x
მეტი
  • 19.08.2022
  • სტატია:121618
  • ვიდეო:354855
  • სურათი:493742
ცნობილი მამების ქალიშვილები- ვინ არიან და რას საქმიანობენ ისინი

შოუ-ბიზნესის ეს წარმომადგენლები ყველამ იცის, სახელი თუ არა სახით მაინც. მაგრამ იცით ვინ არიან მათი შვილები?

1. დოლფ და იდა ლუნდგერნები

დოლფ ლუნდგრენის უფროსი ქალიშვილი იდა 1996 წელს დაიბადა. გოგონამ უკვე მოახერხა მსოფლიო კინოში გამოჩენა. ჯერჯერობით მას 2 მხატვრულ ფილმში აქვს მონაწლეობა მიღებული, რომელიც 2009 და 2021 წლებში გამოვიდა.image

2. გორდონ და მატილდა რამზები

მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეულის გორდონ რამზის მემკვიდრე 20 წლისაა. ის მამას კვალდაკვალ გაჰყვა - მასპინძლობს კულინარიულ სატელევიზიო შოუებს, რისთვისაც მან რამდენიმე ნომინაციაც კი მიიღო. 2017 წელს გოგონამ გამოსცა პირველი წიგნი, რომელიც ეძღვნება მისი საქმიანობის ძირითად სფეროს.image

3. ბონო და ივ ჰიუსონები

მუსიკოს ბონოს ქალიშვილი წარმატებული ირლანდიელი მსახიობია. მიუხედავად იმისა, რომ მშობლები თავიანთი ქალიშვილის საზოგადოებრივ საქმიანობას ეწინააღმდეგებოდნენ, მან 2005 წელს მათი ნების საწინააღმდეგოდ ითამაშა მოკლემეტრაჟიან ფილმში. დღეს 30 წლის ევას 20-მდე შესრულებული როლი აქვს ფილმებსა და სერიალებში.image

4. ქანიე და ნორტ უესტები

ნორტ უესტი, კანიე უესტისა და კიმ კარდაშიანის პირველი შვილი, 2013 წლის 15 ივნისს დაიბადა. ბავშვი ხელოვანი იზრდება და ჩნდება ხოლმე მამის მუსიკალურ კლიპებსა და შოუებში.image

5. მიკ და ჯორჯია მეი ჯაგერები

ჯორჯია მეი მიკ ჯაგერის რვა შვილიდან ერთ-ერთია. ის არის წარმატებული მოდელი და დიზაინერი, რომელიც თანამშრომლობს მთელ რიგ გლობალურ ბრენდებთან. 2009 წელს კი მას წლის მოდელის სტატუსიც კი მიენიჭა.image

6. კლინტ და ფრანჩესკა ისტვუდები

კლინტ ისტვუდის ქალიშვილი ფრანჩესკა კინოში დიდ წარმატებას ავლენს. მისი დებიუტი შედგა 1995 წელს, 2017 წელს მან ითამაშა სერიალში Fargo, Twin Peaks, ხოლო 2021 წელს თრილერში Time.image

7. მადს და ვიოლა მიკელსენები

მადს მიკელსენის უფროსი ქალიშვილი ვიოლა 1992 წელს დაიბადა. მშობლებისა და უმცროსი ძმისგან განსხვავებით, რომლებიც სოციალურ ქსელებში აქტიურობენ, ვიოლას პირადი ანგარიშის შენარჩუნება ურჩევნია. რას საქმიანობს ცნობილი მსახიობის ქალიშვილი, ჯერ კიდევ უცნობია.image

8. რაიან და ავა ელიზაბეტ ფილიპები

რიზ უიზერსპუნსა და რაიან ფილიპს ქორწინებაში, 1999 წელს შეეძინათ ავა. ახლა ის კოლეჯში სწავლობს, მანამდე კი სამოდელო ბიზნესით იყო დაკავებული. დედამ აღიარა, რომ ავას ბავშვობიდანვე ჰქონდა თავისი ორიგინალური იდეები, რომლებშიც იგი გამოხატავდა საკუთარ თავს.image

9. ჟან პოლ და სტელა ბელმონდოები

სტელა ევა ანჯელინა ბელმონდო დაიბადა მსახიობის მეორე ქორწინებაში - მოდელთან და ბალერინა ნატი ტარდიველთან. 18 წლის გოგონამ აღიარა, რომ ძმასთან და დასთან საერთო არაფერი აქვს, პირველ რიგში, ასაკობრივი სხვაობის გამო, რადგან ბელმონდოს უფროსი შვილები 50 წელზე მეტი ასაკის არიან.image

10. ჯუდ და აირის ლოუები

სულ გულთამპყრობელ ჯუდ ლოუს ექვსი შვილი ჰყავს, აირისი მეორეა. იგი დაიბადა 2000 წელს მსახიობის ქორწინებაში სედი ფროსტთან. გოგონა სამოდელო ბიზნესით არის დაკავებული. ინტერვიუში მან თქვა: ”ჩემი ოჯახიდან მემკვიდრეობით მივიღე სურვილი, ვცადო რამე ახალი და არ მეშინოდეს არაფრის. ამან ნამდვილად იმოქმედა ჩემზე, როგორც ადამიანზე."image












0
691
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთი1988
ქეთი1988
Mediator image
Mediator image
Mediator image
691
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0