ვარსკვლავები სევდიანი დასასრული: ნახეთ თუ როგორ გამოიყურებიან ის ვარსკვლავები, რომლებმაც 10 წლის წინ გაიკეთეს სახის ლიფტინგი 2022, 5 მაისი, 0:27 ასაკის მომატებასთან ერთად, სახე ეტაპობრივად დუნდება და კარგავს მკვეთრ კონტურებს. დასაწყისში, ამ პრობლემის დაძლევა შესაძლებელია სხვადასხვა კოსმეტოლოგიური ჩარევებითა თუ ინექციით. თუმცა, განსაზღვრულ მომენტში მათი საშუალებითაც შეუძლებელია შესაბიმისი, შესამჩნევი ეფექტის მიღება.ამ დროს კი, საბოლოო გზად რჩება ესთეტიკური ქირურგიის სხვადასხვა ტიპის კორექციები - იქნება ეს სახის ლიფტინგი თუ SMAS-გაწელვა.
ცნობადი სახეების სიაში ბევრია ისეთი, რომელიც მიმართავს ამ უკანასკნელ გზას, თუმცა ყოველთვის ყველა ვერ ღებულობს იმ შედეგს, რომელიც შეესაბამება მათ მოლოდინსა თუ სურვილს. მიზეზი შეიძლება იყოს როგორც გენეტიკური ფაქტორი, ისე ცხოვრების წესი და ექიმის კომპეტენცია. ნიკოლ კიდმანი ნიკოლი უკვე 54 წლისაა, თუმცა კარგად გამოიყურება, მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა ამას ასე არ თვლის. შეიძლება ითქვას, რომ მსახიობი სხვადასხვა სახის კოსმეტოლოგიური პროცედურების მოყვარულია და საკმაოდ ხშირადაც სტუმრობს პლასტიკურ ქირურგს. თუმცა სპეციალისტების მონდომების მიუხედავად, რეზულტატი კიდმანის გარეგნობაზე წარმატებით ყოველთვის არ ისახება. თუ ვიმსჯელებთ იმით, რომ კიდმანს სახეზე ნაოჭები გაუსწორდა, შეიძლება ვთქვათ, რომ მას გაკეთებული აქვს წრიული სახის ლიფტინგი. თუმცა, როგორც ჩანს, ქირურგებს შეცდომა გაეპარათ და დღესდღეობით, ნიკოლის სახე არაბუნებრივად გაწელილია. რენე ზელვეგერი ფილმის "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" ბრიჯიტ ჯონსის როლის შემსრულებელმაც, ერთ მომენტში გადაწყვიტა ექსპერიმენტში ჩართვა. ზელვეგერს გაუკეთეს ბლეფაროპლასტიკა და ლიფტინგი. თუმცა აღფრთოვანებული კომენტარების ნაცვლად, მას წილად ხვდა ჰეითერების ტალღა, მისმა ფანებმა კი დაწერეს, რომ ვერ ცნობენ მათთვის საყვარელ ვარსკვლავს. პამელა ანდერსონი დღესდღეობით, მსახიობი უკვე აღარ გამოიყურება ისე, როგორ უმრავლესობისათვის საყვარელ სერიალში "მაშველები". ანდერსონის ტანსა და სახეს მუდმივად უწევს ცვლილებების ატანა, რომლის მიზეზია კოსმეტოლოგთან ხშირი სტუმრობა და მრავალჯერადი ლიფტინგი. თავად ვარსკვლავი ამას არც მალავს, აცხადებს რა, რომ პლასტიკური ჩარევები მას ნორმად მიაჩნია. კეიტ ბეკინსეილი კიდევ ერთი ჰოლივუდის ლამაზმანი, რომელმა გამოსცადა ლიფტინგი - კეიტ ბეკინსეილია. დიდი ალბათობით, მას ჩაუტარეს სახის ზედა მესამედის ლიფტინგი, ვინაიდან სელებრითის შუბლი სრულად გლუვია, და ამასთანავე, სახის დანარჩენი ნაწილის ცვლილება შეუმჩნეველია. კეიტის შემთხვევაში, ეს მანიპულაცია შეგვიძლია ჩავთვალოთ საკმაოდ წარმატებულად - დღესდღეობით ვარსკვლავი ნამდვილად ახალგაზრდულად გამოიყურება. კრის ჯენერი კარდაშიან-ჯენერის ოჯახში, დიდი ალბათობით, შეუძლებელია თუნდაც ერთი ადამიანის მოძებნა, რომელსაც საერთოდ არ გამოუყენებია კორექცია. შესაბიმისად, არაა გასაკვირვი ის ფაქტი, რომ ლეგენდარული სელებრითების დედა პერიოდულად სტუმრობს თავის ქირურგს. რეალითი-შოუში "Keeping Up with the Kardashians" თვითონ კრისმა აღიარა, რომ პირველი ლიფტინგი მან ჩაიტარა 2011 წელს. ამის შემდეგ კი, მინიმუმ ერთხელ დაუბრუნდა ამ პროცედურას. თუმცა მის შემთხვევაში, გაბედულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მანიპულაცია წარმატებით ჩატარდა, მას შემდეგ რაც კრისის გარეგნობა შესამჩნევად გაახალგაზრდავდა. მერი-კეიტ ოლსენი ხანდახან სახის ოვალის კორექტირების თხოვნით პლასტიკურ ქირურგებთან საკმაოდ ახალგაზრდა ქალბატონებიც მიდიან. ამის ნათელი მაგალითია - ოლსენის ერთ-ერთი და, რომელმაც პირველი ლიფტინგი ჩაიტარა 28 წლის ასაკში. 2014 წელს, ერთ-ერთ პრემიაზე, საზოგადოების წინაშე, იგი წარსდგა მკვეთრად შესამჩნევი ცვლილებებით: კორექტირებული ცხვირის ფორმა, გადიდებული ტუჩები და გაწელილი სახის ოვალი, რამაც საბოლოოდ ჩაახშო ყოველგვარი ეჭვები მასზე ჩატარებული პლასტიკური მანიპულაციებისა. უმა ტურმანი ლეგენდარულმა ქერამ სილამაზის შესახებ ნამდვილად ბევრი რამ იცის. 2015 წელს, მისმა გამოჩენამ ერთ-ერთი ფილმის პრემიერაზე გამოიწვია დიდი აჟიოტაჟი, თაყვანისმცემლები ცდილობდნენ იმის გაგებას, თუ რომელი კორექცია გამოიყენა მსახიობმა თავის სახეზე. ექსპერტები თვლიან, რომ ბლეფაროპლასტიკა და წრიული ლიფტინგი უტყუარად იქნა ჩატარებული. რუმერ უილისი ბრიუს უილისა და დემი მურის ქალიშვილი ყოველთვის იტანჯებოდა მის გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსებით. ნამდვილად, თუკი დავაკვირდებით სურათს, რომელიც 10 წლის წინაა გადაღებული, კარგად ჩანს, რომ მისი სახე საკმაოდ არაპროპორციულია, განსაკუთრებით კი თუ ვსაუბრობთ კონტურებზე. საბოლოოდ, გოგონამ გადაწყვიტა შეეცვალა სიტუაცია, გაერისკა და არც შემცდარა. დღესდღეობით, რუმერის სახის ქვედა, მძიმე ნაწილი საკმაოდ ფაქიზი და კოხტაა. მიზეზი, დიდი ალბათობით, ამ ზონის ლიფტინგია. 810 1-ს მოსწონს
|