შოუბიზნესი გაიგეთ თუ რატომ ეცა კიმ კარდაშიანი პიცასა და ფუნთუშებს მეტ გალას დასრულების შემდეგ 2022, 4 მაისი, 23:08 კარდაშიანს სასწრაფოდ ესაჭიროებოდა წონის დაკლება მოკლე პერიოდში. კიმს მოუწია 7 კილოგრამის დაკლება იმისთვის, რომ ტანზე მოერგო მერილინ მონროს ლეგენდარული კაბა, რომელიც ჩაიცვა კიდევაც Met Gala 2022-ზე. წითელ ხალიჩაზე, საზოგადოების წინაშე, იგი წარსდგა მოციმციმე სამოსით, რომლითაც, თავის დროზე, მერილინ მონრომ მიულოცა დაბადების დღე აშშ-ს პრეზიდენტს, ჯონ კენედის. აღსანიშნავია, რომ ასეთი კაბის ქირაობა 5 მლნ დოლარი ღირს. ამასთანავე, უმეტესობას არ სჯეროდა, რომ კიმი შესძლებდა მონროს კაბის მორგებას. წვეულების დასრულების შემდეგ, კიმი ეგრევე ეცა პიცასა და ფუნთუშებს. მიზეზი კი ისაა, რომ გახდომის მიზნით, 3 კვირის განმავლობაში, ის საერთოდ არ ღებულობდა ნახშირწყლებსა და შაქარს, დღეში 2-ჯერ იცვამდა თერმო კოსტიუმს და დარბოდა სარბენ გზაზე, იკვებებოდა მხოლოდ ცილითა და ბოსტნეულით. და მას შემდეგ, რაც მან 7 კილოს დაკლება მოახერხა, მასზე ბედნიერი ადამიანი ამქვეყნად ალბათ არც არსებობდა. 101 შეფასება არ არის
|