![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711174390701.jpg)
ჩვენმა უმეტესობამ იცის, რომ ეგვიპტის პირამიდები ეგვიპტის მმართველების უძველესი სამარხია. ვინც იყო ლუქსორში, აღფრთოვანებულია მათი წარმოუდგენელი ზომით. მაგრამ ყოველივე ამის შემდეგ, ზომის გარდა, პირამიდებში ბევრი შთამბეჭდავი და იდუმალი რამ იმალება, რაც ბევრისთვის წარმოუდგენელიც კია.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711210790701.jpg)
სამი პირამიდა გიზას ნეკროპოლისში არის ყველაზე ცნობილი ეგვიპტური პირამიდები, მაგრამ სინამდვილეში, დაახლოებით 140 პირამიდა აღმოაჩინეს ძველი ეგვიპტის ტერიტორიაზე.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711223090701.jpg)
ითვლება, რომ უძველესი ეგვიპტური პირამიდა არის ფარაონ ჯოსერის პირამიდა, რომელიც აშენდა საკარას ნეკროპოლისში XXVII-ე საუკუნეში ძვ.წ.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711255890701.jpg)
მიუხედავად იმისა, რომ ჯოზერის პირამიდა ითვლება უძველესად, ხუფუს პირამიდა (ასევე ცნობილია როგორც გიზას დიდი პირამიდა ან ხეოფსის პირამიდა) ყველაზე დიდია. პირამიდის საწყისი სიმაღლე იყო 146, 5 მეტრი, ამჟამინდელი სიმაღლე 138, 8 მეტრია.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711284190701.jpg)
სანამ ლინკოლნის საკათედრო ტაძარი აშენდა ინგლისში 1311 წელს, გიზას დიდი პირამიდა ითვლებოდა მსოფლიოში ყველაზე მაღალ ხელოვნურ ნაგებობად. ის ამ სტატუსს 3871 წლის მანძილზე ინარჩუნებდა.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711315190701.jpg)
გიზას დიდი პირამიდები უძველესი სამყაროს შვიდი საოცრებიდან უძველესი და უნკანასკნელია, რომელიც დღემდეა შემორჩენილი.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711333590701.jpg)
სხვადასხვა დროს პირამიდების მშენებლობაში ჩართული მუშების რაოდენობა მნიშვნელოვნად განსხვავდება, მაგრამ ეს რიცხვი შეიძლება 100 000-მდეც კი აღწევდა.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711371790701.jpg)
გიზას პირამიდებს იცავს დიდი სფინქსი, უდიდესი მონოლითური ქანდაკება მსოფლიოში. ითვლება, რომ სფინქსის სახე ფარაონ ხაფრეს სახეს წარმოადგენს.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711391890701.png)
ყველა ეგვიპტური პირამიდა აშენდა ნილოსის დასავლეთ სანაპიროზე. ეს სანაპირო, როგორც მზის ჩასვლის ადგილი, ეგვიპტურ მითოლოგიაში მიცვალებულთა სამეფოსთან იყო დაკავშირებული.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711411090701.jpg)
ძველი ეგვიპტელები მაღალი წრის წარმომადგენლებს პირამიდებში კრძალავდნენ, დასაფლავების აქსესუარებთან ერთად, რომლებიც მერყეობდა ყოველდღიური ნივთებიდან ყველაზე ძვირადღირებულ ნივთებამდე და სამკაულებამდე. მათ სჯეროდათ, რომ მკვდრები ამ ყველაფერს გამოიყენებდნენ შემდგომ ცხოვრებაში.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711444390701.jpg)
პირამიდების პირველი ცნობილი არქიტექტორი იყო იმჰოტეპი, ძველ-ეგვიპტური ერუდიტი, ინჟინერი და ექიმი. იგი ითვლება პირველი დიდი პირამიდის - ჯოსერის პირამიდის ავტორად.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711474290701.jpg)
ექსპერტები ზოგადად ეთანხმებიან ჰიპოთეზას, რომ პირამიდები აშენდა კარიერებიდან სპილენძის ხელსაწყოებით გამოჭრილი უზარმაზარი ქვებისგან, მაგრამ ამავე ქვების გადაადგილებისა და განთავსების მეთოდები დღეს კამათის საგანს წარმოადგენს.
![საოცარი ფაქტები ეგვიპტის
პირამიდების შესახებ image](https://server5.intermedia.ge/article_images/small/202205/2022050711534290701.jpg)
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ პირამიდების ასაგებად გამოყენებული მეთოდები დროთა განმავლობაში განვითარდა და გვიანდელი პირამიდები ადრინდელებისგან გასხვავებული წესით აშენდა.