x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134547
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508609
როგორ ეხმარებიან ღრმა ზღვის საოცარი ბინადრები ადამიანებს სახიფათო საქმეში

image
მათ მადლობას მხოლოდ საკვებით უხდიან. რის შემდეგაც გზავნიან დავალების შესასრულებლად.

საოცარი, მაგრამ შეუმდგარი სამხედრო კამპანია
image
კულისებში, ენთუზიაზმით სავსე აუდიტორიისგან შორს, მწვრთნელი ვლადიმერ დუროვი იხსნიდა უდარდელი მხიარულების ნიღაბს და იძირებოდა მეცნიერებაში. ის ესწრებოდა სეჩენოვის ლექციებს, აქტიურად სწავლობდა ცხოველთა ფსიქოლოგიას და ინტერესდებოდა წვრთნის დროს ჰიპნოზის მეთოდით.

რთული ომის პერიოდში დუროვმა გადაწყვიტა დაეწყო სელაპების წვრთნა, ის მტკიცედ იყო დარწმუნებული, რომ ამ ცხოველების გამოყენება სამხედრო ოპერაციებში შეიძლებოდა. მათ ხომ ადვილად შეუძლიათ ჩაყვინთონ მნიშვბელოვან სიღმეზე და დარჩნენ წყლის ქვეშ ნახევარ საათზე მეტ ხანს.

ვლადიმერ დუროვმა გაუგზავნა წერლი მოსკოვის ოლქის ჯარების მეთაურს, სადაც დეტალურად გააცნო თავისი დაკვირვებები. რა თქმა უნდა, მას სერიოზულად არ აღიქვამდნენ, მაგრამ გერმანიის ფლოტის ძალა აიძულებდათ განეხილათ ნებისმიერი, თუნდაც ყველაზე ფანტასტიკური პროექტი.

დუროვმა სელაპებისაგან შემდგარი გუნდის წვრთნა დაიწყო. შედეგად, "წლისქვეშეთის მებრძოლებმა" ისწავლეს კაბელის გადაჭრა, რომელიც მინას აფიქსირებდა. მაგრამ წვრთნა მოულოდნელად და ძალიან სამწუხარო ნოტაზე შეწყდა: ცხოველები მოწამლეს. მთავარი ვერსია ის იყო, რომ მათ გერმანელი ჯაშუშები გაუსწორდნენ, რადგან, მათი აზრით, გაწვრთნილი ცხოველები სერიოზულ საფრთხეს შეუქმნიდნენ გერმანულ ფლოტს.

ყურადღება, გადაღება მიმდინარეობს
image
კიდევ ერთმა ნიჭიერმა წყალქვეშა ბინადარმა გამოიჩინა თავი ადამიანების სამსახურში. ეს ყველაფერი ასობით მეტრის მანძილზე სხვადასხვა ობიექტების „მოსმენის“ და დღის ნებისმიერ დროს მუშაობის უნარის წყალობით.

დელფინებს აქვთ მთელი დღე-ღამის განმავლობაში ფხიზლად ყოფნის საოცარი უნარი, რადგან მათი მხოლოდ ერთი ნახევარსფერო ითიშება. მეორე აგრძელებს მუშაობას. ერთი თვალი ყოველთვის ღიაა. ეს უნარი საშუალებას აძლევთ მუდმივად აკონტროლონ სიტუაცია და აღმოაჩინონ შესაძლო საფრთხეები.
image
დელფინებს ავარჯიშებდნენ შემდეგი ალგორითმის მიხედვით: მათ უნდა ეცურათ სხეულზე მიმაგრებული აუდიოგადამცემით და აღჭურვილობით. მინის აღმოჩენის შემთხვევაში ცხოველი ყრიდა აღჭურვილობას, რის შემდეგაც საქმეში მყვინთავები ერთვებოდნენ.

დელფინების გამოყენების კიდევ ერთი გზაა აღმოჩენილი მტრის მყვინთავის აღჭურვილობის ამოღება ფსკერიდან და ადამიანის ტრანსპორტირება ნაპირზე.

ამავდროულად, დელფინებმა კატეგორიული უარი თქვეს ადამიანებისთვის ზიანის მიყენებაზე. სხვა შემთხვევაში ემორჩილებოდნენ მწვრთნელს და შესანიშნავად ასრულებდნენ დავალებებს. გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადამიანები მათ მოტყუებას ცდილობდნენ ყალბი სიგნალების მიცემით არარსებული მყვინთავის შესახებ.
image
არსებობს მონაცემები, რომ ამერიკელებმა 2003 წელს ერაყში საზღვაო მებრძოლები გამოიყენეს. დელფინებს გემებისთვის უსაფრთხო მარშრუტის პოვნა და საეჭვო ობიექტების ფოტოების გადაღება დაევალათ.

საბჭოთა კავშირში რამდენიმე ოკეანარიუმი იყო აღჭურვილი დელფინების მომზადებისთვის. უმაღლესი ნერვული აქტივობისა და ნეიროფიზიოლოგიის ინსტიტუტის სპეციალისტები მუშაობდნენ ძუძუმწოვრებთან და გაწვრთნილი დელფინები მსახურობდნენ სევასტოპოლის ყურეში საძიებო ჯგუფებად.





3
56
6-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
56
  
2022, 7 მაისი, 14:42
სამწუხაროდ ამისი მდიდარი ტრადიცია გვაქვს...
2022, 7 მაისი, 13:38
სამწუხაროა, რომ ადამიანი თავის ომში ყველას და ყველაფერს ითრევს. მხოლოდ ერთმანეთის ხოცვით არ ვკმაყოფილდებით.
2022, 7 მაისი, 13:31
დღესაც სევასტოპოლის ყურეს დელფინები იცავენ მზვერავი-დაივერებისაგან. იდო ამაზე ფოტო და ვიდეო მტკიცებულებები.
0 1 3