x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
უცნობი იაპონია: ამომავალი მზის ქვეყნის შოკისმომგვრელი სე@სუალური ტრადიციები

image


რა ასოციაციები გვიჩნდება იაპონიის პირველივე ხსენებისას? როგორც წესი, პირველ რიგში, გონებაში ალბათ, სუში, იაპონური ავტომობილები და ელექტროტექნიკა მოგვდის. ვიღაცას კი შეიძლება სუმო ან სამურაები ახსენდებოდეს აი, ზოგი კი იაპონელების წარმოუდგენელი შრომისმოყვარეობით არის გაოცებული. ამასთან, "ამომავალი მზის" ქვეყნის წეს - ჩეულებების ზოგიერთი მახასიათებლის შესახებ კულტურულ საზოგადოებაში დუმილს ამჯობინებენ. საუბარია მთელ რიგ სექსუალურ ტრადიციებზე, რომლებიც ჩვენ შესაძლოა სრულ გარყვნილებადაც კი მოგვეჩვენოს.




ტამაკერი


image


მიუხედავად იმისა, რომ სადო-მაზოხიზმისადმი გატაცება მთელ მსოფლიოში ცნობილია, ამ სფეროში ყველაზე შორს წასვლა მაინც იაპონელებმა მოახერხეს. "ამომავალი მზის" ქვეყანაში განსაკუთრებით პოპულარულია გარყვნილების ისეთი ფორმა, როგორიცაა ტამაკერი. ასე ჰქვია სექსუალური ფეტიშიზმის ერთ-ერთ სახეობას, რომლის დროსაც მამაკაცის სათესლე ჯირკვლები ერთგვრ ძალადობას განიცდის!





სიბარი


image


სიბარი (ან შიბარი) - გახლავთ იაპონური ხელოვნება თოკებით ადამიანის სხეულის მობილურობის შეზღუდვის, რომელიც ტექნიკური და ესთეტიკური პრინციპებით განისაზღვრება. თავისი ფესვებით ის შორეულ წარსულში მიდის, როდესაც ჯარისკაცები თოკების დახმარებით პატიმრებს მოძრაობის უნარს ართმევდნენ. ახლა კი უკვე გათოკვა - მრავალი სასიყვარულო თამაშის ატრიბუტია.




შიტაგი დორობუ


image


იაპონურიდან სიტყვა "შიტაგი" ნიშნავს - "ქვედა საცვალს", ხოლო "დორობუ" - ქურდს. დიახ, დიახ, იაპონიის კუნძულებზე სექსუალური ფანტაზიების დასაკმაყოფილებლად ქალის თეთრეულის მოპარვის არაერთი მოყვარული ცხოვრობს.


ერთ-ერთმა ასეთმა ტრუსების მოყვარულმა ქალის თეთრეულის ხელში ჩაგდების საკუთარი სქემაც კი შეიმუშავა. ის ოჯახებს თავს პოლიციის ინსპექტორად წარუდგენდა და აცხადებდა, რომ მამაკაცების გონორეით განზრახ დაინფიცირების საქმეს იძიებდა, რის შემდეგაც გოგოებს ექსპერტიზისთვის ტრუსების წარდგენას სთხოვდა.


სხვათა შორის, ბოლო დროს, თეთრეულის ქურდობა ქვეყანაში თითქმის მთლიანად აღმოიფხვრა, და ეს ყველაფერი იმის წყალობით მოხდა, რომ ქუჩებში სპეციალური ავტომატები გამოჩნდა, სადაც მსურველებს ქალის გამოყენებული საცვლების შეძენა შეუძლიათ.





