საბუნებისმეტყველო გალაქტიკა ანდრომედა-ჩვენი მეზობელი უზარმაზარ სამყაროში (შევხვდებით 4 მილიარდი წლის შემდეგ) 2012, 20 სექტემბერი, 23:55 წაიკითხეთ და გაიაზრეთ რამდენად უმნიშვნელო ადგილი გვიჭირავს სამყაროში.
გალაქტიკა ანდრომედა ჩვენს გალაქტიკასთან ყველაზე ახლოს მდებარეობს. ითვლება, რომ ანდრომედა ძალიან ჰგავს ჩვენს გალაქტიკას. 1885 წელს იქ ახალი ვარსკვლავი SN 1885A გაჩნდა. ანდრომედა საშუალო სიდიდის გალაქტიკაა, რადიუსით 110 000 სინათლის წელი (სინათლის სიჩქარე 299 792 458 მ/წამი).
ამ გალაქტიკის პირველი სურათები 1887 წელს ასვრონომმა ისააკ რობერტსმა გადაიღო. თავისი კერძო ობსერვატორიიდან მა პირველად გადაიღო М31 (ანდრომედა) და დაადგინა მისი სპირალისებური ფორმა.
ანდრომედას ხშირად აღნიშნავენ М31-ით, რადგან ის 31 არის მესსეს მიერ შედგენილ დუფუზურ ობიექტთა სიაში. ანდრომედა იმდენად შორსაა, რომ მისგან სინათლე ჩვენთან მხოლოდ 2 მილიონი წლის შემდეგ აღწევს.
ანდრომედას გალაქტიკაში დაახლოებით 1 ტრილიონი ვარსკვლავია, რაც 5-ჯერ აღემატება ჩვენს გალაქტიკაში ვარსკვლავების რაოდენობას. მანძილი ანდრომედამდე წარმოუდგენელი 2.5 მილიონი სინათლის წელია. ადამიანის მიერ შექმნილ ყველაზე სწრაფ კოსმოსურ ხომალდს ანდრომედამდე მისაღწევად 45 მილიარდი წელი დასჭირდება. ანდრომედა და ჩვენი გალაქტიკა ერთმანეთს 100-140 კმ/სთ სისწრაფიტ უახლოვდებიან. მეცნიერებმა გამოტვალეს, რომ 4 მილიარდი წლის შემდეგ ჩვენი გალაქტიკები შეეჯახებიან ერთმანეთს და წარმოიქმნება ერთი დიდი გალაქტიკა. დედამიწიდან ეს შეჯახება ასე გამოჩნდება. ხოლო კოსმოსიდან ასე. 614 3-ს მოსწონს
|