საზოგადოება 68 წლის მილიონერი თავის 24 წლის შვილიშვილზე შემთხვევით დაქორწინდა 2022, 6 მაისი, 13:43 ქორწილი, ეს ხომ ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. ყველა ქალბატონის ოცნება კი "თეთრი კაბა" და ლამაზი ინტერიერი. ზოგადად, წყვილის შეუღლება კი ახალი ნაბიჯი, პროცესი ახალი ცხოვრების დაწყებისკენ, რომელსაც ცვლი რადიკალურად და ირჩევ პარტნიორს, რომელთან ერთადაც გსურს, რომ დარჩენილი ცხოვრება გაატარო და გზადაგზა სიხარული თუ მწუხარება გაუზიარო.
გასაოცარმა ისტორიამ, რომელიც შეიძლება ბრაზილიური სერიალის მსგავსი სიუჟეტის აღმოჩნდეს, მოხდენიდან მეორე დღეს, ფართო პოპულარობა მოიპოვა. ხოლო, უფრო პოპულარული, ქორწინებიდან რამდენიმე დღეში გახდა, როდესაც ამერიკელმა მილიონერმა კაცმა საკუთარი შვილიშვილი შეირთო ცოლად და წყვილმა ნათესაური კავშირის შესახებ მანამდე არაფერი იცოდა. ნამდვილი დრამა მაიმაიში განვითარდა, როდესაც ადგილობრივმა, 68 წლის მილიონერმა მამაკაცმა ცოლად საკუთარი, ბიოლოგიური 24 წლის შვილიშვილი გოგონა შეირთო ცოლად. ამბავი ამერიკულმა გამომცემლობა The Florida Sun Post-მა გაანიუსა. ის, რომ ახალდაქორწინებულები სისხლით ნათესავები იყვნენ, მაშინ შეიტყვეს, როდესაც ერთად ნახეს ოჯახის ფოტოალბომი. ერთ-ერთ სურათზე გოგონამ მამა ამოიცნო, რომელიც, როგორც მალევე გაირკვა, მისი ქმრის შვილი იყო. მდიდარი პენსიონერის თქმით, მას რამდენიმე ათეული წელი არ ენახა პირველი ცოლი და შვილები ამ ქორწინებიდან. მამაკაცი მათ პოვნას ცდილობდა და კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგო იყო. გარკვეული პერიოდის შემდეგ ის კვლავ დაქორწინდა, მაგრამ კავშირით უკმაყოფილო 2009 წელს დაშორდა მომდევნო მეუღლეს. განქორწინების პროცესი, რის შემდეგაც ამერიკელს თითქმის არაფერი დარჩა, ძალიან რთული აღმოჩნდა. თუმცა, 2011 წელს მას კვლავ გაუმართლა და ლატარიაში რამდენიმე მილიონი დოლარი მოიგო, რის შემდეგაც ცხოვრობდა კომფორტულად, მაგრამ მარტო. მარტოობით შეწუხებულმა მილიონერმა კაცმა მიმართა ადგილობრივ ქორწინების სააგენტოს, რომელიც სპეციალიზირებულია მოწიფული ასაკის ადამიანებისთვის ცხოვრების პარტნიორების პოვნაში. ორგანიზაციის თანამშრომლებმა მიიწვიეს მამაკაცი ახალგაზრდა მიმზიდველი გოგონების პროფილების დასათვალიერებლად და რამდენიმე ასეული განმცხადებლიდან მხოლოდ ერთი ჩაუვარდა მას გულში ... სააგენტომ გოგონა ჯექსონვილიდან ჩამოიყვანა, სადაც ის სტრიპტიზის მოცეკვავედ მუშაობდა. მილიონერის და სტრიპტიზის მოცეკვავის პაემანი შედგა. "შეხვედრის მომენტიდან ვგრძნობდი, რომ ჩვენ ერთმანეთისთვის ვიყავით შექმნილები, თუმცა როდესაც მან ფოტოზე ჩემი შვილი იცნო, თავი უცნაურად ვიგრძენი და დეჟავუს განცდა დამეუფლა" - განუცხადა ჟურნალისტებს 68 წლის მილიონერმა. წყვილის ურთიერთობა რა ფაზაში გადავიდა მათი ნათესაური კავშირის გარკვევის შემდეგ, წყაროში ნახსენები არ არის. 662 6-ს მოსწონს
|