x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ევროპის, აფრიკის და ამერიკის ველური დასავლეთის ფანტასტიკური ფოტოები

ბრიტანელი ფოტოგრაფი, ბუნების დამცველი, მწერალი და ჰუმანისტი დევიდ იაროუ (David Yarrow) მსოფლიოს შორეულ კუთხეებში მოგზაურობდა, ველური ბუნების, ძირძველი მოსახლეობის, პეიზაჟების და ურბანული ჩანახატების გადასაღებად. მისმა სახასიათო ხედვამ და დედამიწაზე სიცოცხლის მისეულმა აღქმამ, ნამდვილი რევოლუცია მოახდინა ფოტოგრაფიაში.


image


დევიდ იაროუ გლაზგოში (შოტლანდია) 1966 წელს დაიბადა. სურათების გადაღება კი, ბავშვობაში დაიწყო. 20 წლის დევიდი უკვე ლონდონის გაზეთში – The London Times–ში მუშაობდა.

ცოტა ხნის წინ, ლონდონის Maddox Gallery–იამ მის უდიდეს პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა, რომელშიც ფოტოგრაფის ძველი და ახალი ნამუშევრები იყო გაერთიანებული.

გარდა ამისა, დევიდის თვალწარმტაცმა ფოტოებმა, დედამიწაზე სიცოცხლის შესახებ, მას მზარდი პოპულარობა მოუტანა, ხელოვნების ნივთების კოლექციონერებს შორის. მისი დიდი მონოქრომული ფოტოები ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის წამყვან გალერეებსა და მუზეუმებშია გამოფენილი. ის აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სახვითი ხელოვნების ფოტოგრაფია მსოფლიოში და მისი ნამუშევრები, შეზღუდული ტირაჟით, რეგულარულად იყიდება ძალიან მაღალ ფასებში Sotheby’s–ზე და სხვა აუქციონებზე.

აქ ცნობილი და მსოფლიოში აღიარებული ფოტოგრაფის რამდენიმე ნამუშევარს წარმოგიდგენთ:


imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image


imageimageimageimage









0
448
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0