x
კავკასია 2012 დღეს იწყება

image






















რუსეთი დღეს მასშტაბურ სამხედრო წვრთნას, “კავკასია 2012″-ს იწყებს. რუსული მედიის ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ჩრდილოეთ კავკასიაში სწავლების პირველ ეტაპს პირადად დააკვირდება.
მანევრებს დააკვირდება რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვიც.
წვრთნები რუსეთის სამხრეთით გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას 8000 სამხედრო, 200 საბრძოლო მანქანა, 100 საარტილერიო დანადგარი და 10 საბრძოლო გემი და კატარღა მიიღებს.
სწავლებები ორ ეტაპად, ოთხ სხვადასხვა პოლიგონზე და შავი და კასპიის ზღვის აკვატორიებში გაიმართება. სწავლებები 23 სექტემბერს დასრულდება.
ფაქტმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური რუსული სამხედრო წვრთნა საქართველოში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე იმართება, ქართული მხარის შეშფოთება გამოიწვია. ოფიციალური თბილისის შეფასებით, ეს წვრთნები რეგიონის უსაფრთხოებას ემუქრება.
“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რა შედეგი მოიტანა 2008 წელს ჩატარებულმა რუსულმა სამხედრო წვრთნებმა, რომელიც ამაზე ბევრად ნაკლები მასშტაბის იყო”, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, გრიგოლ ვაშაძემ.

3
133
2-ს მოსწონს
ავტორი:giorgi5118
giorgi5118
133
  
2012, 21 სექტემბერი, 17:34
ქარტველი კიდე მონა არასდროს არ იქნება ეს იცოდე მიტუმეტეს მიწასტან არავინ არავის არ ასწორებს
2012, 21 სექტემბერი, 17:33
ვინ რა თქვა სტატია გავაკეტე რო ხალხმა იცოდეს ვინმეს დასაშინებლად კი არ დამიწერია
2012, 21 სექტემბერი, 17:02
მორჩით რაა ხალხის დაშინებას გეყოტ ეს იდიოტური სტატიების ჯგაპვნა..ასეც რომ იყოს მირჩევნია მონა ვიყო ვიდრე მერქვას ტავისუფალი და საკუტარი მოძმე მიწასტან მასწორებდეს ფუი ასეთ თავისუფლებას ..
0 1 3