x
მეტი
  • 16.05.2022
  • სტატია:119235
  • ვიდეო:354065
  • სურათი:491735
რუსმა ჰოკეისტმა "რუსების წინააღმდეგ აგორებული პროპაგანდის" გამო დაიჩივლა და თავად მიიღო მწვავე პასუხი რუსებისგან
image


ცნობილი რუსი მეკარე ივან პროსვეტოვი, რომელიც თამაშობს ამერიკულ ჰოკეის კლუბ Arizona-ში, თვლის, რომ უკრაინაზე ქვეყნის თავდასხმის გამო უბრალო რუსი სპორტსმენები და უბრალო ხალხი არ უნდა ზარალდებოდნენ. Metaratings-სთან ინტერვიუში 23 წლის მეკარემ განაცხადა, რომ მსოფლიოში არავის სურს ომი.



ასეთი უსამართლობის მაგალითად პროსვეტოვმა მოიყვანა ჩემპიონთა ჰოკეის ლიგის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც 16 წლის რუს ჰოკეისტებს დრაფტი აეკრძალათ.



"ეს სრული სისულელეა, ბიჭები არანაირად არ ახდენენ გავლენას ამ გადაწყვეტილებაზე, რადგან ეს არ არის მათი კონფლიქტი, ეს არ არის მათი ბრალი. დარწმუნებული ვარ, ბევრ მათგანს არ უნდა ის, რაც ახლა ხდება უკრაინაში. ვის უნდა ეს ჩვენს სამყაროში? ამიტომ რუსი მოთამაშეების და რუსი ხალხის წინააღმდეგ პროპაგანდა საშინლად გამოიყურება. ყველაფერ იმის გამო, რასაც პოლიტიკოსები აკეთებენ, რუსი ხალხი არ უნდა ისჯებოდეს“, - განაცხადა ივანმა.




კომენტარებში რუსმა გულშემატკივრების უმეტესობამ გააკრიტიკეს პროსვეტოვი, შეახსენეს, რომ სწორედ რუსმა ხალხმა აირჩია პუტინი, რომელმაც ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში მიიყვანა.



"პროსვეტოვსმა ასეთი კითხვა დაუსვა საკუთარ თავს - ვინ დაუშვა პუტინის და მისი სანკტ-პეტერბურგელი მეგობრების შეუზღუდავი ძალაუფლება? განა ეს ის ხალხი არ არის, უმეტესწილად ვისაც ასე უხარია "სპეცოპერაცია?"


image



სხვამ დებილი უწოდა ჰოკეისტს, ხოლო კიდევ ერთმა შეახსენა, რომ სწორედ ხალხი აგებს იმ მთავრობაზე პასუხს, რომელიც აირჩია:

image

image



"5-ჯერ ისტერიულად თქვი ერთი და იგივე სხვადასხვა სიტყვებით, ჩანს რომ, როგორც ჰოკიჯოხის მქნეველს, პანიკურად გეშინია დამპალი შტატებიდან გამოძვების და შენ აყვავებულ მძღ...ერ ქვეყანაში დაბრუნების.ხალხი არ არის პასუხისმგებელი მთავრობის, რომელიც აირჩია?თან 22 წელი ზედიზედ, თუ პოლიტიკოსები ადამიანები არ არიან და მარსიდან არიან ჩამოსულები?800 წლიანი მონური მენტალობა მთელი თავისი მომიხიბვლელობით"

0
167
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
167
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0