ტკბილეული შოკოლადის კექსი ფინჯანში: ყველაზე მარტივი რეცეპტი ჩაისთან სწრაფი დესერტის მისართმევად 2022, 7 მაისი, 20:01
ხანდახან საკუთარი თავის განებივრება ან სტუმრების გაკვირვება ჩვენი დღის წესრიგში დგება და სასურველია, რომ ეს ყველაფერი მოხდეს სწრაფად და მარტივად. ასეთი სიტუაციისთვის კი გვაქვს მრავალჯერადად შემოწმებული შოკოლადის კექსის რეცეპტი, რომლის მომზადებისთვის რამდენიმე წუთი დაგჭირდებათ.
გემრიელი და სწრაფი ტკბილეულის რეცეპტი მკითხველებს გაუზიარა ბრიტანულმა კულინარიულმა არხმა - BBC Good Food-მა. თქვენ დაგჭირდებათ რამდენიმე უბრალო ინგრედიენტი, მიკროტალღური ღუმელი და ცოტაოდენი თავისუფალი დრო.
ინგრედიენტები (1 პორციისათვის): 1. 4 ს/კ ფქვილი; 2. 4 ს/კ შაქრის პუდრა; 3. 2ს/კ კაკაოს ფხვნილი; 4. 1 საშუალო კვერცხი; 5. 3 ს/კ რძე; 6. 3 ს/კ მცენარეული ზეთი; 7. ვანილის ესენციის რამდენიმე წვეთი ( ან ვანილინის მწიკვი); 8. 2 ს/კ შოკოლადის ნაფხვენი, თხილი ან ქიშმიში (სურვილისამებრ). მომზადების წესი: 1. ერთმანეთში არიეთ ფქვილი, შაქრის პუდრა და კაკაოს ფხვნილი ცალკე თასში და გადმოიტანეთ ნარევი დიდ ფინჯანში; 2. დაამატეთ კვერცხი და კარგად, საფუძვლიანად შეურიეთ მშრალ ნარევს; 3. შემდეგ დაამატეთ რძე, მცენარეული ზეთი და ვანილინი. მოურიეთ იქამდე მანამ, სანამ არ მიიღებთ ერთგვაროვან მასას. 4. შემდეგ დაამატეთ შოკოლადის ნაფხვენი, ქიშმიში ან თხილი (თუკი აპირებთ გამოყენებას) და ისევ მოურიეთ; 5. მოათავსეთ ჭიქა მოკროტალღურ ღუმელში და დატოვეთ მაქსიმალურ სიმძლავრეზე 1.5-2 წუთით. კექსი მზად იქნება, მაშინ როდესაც შეწყვეტს მაღლა ამოსვლას და გახდება მყარი; 6. ნამცხვრის ცხელი ფინჯანი ფრთხილად ამოიღეთ და მიირთვით. ტოპინგის სახით გირჩევთ გამოიყენოთ ნაყინით. 99 2-ს მოსწონს
|