი საცურაო კოსტუმი უნდა არჩიონ Plus Size გოგონებმა: ძირითადი წესები და დახვეწილი მოდელები 2022, 9 მაისი, 1:25 "პლუს" ზომის სწორი და, ამავდროულად, მოდური საცურაო კოსტუმის შერჩევა, რომელიც ხაზს გაუსვამს მხოლოდ ფიგურის უპირატესობებს და არა ნაკლოვანებებს, რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. როგორი ფიგურაც არ უნდა გვქონდეს, თითოეულ ჩვენგანს სურს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს სანაპიროზე, ღებულობდეს კომპლიმენტებს და თავს მნიშვნელოვნად გრძნობდეს. ამის გაკეთება კი ადვილია, თუკი სწორად იქნება შერჩეული საცურაო კოსტუმი, ფიგურის ტიპისა და გამორჩეულობის გათვალისწინებით. თუ თქვენ ხართ გოგონა "Plus Size", ყურადღება უნდა მიაქციოთ არამარტო საცოურაო კოსტუმის ფორმას, არამედ მატერიალსა და პრინტსაც. შეცდომაა ის მოსაზრებაც, რომ საცურაო კოსტუმში შესანიშნავად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა ფიგურის ყველა ნაკლოვანება დაფაროთ, "ტომარა" ჩამოიცვათ ან საერთოდ არ გაიხადოთ. საბედნიეროდ, დღევანდელი დიზაინერები ყურადღებას არ აქცევენ მხოლოდ ნულოვანი ზომის გოგონებს, არამედ ყველანაირი სხეულის აგებულების მქონე ქალბატონებს. საცურაო კოსტუმის მატერიალი "პლუს" ზომის გოგონებისთვის ღირს მკვრივი ქსოვილის მქონე საცურაო კოსტუმის შეძენა, რომელიც არ ლანდავს და, ამავდროულად არ წელავს კანს. თუ ეს მთლიანი საცურაო კოსტუმია, ყურადღება უნდა მიაქციოთ სარჩულის ვარიანტებს, აგრეთვე, თუ როგორ ზის ტანზე ეს კოსტუმი, მნიშვნელოვანია, რომ იგი სხეულის არცერთ ნაწილს არ "ჭიმავდეს". შეძლებისდაგვარად, ეცადეთ, რომ აირჩიოთ უფრო თავისუფალი ვარიანტი, რომელიც თქვენს სხეულს უფრო მეტ სინაზეს მიანიჭებს. Eloquii
ერთტონიანი და პრინტის სახის მოდელები თითოეული ჩვენგანისთვის არსებობს საკუთარი იდეალური საცურაო კოსტუმი. ეს შეიძლება იყოს მთლიანი ან გაყოფილი, მუქი ან ნათელი, ერთტონიანი ან პრინტი - ფაქტია, რომ ვარიანტი უამრავია. აღსანიშნავია, რომ ერთტონიანი საცურაო კოსტუმები, უმეტეს შემთხვევაში, უფრო ეფექტურია, ვიდრე პრინტის კოსტუმები, განსაკუთრების კი "პლუს" ზომის გოგონებისათვის. მიზეზი ისაა, რომ პრინტმა შესაძლოა უშნოდ "გაწელოს" თქვენი სხეული, რაც ნამდვილად არ დაამშვენებს ფიგურას. მაშინ როცა, ერთტონიანი კოსტუმები, განსაკუთრებით კი შავი ფერის, ყოველთვის ფარავს ტანის ნაკლოვანებებს. Eloquii
თუკი ერთტონიანი ვარიანტები - თქვენს გემოვნებას არ ესადაგება, ეცადეთ პრინტის ტიპის კოსტუმები გონივრულად შეარჩიოთ. კერძოდ, ასეთი სახის კოსტუმი უნდა იყოს თანამედროვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, დიდია რისკი, რომ ასაკი "მოგემატოთ". მიუხედავად იმისა, რომ ერთტონიანი ვარიანტები ყოველთვის ეფექტურად გამოიყურება, დიაგონალური ხაზები მეტ ელეგანტურობას სძენს სხეულს და სილუეტიც უფრო დახვეწილი ხდება, იმის გათვალისწინებითაც, რომ შესაძლოა სწორი ფიგურა გქონდეთ. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ "color-blocking"-ის სტილის მქონე კოსტუმებს ან დიაგონალური ხაზის მქონე პრინტს.
