x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
"სულ ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა.. რთულია, ასაკოვან კაცზე, თან მაღალი ავტორიტეტის მქონე პატრიარქზე ილაპარაკო" - ზვიად კუპრავა

image

"სამართალდამცველთა ლიგის“ დამფუძნებელი ზვიად კუპრავა ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მშობლების საქართველოს პატრიარქთან შეხვედრას იხსენებს და სოციალურ ქსელში წერს:


"სულ ვფიქრობდი, უნდა მეთქვა თუ არა... რთულია. ასაკოვან კაცზე, თან მაღალი ავტორიტეტის მქონე პატრიარქზე, ნამდვილად არ არის მარტივი, ილაპარაკო. მაგრამ ზუსტად ვიცი, თუ რამე არის სათქმელი, უნდა ვთქვა, სანამ ცოცხალია და შეუძლია პასუხი და არა სიკვდილის შემდეგ. ეს ჩემთვის დიდი მორალური ბარიერი იქნება. 2018 წლის 2 ივნისს, როდესაც საპროტესტო აქციებით დუღდა რუსთაველი, ჩვენთან მოვიდა ერთ-ერთი მეუფე და მე და ზაზა სარალიძე დაგვიბარეს პატრიარქთან. სასიამოვნო და მნიშვნელოვანი იყო ვიზიტი. დაახლოებით 17 საათზე წავედით შეხვედრაზე, საპატრიარქოში.
როგორც მოხდა, შეთანხმების მიუხედავად, ჩემთვის მოულოდნელად მე არ შემიშვეს პატრიარქთან. დაახლოებით 30 წუთის შემდეგ შეხვედრიდან გამოვიდა ზაზა და მისი მეუღლე, ჩავსხედით მანქანაში და დავიძარით რუსთაველისკენ.
რათქმაუნდა მაინტერესებდა, მანქანაში მოვტრიალდი და ზაზას ვკითხე, თუ რა უთხრა მას პატრიარქმა? ლოცვა გააძლიერეთო - მიპასუხა მან. თავი დავხარე, ცხადია, პატრიარქისგან სხვა მოლოდინი არც ყოფილა. ამ დროს ატირდა ზაზას გვედრდით მჯდომი მისი მეუღლე, დათუნა სარალიძის დედა. - მხოლოდ ეგ არ უთქვამს, თქვა მან. - სანამ თქვენ რუსთაველზე დგახართ, თქვენი შვილის სული არ ცხონდებაო. - თქვა მან მკაცრი ხმით და ტირილი გააგრძელა. სისხლი გამიშრა. სიტყვა ვერ ვიპოვე. მივტრიალდი და გავაგრძელეთ გზა რუსთაველისკენ, სადაც წვიმაში იდგა ხალხი და გველოდებოდა. არ მესმის, მაგრამ ვიცი რატომ არ ხვდება პატრიარქი მიხეილ სააკაშვილის ოჯახს."-წერს კუპრავა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოს საპატრიარქოში 2018 წლის 2 ივნიის იყო მისული. გამოსვლისას მან კომენტარი არ გააკეთა, მხოლოდ აღნიშნა, რომ ემოციური შეხვედრა იყო ამ ეტაპზე, მეუღლის გრძნობებს უფრთხილდებოდა და ჯერ არაფრის თქმას აპირებდა. ზაზა სარალიძესთან შეხვედრის სურვილი საქართველოს პატრიარქმა თავად გამოთქვა. ზაზა სარალიძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, ის პატრიარქთან შესახვედრად მხოლოდ ოჯახის წევრებთან ერთად შევიდოდა.
0
214
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
214
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0