პოლიტიკა
კალიგულას გამოხტომები: ტირანია თუ სიგიჟე?
2022, 28 აპრილი, 17:54
რომის ცნობილ იმპერატორს - გაიუს იულიუს კეისარს ჰქონდა მეტსახელი, რომელიც ცოტამ თუ იცის
მას კალიგულას უწოდებდნენ რაც "ჯარისკაცის ჩექმას" ნიშნავს. მმართველს ეს უცნური მეტსახელი ჯერ კიდევ ბავშვობაში შეარქვეს, ვინაიდან რომის მომავალ იმპერატორს ლეგიონერთა ფეხსაცმლის ტარება განსაკუთრებით უყვარდა. კეისარი რომის იმპერიის სათავეში მხოლოდ 4 წლის განმავლობაში (37-41 წლებში) იყო. ასეთი მცირე დროის მიუხედავად, მან მაინც მოახერხა თავისი სახელის ისტორიაში სამუდამოდ ჩაწერა. ფაქტები, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია ურთიერთსაპირისპიროა, ამის მიზეზი კი შესაძლოა ის იყოს რომ უმრავლესობა მათგანი მისი კონკურენტების ან მტრების მიერ იყო გავრცელებული.
დესპოტი და გარყვნილი
ცნობილია იმპერატორის სრულიად გაუმართლებელი სისასტიკის შემთხვევები. მაგალითად, როდესაც ის თავისი მმართველობის პირველ წელს სერიოზულად გახდა ავად, ზოგიერთმა ქვეშევრდომმა პირობა დადო რომ საკუთარი მმართველის გადასარჩენად სიცოცხლეს გაწირავდა, როდესაც კალიგულა გამოჯანმრთელდა, მან ბრძანება გასცა ამ ადამიანების ნება აღესრულებინათ - საბოლოოდ, ისინი სიკვდილით დასაჯეს. ხშირად, სიკვდილით დასჯა იმპერატორის პირად დარბაზებში, ტრაპეზის დროსაც კი ხდებოდა.
კადრი ფილმიდან "კალიგულა" (1979)
იყო შემთხვევები როცა მისი ბრძანებით ადამიანებს რომელთა საუბარიც მას განსაკუთრებით აღიზიანებდა ენებსაც კი აჭრიდნენ, ნადიმის დროს კალიგულას შეეძლო გათხოვილ ქალთან ერთად განმარტოებულიყო, შემდეგ კი, საჯაროდ ესაუბრა მის მონაცემებსა და უნარებზე. ტირანს ასევე საკუთარ დებთან სექსულური ურთიერთობის დამყარებასაც აბრალებდნენ.
სულელური გამოხტომები
კალიგულას მარმარილოს ბიუსტი და მისი მოხატული ასლი. ახალი კარლსბერგის გლიპტოთეკა (კოპენჰაგენი)
იმპერატორის ქმედებების წინასწარ გამოცნობა თითქმის შეუძლებელი იყო. მას შეეძლო ესეირნა როგორც გლეხის სამოსით, ასევე ქალის კაბაში გამოწყობილს პარიკით თავზე. კალიგულას გატაცება იყო თეატრი და ცეკვა. სწორედ ცეკვა - თამაში გახლდათ მისი ყველაზე საყვარელი გასართობი, რომლითაც ის თავის ქვეშევრდომებს ხშირად შოკშიც კი აგდებდა. სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი მისმა დაუოკებელმა სიყვარულმა გაანადგურა ხაზინაც, მისი ბრძანებით შენდებოდა არათანადროული ნაგებობები, ხოლო შემოსავალი კი ძირითადად, სიკვდილით დასჯილი ქვეშევრომების ქონებიდან გროვდებოდა.
ავადმყოფობა თუ უცნაურობა
კადრი ფილმიდან "კალიგულა" (1979)
ჯერ კიდევ არ წყდება კამათი იმასთან დაკავშირებით თუ რითი იყო განპირობებული მისი ამგვარი ქცევები. ზოგიერთი მკვლევარი თვლის რომ იმპერატორის ფსიქიკაში აშლილობა ბავშვობაში გადატანილი ეპილეფსიით იყო გამოწვეული. ამას ანტიკური ხანის ავტორების შენიშვნებიც ადასტურებს იმასთან დაკავშირებით რომ თურმე კალიგულა ღამღამობით ხშირად მთვარეს თავისთან უხმობდა, ეს მნათობი კი მოგეხსენებათ რომ ადრე კრუნჩხვებთან იყო დაკავშირებული. სხვები ენცეფალიტის ნაირსხეობაზეც საუბრობენ. იმპერატორი საკმაოდ ადრეულ ასაკში გარდაიცვალა. ის თეატრთან ხმლებითა და დანებით დაჩეხეს. მას სხეულზე 30-მდე ჭრილობა აღენიშნებოდა. საშინელ განაჩენს ვერც მისი მეუღლე და 11 თვის ქალიშვილი გადაურჩნენ. ასე დასრულდა რომის ისტორიაში ერთ - ერთი ყველაზე გარყვნილი, დაუნდობელი და ფლანგველი ტირანის - გაიუს იულიუს კეისარ გერმანიკუსის სიცოცხლე, რომელმაც თავისი ცხოვრებით მხოლოდ ერთი მარტივი ჭეშმარიტება დაამტკიცა: "ძალაუფლება რყვნის ადამიანს, აბსოლუტური ძალაუფლება — აბსოლუტურად რყვნის".