x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მადონა რომის პაპს სთხოვს, გადაეხედოს მისი ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილებას
image


ამერიკელი პოპ მომღერალი მადონამ რომის პაპი ფრანცისკეს შეხვედრას სთხოვს, რათა გადაეხედონ მისი ეკლესიიდან განკვეთის გადაწყვეტილებას. პოპ-მომღერალმა პონტიფიკოსს საჯაროდ მიმართა Twitter-ზე.


მადონა, იგივე ლუიზა ჩიკონე რომის პაპს სთხოვს, მისცეს კიდევ ერთი შანსი თითქმის, ორი ათწლეულის შემდეგ, რათა ვატიკანმა ანათემა მოუხსნას მას შემდეგ, რაც დაგმო სცენაზე მისი "მკრეხელური" საქციელი.


63 წლის სახელგანთქმული მომღერალი საკუთარ თავს კარგ კათოლიკეს უწოდებს და როგორც თვითონ ამბობს, მზად არის ყველაფერი გამოასწოროს.



„სამჯერ განმკვეთეს კათოლიკური ეკლესიიდან. ეს არ არის სამართლიანი“, - თქვა მადონამ.


რომის პაპმა ფრანცისკემ მომღერალს ჯერჯერობით არ უპასუხა.


კათოლიკურმა ეკლესიამ მადონა ანათემას გადასცა 2006 წელს რომში გამართული სკანდალური შოუს შემდეგ, რომლის დროსაც ის სცენაზე "ჯვარს აცვეს". გარდაცვლილმა კარდინალმა ერსილიო ტონინიმ მაშინ განაცხადა, რომ "პოპის დედოფალი" "ძალიან შორს წავიდა" და მის ქმედებებს "მკრეხელობა" უწოდა.

ეს პირველი შემთხვევა არა არის, როდესაც იტალიური წარმოშობის ამერიკელ პოპ მომღერალს ეკლესია გაუწყრა;1989 წლის კლიპში "Like a Prayer"-, მადონა ეკლესიაში შერბის, კოცნის შავკანიან "იესოს" და ცეცხლწაკიდებული ჯვრების ფონზე მღერის.ამ კლიპის ეთერიდან საერთოდ მოხსნას ითხოვდნენ.

0
115
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
115
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0