x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134539
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
"რუსები ჩლუნგები იყვნენ და ჩლუნგებად დარჩებიან"-ლედი გაგა
imageამერიკელმა პოპ-მომღერალმა ლედი გაგამ ლას-ვეგასში კონცერტის დროს მაყურებლებს მიმართა, რომ რუსებს ის მაშინ უნდა დაეკავიბინათ, როდესაც ამის შანსი ჰქონდათ, მაგრამ "ისინი ყოველთვის იყვნენ ჩლუნგები და ჩლუნგებად დარჩებიან" აღნიშნა მომღერალმა.ლედი გაგას ვიდეონაწყვეტის ნახვა twitter-ის მის პირად გვერდზეა შესაძლებელი.



ლედი გაგა დიდი ალბათობით გულისხმობს, მოსკოვში, " ოლიმპიისკში" ჩატარებულ კონცერტს, რომელიც მან 2012 წლის დეკემბერში გამართა. მომღერალი შოუს დროს ექსტრავაგანტულ კოსტუმებს იცვლიდა და რამდენიმე ხმამაღალი განცხადებაც გააკეთა, რომლებიც მხოლოდ სიტყვებად დარჩა. მაგალითად მან აღნიშნა, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლას აპირებდა და საკუთარი თავის დაკავება მოითხოვა - რადგან მისი აზრით რუსეთში ჰომოსექსუალობის პროპაგანდის გამო გისოსებს მიღმა შეიძლება აღმოჩნდეს.


ლედი გაგამ უკრაინაში ომის დაწყებისთანავე მწვავედ გააკრიტიკა კრემლის პოლიტიკა, თუმცა რუსებისადმი სიძულვილი მომღერალს შესაძლოა ირინა შეიკის გამოც ჰქონდეს, რომელიც ბოლო ხანებში ისევ დააფიქსირეს ბრედლი კუპერთან .



თავისი კარიერის მანძილზე ლედი გაგას (ნამდვილი სახელი სტეფანი ჯოან ენჯელინა ჯერმანოტა)გაყიდული აქვს 27 მილიონი ალბომი და 146 მილიონი სინგლი, რითაც დასახელდა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე კარგად გაყიდვად შემსრულებლად. მისი ჯილდოები მოიცავს 12 გინესის მსოფლიო რეკორდს, 11 გრემის ჯილდოს, 1 ოსკარს, 1 BAFTA-ს, 2 ოქროს გლობუსს და 3 Brit Awards. იგი ასევე არის პირველი შემსრულებელი, რომელმაც სიმღერების ავტორთა დიდების დარბაზში მიიღო თანამედროვე აიკონის ჯილდო. გაგა რეგულარულად შედის ჟურნალ „ბილბორდის“ წლის შემსრულებლების სიაში და ჟურნალ „ფორბსის“ გავლენიანი და მაღალშემოსავლიანი ადამიანების სიებში. 2013 წელს ჟურნალ „ტაიმის“ მკითხველთა გამოკითხვაში მან დაიკავა მეორე პოზიცია როგორც ბოლო ათი წლის ყველაზე გავლენიანმა ადამიანმა, ხოლო 2015 წელს ჟურნალმა „ბილბორდმა“ იგი დაასახელა წლის ქალბატონად. გაგა ასევე ცნობილია როგორც საქველმოქმედო, ისე სოციალური აქტივიზმით; 2012 წლის თებერვალში ჰარვარდის უნივერსიტეტში, გაგამ დააარსა საქველმოქმედო ფონდი Born This Way, რომელიც მხარს უჭერს ახალგაზრდებს საკუთარი თავის რეალიზებაში, ასევე ცდილობს საზოგადოებაში შექმნას ტოლერანტული დამოკიდებულება ჰომოსექსუალთა მიმართ.


0
177
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
177
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0