სხვა 20 საინტერესო ფაქტი ევროპის ქვეყნების შესახებ 2022, 2 მაისი, 12:58 ევროპა — თანამედროვე ცივილიზაციის აკვანია. სწორედ ევროპული სახელმწიფოების ტერიტორიაზეა განთავსებული კულტურისა და ხელოვნების ყველაზე მეტი ძეგლია. ხოლო, ევროპელი ხალხების უძველესი ისტორია მოსვენებას არ აძლევს ისტორიკოსებისა და არქეოლოგების მრავალ თაობას. აქ ქვეყნის ამ ნაწილის შესახებ, ყველაზე საინტერესო ფაქტების ნაკრებს გთავაზობთ: 1. ევროპული ცივილიზაცია ძველ საბერძნეთში ჩაისახა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში. სწორედ ბერძნებმა გადაწყვიტეს ევროპის, როგორც ქვეყნის ნაწილის, აზიისგან გამოყოფა. 2. მიუხედავად ისტორიული ღირსშესანიშნაობებისა და ბუნების ლამაზი პეიზაჟების სიმრავლისა, ტურიზმის ყველაზე პოპულარული ადგილი ევროპაში — პარიზის «დისნეილენდის» გასართობი პარკია. 3. ფართობის მიხედვით, მოკრძალებულ ბელგიაში, ყველაზე მჭიდრო სარკინიგზო ქსელია მსოფლიოში: მისი ფართობი 1000 კვ. კმ–ია, ხოლო გზის საერთო სიგრძე — 114 კმ–ია. 4. ლონგირში (შპიცბერგენი, ნორვეგია) მცხოვრებლებს ოფიციალურად აკრძალული აქვთ სახლში სიკვდილი (კანონის დარღვევა, ჯარიმით ისჯება, რომელიც ოჯახმა უნდა გადაიხადოს). რადგან იქ მზე 4 თვის მანძილზე არ ამოდის და დაბალი ტემპერატურის გამო, მიწა გაყინული და დამზრალია. ამიტიმ, მიცვალებულის დამარხვა შეუძლებელია. ქალაქში და მის შემოგარენში არც სასაფლაო არსებობს. თუ ადამიანი ცუდად გახდება, ის სამკურნალოდ, ქვეყნის სამხრეთ რეგიონში უნდა გაემგზავროს და გარდაცვალების შემთხვევაში, იქვე დაკრძალავენ. 5. ისლანდიაში კოღოები არ არის. 6. რუსეთს ევროპის ტერიტორიის 40% უკავია, რაც მისი ფართობის მხოლოდ 22-23% შეადგენს. 7. ევროპაში ყველაზე დიდი კუნძული, — გრენლანდია მდებარეობს. 8. ლოხ-ნესის ცნობილი ურჩხულს, ტურისტების წყალობით, შოტლანდიის ბიუჯეტში ყოველწლიურად 7 მლნ. ევრო «შეაქვს». 9. ევროპული ქალაქი ყველაზე გრძელი სახელით (Lanfairpwllgwyngyllgogerychwyrndrobwllllant) უელსში (დიდი ბრიტანეთი) მდებარეობს. 10. ევროპის ყველაზე პატარა ქვეყანა, რომელიც რომში «ეტევა» — ვატიკანია. რომის პაპის სამფლობელომ იტალიისგან დამოუკიდებლობა 1929 წ. მიიღო. ხოლო, მისი ფართობი 0, 44 კვ. კმ-ს შეადგენს. 11. ბოსნიაში, სუტიესკის ეროვნულ პარკში, ევროპაში უკანასკნელი ტროპიკული ტყე მდებარეობს. 12. კონტინენტური ევროპის ყველა ქვეყანაში საავტომობილო მოძრაობა მარჯვენა მიმართულების არის. მაგრამ, პარიზში არის პატარა ქუჩა (350 მ.) — გენერალი ლემონიეს გამზირი, რომელზეც მოძრაობა საპირისპირო მიმართულებითაა. 13. საფრანგეთში, პრეზიდენტის ნებართვით, შეიძლება გარდაცვლილზე დაქორწინება, იმ შემთხვევაში, თუ ქალი ასეთი ნაბიჯის მიზანშეწონილობას დაამტკიცებს — მაგ., გარდაცვლილი მისი მომავალი შვილის მამა არის. 14. ჰამბურგში ყველაზე მეტი ხიდია, ევროპის კი არა, მსოფლიო მასშტაბით. ხიდების საერთო რაოდენობა 2300 შეადგენს, რაც უფრო მეტია, ვიდრე ამსტერდამში და ვენეციაში ერთად. 15. საბერძნეთს ეროვნული ჰიმნის 150-ზე მეტი ვარიაცია აქვს. 16. ორივე მსოფლიო ომი ევროპაში დაიწყო. 17. მსოფლიოში პრეზიდენტის ყველაზე დიდი რეზიდენცია — პრაღის ციხესიმაგრეა (ჩეხ. Pražský hrad), რომელიც ასევე, ყველაზე დიდი ციხესიმაგრის კომპლექსი მსოფლიოში. 18. გაეროს მონაცემებით, სწორედ ევროპაში არის ორი ქვეყანა, რომლის მოსახლეობა ყველაზე ბედნიერად გრძნობს თავს მსოფლიოში — ეს ნორვეგია და დანია არის. 19. ევროპაში ყველაზე უძველესი ქვეყანა ბულგარეთია. ასევე საინტერესოა, რომ მას სახელი დაარსებიდან, — 681 წლიდან, არ შეუცვლია. 20. რაც შეეხება ევროპის ყველაზე ძველ ერს, დღეს არსებულ ერებს შორის, ძველი წ. აღრ. IV ათასწლეულში, აზიიდან ევროპაში ინდოევროპელების მიგრაცია დაიწყო და მათ ქვეყნის ეს ნაწილი, თითქმის მთლიანად დაიკავეს. დღეს, პრაქტიკულად, მთელი ევროპა ინდოევროპულ ოჯახში შემავალ ენებზე საუბრობს. ყველა, გარდა ეუსკადებისა (ბასკ. Euskadi), რომლებიც ჩვენთვის, უფრო მეტად, «ბასკების» (ესპ. Vasco) სახელით არიან ცნობილები. გაგრძელება >>> არხის სხვა სიახლეები:* როგორ ხუმრობდა სტალინი? – რეალურად მომხდარი ისტორიები* 7 მოულოდნელი ფაქტი დიდი ბრიტანეთის დედოფლის შესახებ* ის ქრისტეს ჯვარცმას დაესწრო და დღეს ჩვენ შორის არის – მარადიული სიცოცხლისთვის განწირული* უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომელიც შეიძლება არ გინახავთ* მიწის ქვეშ ცხოვრებისთვის განწირულნი* ჩინური აღდგომა* "ამ ქვეყანას ისეთი რამ ელის..." – იტალიელმა ნათელმხილველმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა1169 2-ს მოსწონს
|