სხვა ეთერი თუთბერიძე ოლიმპიელების დაჯილდოებაზე პუტინთან, კრემლში არ მივიდა 2022, 29 აპრილი, 12:55 ![]() საზეიმო ღონისძიების მონაწილეებს შორის იყვნენ თუთბერიძეს აღზრდილი მოციგურავეები - კამილა ვალიევა, ალექსანდრა ტრუსოვა, ევგენია ტარასოვა და ვლადიმერ მოროზოვი, მაგრამ რაც შეეხება თავად თუთბერიძეს, ის შეხვედრაზე არ მისულა, იუწყება Sport.ru ![]() ![]() თუმცა იმავე დღეს, სამშაბათს, ტელეგრამის რამდენიმე არხმა, გაავრცელა ინფორმაცია, რომ მწვრთნელმა, სავარაუდოდ, მოითხოვა სპორტული კომპლექსის ფასადზე განთავსებული ბანერებზე "Z" სიმბოლოების ჩამოხსნა.ეს ინფორმაცია, სხვათა შორის, თავის ტელეგრამის არხზე ქსენია სობჩაკმა გამოაქვეყნა. ამ ამბის დადასტურება და არც უარყოფა არ ყოფილა, არც შოუს ორგანიზატორების და არც თუთბერიძეს მხრიდან. შეგახსენებთ, მარტის ბოლოს, ერთერი თუთბერიძემ სოციალურ ქსელში საკუთარი მიკრობლოგიდან წაშალა სახელმწიფო დროშის და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ფოტოები. ამ ფაქტზე ყურადღება გაამახვილეს РИА ФАН-ის ჟურნალისტებმა. ცნობილ მწვრთნელს ფიგურულ სრიალში ამ ნაბიჯის შემდეგ რაღაც-რაღაცები გაუხსენეს, მაგალითად ის, რომ თუთბერიძეს ამერიკაში უძრავი ქონება აქვს, ხოლო მისი ერთადერთი ქალიშვილი დიანა დევისი ამერიკის მოქალაქეა, რომ მას ამერიკაში ქონების დაყადაღების და სანქციების უფრო შეეშინდა და იმიტომაც "გააპროტესტა" ომი უკრაინაში. სხვა ვერსიით, მას უბრალოდ რცხვენია ამ სისხლიანი რეჟიმისა და იმ ერის ქმედებების გამო, რომელიც მხარს უჭერს პუტინის სიგიჟეს უკრაინაში. რუსი ჟურნალიტების პირველი ბრალდება თუთბერიძის მიმართ არ ჰგავს სიმართლეს, მეორე ვერსია უფრო რეალურია, რადგან თუთბერიძემ ჯერ კიდევ თებერვლის ბოლოდან გააპროტესტა უკრაინაში შეჭრა, ანუ როცა ომი ახალი დაწყებული იყო და როდესაც ჯერ კიდევ კერძო პირების სანქციებზე ლაპარაკიც არ იყო.უბრალოდ თუთბერიძის ეს ჟესტი საკმაოდ გვიან შეამჩნიეს ჟურნალისტებმა. ![]() ფიგურული სრიალის სკოლის მფლობელმა არა მხოლოდ ახალი სურათების გამოქვეყნება შეწყვიტა, არამედ ბევრი ძველი ფოტოც წაშალა. ასე რომ, ახლა თუთბერიძის გვერდზე რუსეთის დროშის ფოტოს მოძიება შეუძლებელია. გარდა ამისა, მსოფლიოში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა წაშალა ჩანაწერი, სადაც ის ვლადიმერ პუტინს დაბადების დღეს ულოცავდა. ასევე იხილეთ:"განუკურნებელი დაავადება და დაბადების საიდუმლო"–ცოტა რამ ეთერი თუთბერიძის ქალიშვილზე 316 3-ს მოსწონს
|