x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ფოტო - ისტორია: როგორ გაჩნდნენ ნუდისტები

image


ნუდიზმი (წარმოადგენს ბურჟუაზიულ მიმართულებას, რომელიც შიშველი სხეულის კულტს ქადაგებს) - შეიძლება ითქვას, რომ ძალიან დიდი ხნის წინ, თავად კაცობრიობასთან ერთად გაჩნდა. ამ ფენომენს საფუძვლად არა ვულგარული და, გარკვეულწილად, სიშიშვლით აღფრთოვანების სრულიად გაუკუღმართებული აღქმა და საკუთარი სხეულის დემონსტრირების სურვილი უდევს (ეს უფრო დამახასიათებელია ექსჰიბიციონისტებისთვის), არამედ ბუნებასთან დაახლოების ჯანსაღი წყურვილი. თანამედროვე სამყარო ნელ-ნელა საუკუნეების განმავლობაში შეძენილი მორალის ნარჩენებისგან გათავისუფლებას იწყებს: ადამიანები არა მხოლოდ ნუდისტური პლაჟების, არამედ მთელი ნატურიზმის ტურების მოწყობას სულ უფრო დიდი ენთუზიაზმით იწყებენ. დღეს, მოგიყვებით საიდან გაჩნდნენ ნუდისტები, რა სიკეთის მოტანა შეუძლია დედიშობილა სიარულის პრაქტიკას და შეიძლება თუ არა ამან პრინციპში მთელი კაცობრიობის გონების გათავისუფლება გამოიწვიოს.




ძველი საბერძნეთი


image


შიშველი სხეულის საკრალური ხასიათი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში შეინიშნებოდა: ტყუილად კი არ ატარებდნენ ბერძნები ყველა სპორტულ ღონისძიებას სრულიად შიშველი. თავად სიტყვა "გიმნოსი" ნიშნავს "შიშველს", საიდანაც მომდინარეობს "გიმნასტიკაც" (ტანვარჯიში). გარდა ამისა, ნაყოფიერებასთან ასოცირებული, წარმართული რიტუალების უმეტესობა, ასევე შიშვლად სრულდებოდა. ძველი საბერძნეთის ბევრ რეგიონში შესაძლო თავდასხმისგან სულიერი დაცვის პრაქტიკა არსებობდა: ყოველთვიურად ახალგაზრდა გოგონები ვალდებულები იყვნენ სოფლის საზღვრები გუთნით გაევლოთ.




ინდოეთი


image


ნუდიზმის წარმოშობა ინდოეთში ასევე დაკავშირებული იყო მისტიკურ მიზეზებთან. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელის მემატიანეები აღწერდნენ შიშველი ბრძენების ე.წ. გიმნოსოფისტების - მიმდინარეობას. ამ დროისთვის ჯერ კიდევ არსებობს ასკეტების გარკვეული სექტა, რომელიც, ფაქტობრივად, ჯაინიზმის ერთ-ერთი განშტოებაა. აქ სიშიშვლე მოკვდავი სამყაროსგან გათავისუფლებად განიხილება.





გერმანია


image


მე-20 საუკუნის დასაწყისში პურიტანულმა გერმანიამ მთელი დანარჩენი მსოფლიო გააოცა. სწორედ იქ დაიბადა თავისუფალი სხეულის კულტურაც. ამ მომენტიდან ნუდიზმის თანამედროვე ისტორიის ათვლაც შეიძლება, რომლის დამფუძნებლად გეოგრაფი (და ანარქისტი) ელიზა რეკლუსი იქცა. მან სიშიშვლე სოციალურად მისაღებ ქცევად გამოაცხადა, რომელსაც მთელი მსოფლიო აზროვნების ახალ გზაზე გაყვანა შეუძლია.





სკანდინავია


image


დაახლოებით ამავე დროს, ნატურიზმის სწავლებამ სკანდინავიაშიც შეაღწია. იქ მის აპოლოგეტად სორენ სორენსენი იქცა, რომელმაც 1936 წელს პირველი ნუდისტური კლუბი - "Sunny Sport of North"-ი დაარსა. მიმდინარეობა სკანდინავიიდან უკვე საფრანგეთში გავრცელდა, სწორედ იქ დაიწყეს ჟურნალ "Live Wisely"-ის გამოცემა ექიმებმა გასტონ და ანდრე დიუვილებმა, სადაც "ჰელიოპოლის"-ის თემატური კურორტიც დაარსეს.





რაში მდგომარეობს მისი უპირატესობები


image


პირველ რიგში, ნუდიზმი სოციუმის შიშთან დაკავშირებულ თითქმის ყველა პრობლემას წყვეტს. ზედიზედ რამდენიმე თვის განმავლობაში ნატურიზმის პრაქტიკის დახმარებით, თქვენ ნამდვილად დაძლევთ როგორც სიმორცხვეს და საჯარო გამოსვლების შიშს, ასევე უცნობ კომპანიაშიც თავს სრულიად თავისუფლად იგრძნობთ. გარდა ამისა, ნუდისტები, როგორც წესი, გარემოს ძალიან ყურადღებით ეპყრობიან, როდესაც ადამიანს სამოსი არ აცვია გარემოს მიმართ ის კიდევ უფრო მგრძნობიარე ხდება – იგივე პრინციპი მოქმედებს ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც.





ნატურიზმის მინუსები


image


პირველ რიგში, არ უნდა დაგვავიწყდეს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედების შესახებ. ის აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, როგორც თავადაც მოგეხსენებათ, მზის სხივები ყველაზე დამღუპველად სწორედ სხეულის დელიკატურ უბნებზე მოქმედებენ.





0
2460
1-ს მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2460