x
image
cindarella
რა გავლენას იქონიებს პატიმართა მიმართ სასტიკი მოპყრობა ოქტომბრის არჩევნებზე???

image პატიმართა სასტიკი მოპყრობის გამო საპროტესტო აქციები ჯერ კიდევ არ ცხრება დედაქალაქსა და მთელს საქართველოში, რამაც დიდი აღშფოთება გამოიწვია დასავლეთის მოკავშირე ქვეყნებში.გამმორიცხული არაა, შექმნილმა სიტუაციამ გააძლიეროს ოპოზიციის მხარდაჭერა საპარლამენტო არჩევნებისათვის.

პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ცდილობს განმუხტოს დაძაბულობა იმ მინისტრთა და მოხელეთა მოხსნითა და პასუხისმგებლობაში მიცემით, რომლებიც კავშირში არიან აღნიშნულ ქმედებასთან.

ორი დღის შემდეგ, რაც ტელევიზიებმა გააშუქეს პატიმრების ხელკეტებითა და ცოცხებით გაუპატიურების ფაქტი, ათობით აქცია იმართება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ციხეებთან.მომიტინგეები ცოცხებით ხელში, გადაადგილდნებოდნენ თბილისის მთავარ გამზირზე, პრეზიდენტის სასახლისაკენ, რათა მოეთხოვათ შინაგან საქმეთა მინისტრის გადადგომა.

აქციაზე მყოფმა ერთ-ერთი პატიმრის დედამ განაცხადა, რომ ბოლოს, როცა მან თავისი შვილი მოინახულა ციხეში, ის შეშინებული და დაძაბული იყო.“ახლა მე მესმის, რატომ ეძახიან ამ დაწესებულებას “გესტაფოს"ციხეს"-თქვა მან. “საშინლად ვნერვიულობ ჩემს შვილზე"-განაცხადა სხვა პატიმრის დედამ, ნარგიზა გიორგაძემ.


შინაგან საქმეთა მინისტრი ბაჩო ახალაია ხუთშაბათს, გვიან ღამით გადადგა თანამდებობიდან.მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღარაა პასუხისმგებელი ციხეებზე, ის თანამდებობის პირები, რომლებმაც ხელი შეუწყვეს მსგავსი მარაზმის განხორციელებას, პეიტენციალურ სისტემაში მუშაობდნენ ჯერ კიდევ მაშინ, როცა ხელმძღვანელობდა იუსტიციის სახლის დეპარტამენტს 2005 წლიდან 2008 წლამდე.

ახალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ზღულაძემ, რომელიც ახალაიას მოადგილე იყო, პირობა დადო, რომ აღკვეთდა პატიმრებისადმი შეურაწმყოფელ მსგავს ქმედებებს ციხეში.

imageამ საჯარო აღშფოთებამ შესაძლოა მკვეთრად დაწიოს ნაციონალთა რეიტინგი 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისათვის და გაიზარდოს მხარდაჭერთა რიცხვი ოპოზიციური პარტიის “ქართული ოცნების" ლიდერის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ.

სააკაშვილის მიერ 2004 წლიდან შექმნილი იმიჯი, რომ მან საქართველო ფეხზე წამოაყენა, 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ დაიმსხვრა.ოპოზიციამ პრეზიდენტი დაადანაშაულა სისტემატური შევიწროებისათვის, ასევე განსხვავებული აზრისა და დამოუკიდებელი მედიის არქონისათვის.

ივანიშვილმა, საქართველოში ყველაზე მდიდარი ადამიანმა, რომელმაც რუსეთში თავისი ბიზნეს-აქტივები გაყიდა ქართულ პოლიტიკაში მოსასვლელად, განაცხადა, რომ ტელევიზიით გასულმა ვიდეოებმა დაადასტურა მისი დიდი ხნის ეჭვები ხელისუფლების სისასტიკეზე.

ივანიშვილის კოალიციის ერთ-ერთი ნაწილის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ციხეში გადაღებული ვიდეოების საშუალებით დაიწყო მმართველი პარტიის იმიჯის მსხვრევა.“სააკაშვილის რეჟიმს, რომლის პრიალა ფასადის უკან სადისტური მექანიზმი იმალებოდა, საბოლოოდ ჩამოეხსნა ნიღაბი".

სააკაშვილმა და მისმა მოკავშირეებმა, ივანიშვილი დაახასიათეს, როგორც მოსკოვის მარიონეტი, რომლის მიზანია საქართველოს რუსეთისათვის გადაცემა.თუმცა მსგავს ბრალდებებს არ შეუშინებია კოალიციის ლიდერი და ის ისევ განაგრძობს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების ალტერნატიული გზების ძიებას.

საქართველოს პროკურატურამ უკვე დააკავა და პასუხისგებაში მიცა 12 თანამდებობის პირი.მიხეილ სააკაშვილმა პირობა დადო, რომ ყველა სასტიკად აგებს პასუხს ჩადენილი დანაშაულის გამო.ამავდროულად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ სააკაშვილის პოლიტიკური მტრები ვიდეოების გადამღების მოსყიდვაში დაადანაშაულა.ივანიშვილმა წაყენებული ბრალდება უარყო.

აღნიშნული ვიდეოები ნაჩვენები იყო მაესტროსა და მეცხრე არხის მეშვეობით, რომელიც ივანიშვილს ეკუთვინის.მათი თქმით ვიდეოები ციხის ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მიაწოდა, რომელიც საზღვარგარეთ გაიქცა.

“ციხეში ძალადობის ამსახველი ვიდეოების გავრცელება სერიოზული დარტყმაა მმართველი ორგანოსთვის"- განაცხადა საქართველოს ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარაშვილმა, რომეელიც ახლა სტრატეგიული კვლევების ცენტრს ხელმძღვანელობს. მისი თქმით, სააკაშვილმა უნდა იმოქმედოს სწრაფად, რათა გადაარჩინოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის იმიჯი.

0
99
2-ს მოსწონს
ავტორი:cindarella
cindarella
99
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0