x
მეტი
  • 29.06.2024
  • სტატია:135660
  • ვიდეო:351961
  • სურათი:510019
ვიდეო: ინდოეთის საჰაერო ძალებმა სავარაუდოდ, უცხოპლანეტელების ობიექტი ჩამოაგდო
image
ინტერნეტში შოკისმომგვრელი შემთხვევის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

იდუმალი ინციდენტი რამდენიმე დღის წინ მოხდა ბარმერის რაიონში, ინდოეთის შტატის რაჯასტანის სამხრეთ-დასავლეთით, პაკისტანის საზღვართან. დაუდგენელი მოწყობილობა ინდოეთის სამხედრო რადარმა დააფიქსირა, რის შემდეგაც მასთან კონტაქტის დამყარება სცადეს. თუმცა, სფერული ობიექტი არანაირად არ რეაგირებდა სიგნალებზე, ამიტომ მის დასაჭერად გაგზავნეს ინდოეთის საჰაერო ძალების Su-30 გამანადგურებელი, რომელმაც საბოლოოდ ჩამოაგდო მფრინავი თეფში.


”დილის 10:30 საათიდან დილის 11 საათამდე, ინდოეთის საჰაერო ძალების რადარმა აღმოაჩინა ამოუცნობი გლობულური მანათობელი ობიექტი. განგაში გამოაცხადა მებრძოლმა, რომელმაც ობიექტი ჩამოაგდო. ობიექტის ნაშთები აღმოჩენილია და ამოღებულია. მიმდინარეობს შემდგომი გამოძიება. ეს არ იყო მეტეოროლოგიური ან რაიმე სხვა ზონდი. - განაცხადა სამხედრო სპიკერმა.


ტერიტორიას, სადაც უცხოპლანეტელების ობიექტი დაეცა, სამართალდამცავებმა მაშინვე ალყა შემოარტყეს. პოლიციამ ტერიტორიის დათალიერებისას შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა რაღაც უცხო მეტალის ხუთი უცნაური სამკუთხა ფორმის ნაჭერი.




image



ასევე არსებობს ადგილობრივი მოსახლეობის ჩვენებები. თვითმხილველები ამტკიცებენ, რომ უცხოპლანეტელების ობიექტის დაცემის შემდეგ ძლიერი აფეთქებების ხმა გაისმა, საიდანაც მიმდებარე ტერიტორიაზე ზოგიერთი სახლი დაიბზარა. დასავლურმა მედიამ საქმეს უკვე უწოდა „ინდური როზუელი“ და ეს მოვლენა შეერთებული შტატების ქალაქ როზუელთან 1947 წელს უცხოპლანეტელების ობიექტის ჩამოვარდნას შეადარა.



0
700
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
700
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0