x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120575
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
როგორ ერთობიან რუსეთში ახალგაზრდები (ერთობოდნენ)
სიტყვა ფოტოგრაფია ბერძნულიდან მომდინარეობს, რაც პირდაპირი თარგმანით სინათლის ხაზვას ნიშნავს. კარგად მოგეხსენებათ, რომ ძველად ფოტოს გადაღება საკმაო ფუფუნებას წარმოადგენდა, ვინაიდან უდიდეს ხარჯებთან და ამავდროულად ცოდნასთან იყო დაკავშირებული, რისთვისაც არსებობდნენ სპეციალური ფოტოგრაფები "ფოტოს გადასაღებ დაწესებულებებში", ან ხდებოდა მათი დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება მსურველთა მიერ.




image


ხშირად, მხოლოდ ერთ ფოტოს შეუძლია უდიდესი აზრი გადმოსცეს და იმეტყველოს უამრავი წლის წინ მომხდარ მოვლენაზე, რაც გაიძულებს მოექცე იმ ჩარჩოებში და გახდე ამბის მაზიარებელი. ფოტო, ეს ხომ ერთადერთი უნიკალური საშუალებაა დაამყარო კავშირი უამრავ ტკბილ მოგონებასთან, სადაც მთელი წარსული ცხოვრება, ბედი თუ უნიკალური ამბავია კომბინაციაში. თუმცა მარტო ფოტოს ხილვა არას იმეტყველებს, თუ მასზე აღბეჭდილი მთავარი "ფიგურა" არ იმუშავებს ერზე განსაზღვრულ როლს. თუმცაღა, ფოტოგრაფიის ტექნიკის განვითარებისა და ფოტოგრაფიული პროცესების გამარტივებასთან ერთად, გაიზარდა ფოტოგრაფიული საქმიანობის მოსურნეთა რიცხვი, რაც გულისხმობს დღევანდელ თაობას, რომელთაც ყველანაირი პირობა გააჩნიათ ფოტოს გადაღებისთვის, რათა აღბეჭდონ საჭირო კადრი საჭირო დროსა და მომენტში, ფანტაზიასაც არანაირად არ უჩივიან და თუ გაუმართლათ, მალევე ჯდებიან პოპულარობის ჩარჩოებში. ზოგი მართლაც რომ ექცევა პოპულარობის ჩარჩოში, თუმცა სულ სხვა რაკურსით.




მდიდარი ბავშვები მთელი მსოფლიოდან აზიარებენ თავიანთი მდიდრული ცხოვრების ამსახველ ფოტოებს. ასე რომ, ჩვენმა "მაიორებმაც" გადაწყვიტეს თვალყური მიადევნოთ მათი უცხოელი მეგობრების მსგავსად და შექმნეს ინსტაგრამის გვერდი სახელწოდებით Rich Russian Kids, სადაც ისინი ტრაბახობენ თავიანთი უსაქმური ყოველდღიური ცხოვრებით. ძვირადღირებული მანქანები, ძვირადღირებული სასახლეები, კერძო თვითმფრინავები - ზოგადად, ყველაფერი რაც ყველა "ჩვეულებრივ" ადამიანს აქვს.




როგორ ერთობიან რუსეთში ახალგაზრდები (ერთობოდნენ)




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


1
2158
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
Mediator image
2158
  
3 მაისი, 12:25
მომეწონა სტატია, კარგად აჩენს რუსი ახალგაზრდობის თავქარიანობას.
0 1 1