" No-Pan Kissa" (კაფე ტრუსის გარეშე)


image


რაც არ უნდა გაგიკვრდეთ, იაპონიაში არსებობს სპეციალური რესტორნები, სადაც მეტისმეტად მოკლე ქვედაბოლოებში გამოწყობილი მიმტანი გოგონები კლიენტებს საცვლების გარეშე ემსახურებიან. სხვათა შორის, ვიზიტორთა მოხერხებულობისთვის, ამ დაწესებულებების უმეტესობაში სარკისებური იატაკია დამონტაჟებული.





ტიკანი


image


იაპონიაში ტიკანებს ან ჩიკანებს უწოდებენ მამაკაცებს, რომლებსაც საზოგადოებრივ ადგილებში, განსაკუთრებით კი, ხალხმრავალ ტრანსპორტში ქალების ინტიმურ ადგილებზე შეხება მოსწონთ. იაპონელი ქალები ზედმეტი მოკრძალებულობის გამო მსგავსს უხამსობას ხშირად ჩუმად იტანენ. გამოკითხვების მიხედვით, 90-იან წლებში იაპონელების 95%-ი ტიკანების მსხვერპლი იყო! ახლა მთავრობამ გარყვნილებისთვის სასჯელი გაამკაცრა და მეტროში მხოლოდ ქალებისთვის განკუთვნილი ვაგონებიც კი დაამატა. ამ ზომების წყალობით, ტიკანების მსხვერპლთა რიცხვი ქვეყნაში თითქმის განახევრდა.






იმეკურა


image


მართალია ბორდელები ბევრ ქვეყანაში არსებობს, თუმცა იაპონიაში ამ საკითხს განსაკუთრებული ფანტაზიით მიუდგნენ. იმეკურა - გახლავთ საროსკიპო, სადაც თითოეულ ოთახს თემატური მიმართულება გააჩნია. აქ ფუნქციონირებს სკოლის კლასები, სადაც კლიენტებს გარყვნილი სკოლის მოსწავლე ან მკაცრი მასწავლებელი ელით, აქვე შეხვდებით არა მხოლოდ საავადმყოფოს ოთახებს ბოროტი ექთნებით, არამედ მეტროს ვაგონებსაც კი, სადაც თავს ტიკანად იგრძნობთ.





ნიოტაიმორი


image


ნიოტაიმორი - არის შიშველი ქალის სხეულიდან სუშის ჭამის ცერემონია. როგორც ამბობენ, ამ ტრადიციას როგორც ესთეტიკურ სანახაობას, სასარგებლო მიზნებიც აქვს: გოგონაზე როლები სხეულის ტემპერატურამდე თბება, რაც ოპტიმალურია საკვების ათვისებისთვის. ქალბატონი, რომელიც ნიოტაიმორის ცერემონიაში მონაწილეობას გადაწყვეტს, შესაშური გამძლეობა უნდა ჰქონდეს, ვინაიდან მას რამდენიმე საათის განმავლობაში უძრავად წოლა მოეთხოვება! ასევე, მთელი რიგი მკაცრი მოთხოვნებია დაწესებული მომხმარებლებისთვისაც. "თეფშთან" საუბარი არ შეიძლება, ხოლო მისი სასქესო ორგანო ლოტოსის ფოთლით საიმედოდ უნდა იყოს დაფარული.






ვაკამე საკე


image


ნიოტაიმორის იდეის შემდგომი განვითარება - ვაკამე საკეა. სიტყვა "ვაკამე" თარგმანში "ზღვის წყალმცენარეებს" ნიშნავს, თუმცა ასე უწოდებენ ბოქვენის თმას სასაუბრო ენაზე. საკეს გოგონას სხეულზე ასხამენ, ხოლო თასს მისი მჭიდროდ შეკუმშული თეძოები წარმოადგენს.


დიახ, ზოგჯერ ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ იაპონელები უბრალოდ გაგიჟდნენ... მაგრამ იქნებ მათ ჩვენზე მეტი იციან, და სწორედ ასეთი ცხოვრების წესი აქცევს ამ საოცარ ერს დღეგრძელობის სიმბოლოდ?






0
448
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
448