ნარკვევები ზვიად გამსახურდიას "სამეგრელოს საკითხი" 2022, 5 მაისი, 18:33 ჩვენი მტერ-მოყვარენი დღეს საკმაოდ დაუფარავად აცხადებენ: საქართველო საერთოდ არ არსებობს. არის სხვადასხვა ტომები: ქართლელები, კახელები, იმერლები, სვანები, რაჭველები, გურულები, აჭარლები და ა.შ. მათ ერთმანეთთან მცირე აქვთ საერთო, ისინი სხვადასხვა ხალხებია ამიტომ იმსახურებენ ცალ-ცალკე ავტონომიას... ეს ტენდენცია ჯერ კიდევ ცარიზმის კოლონიზატორული პოლიტიკიდან იღებს სათავეს. ის რუსი შოვინისტები, რომელნიც სახარების მეგრულ ენაზე თარგმნას ცდილობდნენ მე-19 საუკუნეში, რათა მეგრული ქართულისათვის დაეპირისპირებინათ, მე-20 საუკუნეში უმემკვიდრეოდ როდი გადაგებულან. მათი საქმის გამგრძელებლებმა "კომუნისტური მანიფესტი" ათარგმნინეს მეგრულ ენაზე ჩვენი ერის რენეგატებს. ქართველურ ენებს შორის განსხვავებით წახალისებულნი, ისინი ცდილობენ დამოუკიდებელ, სხვადასხვა ეროვნებათა ენებად გამოაცხადონ ეს ენები... საკმარისია მოიაროთ ჩვენი რაიონები, დარწმუნდებით, თუ რაოდენ არასრულყოფილად ესმის "საქართველოს" ცნება ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს. თუმცა უნდა ითქვას, რომ შეუგნებელ ადამიანებთან ერთად, ამ ცნებას აყალბებენ და აკნინებენ შენიღბული მტრებიც, ქართულ გვარსა და ეროვნებას ამოფარებული ფსევდოინტელიგენტები, რომელთაც კარიერა დაუყენებიათ ერის სიყვარულზე მაღლა... შეგახსენებთ, რომ მეგრელი იგივე ქართველია, დასავლეთ-ქართველი, სამეგრელო საქართველოს კუთხეა, მეგრული კი ქართველური ენაა. ხოლო ის ხალხი, ვინც თავისი უმეცრების შედეგად "ქართლელს" ვერ არჩევს "ქართველისაგან", ე.ი. ქართველს უწოდებს მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს, ჩვენი მტრების წისქვილზე ასხამს წყალს, უმეცრებით ან შეგნებული ბოროტგანზრახვით... "აფხაზეთის საკითხის" ფესვებიც "სამეგრელოს საკითხშია" ღრმად გადგმული. ქართული ეროვნული შეგნების დაბალი დონე სამეგრელოში იწვევს სამეგრელოს გაუცხოებას საქართველოდან. დავუკვირდეთ, რაოდენ დაბალ დონეზე დგას ქართული კულტურის, ქართული წიგნის პროპაგანდა სამეგრელოში!.. მთავარია გავაღვიძოთ ხალხში ეროვნული თვითშეგნება, განსაკუთრებით ახალგაზრდობაში. მივცეთ ხალხს ცოდნა ჩვენი ისტორიის, ჩვენი ეროვნული ვინაობის შესახებ, რათა აღარც მეგრელი, აღარც კახელი, აღარც გურული, აღარც აფხაზი აღარ წამოეგოს პროვოკატორთა ანკესზე, რომელთაც მიზნად დაუსახავთ საქართველოს კუთხეებად დაქუცმაცება და მტრისათვის ხელის შეწყობა მის მოსპობასა და ასიმილაციაში. ზვიად გამსახურდია – "სამეგრელოს საკითხი" (საუბრები სამურზაყანოში, 1980 წელი) 503 2-ს მოსწონს 2-ს არა |
წინა რამდენიმე ხომ აორთქლდა სიძულვილის ენის გამო, შეურაცმყოფის გამო და საიტის სტანდარტების დარღვევების გამო.
ეხლა ეს პროფილიც გადაეცემა გაუქმების მოთხოვნას თუ არ აკრეფავ შენნაირ ციგნურ კომენტარებს, ეგ სიტყვები შეგიძლია ოჯახში ისაუბრო, შენს მშობლებთან, მაგრამ ჩემთან არ გაგივა.
აკრიფე კომენტარები.
ეგ მეგრელი ხალხის და სამეგრელოს თემა არასწორი პროპაგანდაა, სინამდვილეში სამეგრელოში დატრიალებული ამბები არანაირ კავშირში არ იყო კუთხური შურისძიებასთან ან დასჯასთან, მხედრიონი არ შესულა სამეგრელოში მეგრელი ქალის თეთრი საჯდომების დასაგემოვნებლად და "მდიდარი მეგრელების" გასაძარცვად, ეგ იყო ზვიად გამსახურდიას მომხრეების დევნის ოპერაცია, იგივე შეიძლება განმეორებული აქ 90–იანი წლები რომ ყოფილიყო და სააკაშვილის მომხრეებზე დაწყებული მანდ დევნა.
უშუალოდ ოპერაციის დროს კი ხან ქალი შემოგებახება და ხან მანქანას გაიყოლებ ხელს, ეგ ჩვეულებრივი ამბავია როცა ქვეყანაში ქაოსია.
რატომ კახეთში არავინ შემოსულა ეგრე? ან გურიაში, აჭარაში ან სხვაგან, იქ ტვინით ავადმყოფი ნახირი ნაკლებად არის, ნახირს კი აზროვნება არ აქვს, ამიტომ მოხდა მთავარი დასაყრდენი ამ იმბეცილოიდებზე ეგრე იყო მიშას დროსაც ხოდა ნუ გიკვრირთ როცა რაღაცეები ლოგიკურია, ხოლო თქვენთვის კი რაც სათქვენო არაა არალოგიკურია.