თუმცა, ამავდროულად, ჰორიზონტალური ზოლი უმეტესად აფართოვებს ფიგურას, ამიტომ უფრთხილდით. თუ თქვენ "აქტიური" თეძოები გაქვთ და ჰორიზონტალური ზოლის მქონე ქვედა საცურაო საცვალს ირჩევთ, დიდია შანსი იმისა, რომ თეძოები უფრო განიერი გამოჩნდეს. იგივე სიტუაციაა მკერდთან მიმართებაში. შესაბამისად, დიდი მკერდის მქონე ქალბატონებისათვის ასეთი ტიპის საცურაო კოსტუმი რეკომენდირებული არ არის. მეორე მხრივ, ეს "პრობლემა" შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს სასარგებლოდ, კერძოდ: თუ თქვენ გაქვთ განიერი თეძოები და პატარა, აკურატული მკერდი, ჰორიზონტალური ზოლის მქონე საცურაო ლიფის ხარჯზე, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დააბალანსოთ ფიგურა.
აქტუალური ფასონი და მორგების წესი
საცურაო კოსტუმის შერჩევისას, მნიშვნელოვანი პუნქტია - აქტუალური ფასონი. მოკლედ და კონკრეტულად, ვივიწყებთ ძველმოდურ ვარიანტებს, რომელის საკმაოდ პოპულარული იყო 5 თუ 10 წლის წინ და ვირჩევთ თანამედროვე შემოთავაზებებს. მთლიანი კოსტუმები შერწყმული კაბასთან, დეკორატიული დეტალების სიმრავლე ან პირიქით, ზედმეტად ღია ვარიანტები - ეს ისაა, რაზეც ნამდვილად ღირს უარის თქმა.
საცურაო კოსტუმის მოსინჯვისას ეცადეთ, რომ თქვენი მკერდი საცურაო ლიფში სწორად თავსდებოდეს ყველა მდგომარეობაში, ხოლო მაშინ, როდესაც დიდი მკერდის მატარებლები ხართ, ეცადეთ, რომ განიერ ბრეტელებიანი ლიფი აირჩიოთ, რათა სარძევე ჯირკვლების წონა თანაბრად განაწილდეს მხრებზე და არ გამოიწვიოს დაღლილობა და ტკივილი.
თუ ირჩევთ გაყოფილ საცურაო კოსტუმს, დააკვირდით საცვალის "სიმაღლეს". რეკომენდირებულია მაღალი წელის მქონე საცვალი ატაროთ, რომელიც არათუ ფარავს მუცელს, წელავს მას და ხდის მას შედარებით შეუმჩნეველს. აგრეთვე, იგი ვიზუალურად აგრძელებს ფეხებს, რაც პლუსია ნებისმიერი ფიგურისათვის. ამის ალტერნატივად შეიძლება მივიჩნიოთ საცვალი-შორტი ან ბიკინი - აირჩეით ის, რომელიც ყველა მეტად გიქმნით კომფორტს.
Mango Violeta
საცურაო კოსტუმის ფორმების გარდა, ყურადღება მიაქციეთ, აგრეთვე, სანაპირო ტანსაცმელებსაც. თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მოსასხამები კოსტუმის ზემოდან, რაც დაგეხმარებათ კომფორტულ გადაადგილებაში მთელ სანაპიროზე. ამ მხრივ, კარგი ვარიანტია კაცის სტილის მქონე ფართო პერანგის მორგება. აირჩიეთ რამდენიმე ზომით დიდი პერანგი, რომელიც საჯდომს დაფარავს და აიკეცეთ მკლავებზე. აგრეთვე, შეგიძლიათ მოისხათ მინი ან MIDI ზომის კაბა-პერანგი, რომელიც საკმაოდ სადა და ნაზია.
207 შეფასება არ არის
|