x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134535
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508596
"ახია ჩემზე - ილია ჭავჭავაძეც კაი @@ე იყოო… მაგის გამო წიხლქვეშ გაიგდეს არ უნდა გამომეგლიჯა ხელიდან" - ოქრუაშვილი რამიშვილზე

image


რუსეთ - უკრაინის ომიდან დროებით, საქართველოში დაბრუნებული პარტია "გამარჯვებული საქართველოსთვის" ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი ტელეკომპანია "POS TV-ის" -ის მიერ პერსონალურად მისთვის მიძღვნილ სიუჟეტს "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და ზემოხსენებული არხის პროდიუსერთან შალვა რამიშვილთან დაკავშირებით 2003 წლის ერთ საგულისხმო ისტორიას იხსენებს:


"სამი დღეა თვითმფრინავში ვარ და გზაში ამბად დამაწიეს შალვა რამიშვილის უბორნიატვ-მ დიდი სიუჟეტი მოგიძღვნაო. ჯერ ერთი, ვირისგან რომ წიხლი არ უნდა მეწყინოს დიდი ხანია მივეჩვიე. მეორე, მაგან ჩემზე კარგი რომ თქვას ძალიან მეწყინება და მესამე, ახია ჩემზე – 2003 წელს ჩემს ოფისში დიდ შეკრებაზე რომ გამოაცხადა ილია ჭავჭავაძეც კაი @@ე იყოო და მაგის გამო წიხლქვეშ გაიგდეს და ორი სკამი დაამტვრიეს თავზე გია მაისაშვილმა და სხვებმა, მაშინ არ უნდა გამომეგლიჯა იმათი ხელიდან.


ანჯელინა ჯოლის მსგავსად ბერა ივანიშვილსაც გადაუწყვეტია უკრაინაში ჩასვლა და რუსეთის ქმედებების დაგმობა. ვიხუმრე, არ დაიჯეროთ, შალვა რამიშვილმა მომცა ინსპირაცია, თორემ სად აქვს მაგ ბიჭს მაგის შნო. ეგ რომ ქნას ხომ დატოვებს ბორინკა მემკვიდრეობის გარეშე."- წერს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, რომ ცნობილი ამერიკელი მსახიობი და გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს სპეციალური ელჩი, ანჯელინა ჯოლი უკრაინის ქალაქ ლვოვში იმყოფება. მსახიობი ერთ-ერთ კაფეში შენიშნეს, ამის შესახებ ვიდეო უკრაინის უმაღლესმა "რადამ" სოციალურ ქსელში გაავრცელა.


"ანჯელინა ჯოლი ლვოვის კაფეში! კიდევ ერთი მტკიცებულება იმისა, რომ მთელი მსოფლიო ჩვენს გვერდით არის, მათ შორის ცნობილი ვარსკვლავები!" – ნათქვამია "რადას" მიერ გამოქვეყნებულ შეტყობინებაში.



0
585
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
585