x
ხაბეიშვილი: გიგა ბოკერიასნაირები არიან ქართულ პოლიტიკაში პრობლემა

image

"ჩემი საქმე ნამდვილად არ არის და არ ვთვლი გიგა ბოკერიასთან პოლემიკას, მითუმეტეს, პოლიტიკურ პარტიას წარმოადგენს, რომელიც არც სახელისუფლებო მიმართულებით, არც ოპოზიციაში ხალხის მხარდაჭერა მას არ აქვს.


მე არ ვთვლი, რომ გიგა ბოკერიას რაღაც ნააზრევებზე უნდა გავაკეთო განცხადება, საერთოდ ვის წარმოადგენს ეს ადამიანი, თუ რამე არასამთავრობო ორგანიზაცია აქვს და იქიდან გვესაუბრება და "ჭკუას გვარიგებს", ეს მისი საქმეა. მე ვთვლი, რომ ჯერ ერთი, დაქსაქსული, დაპირისპირებული, გათითოკაცებული ოპოზიცია ოლიგარქისთვის შესაძლებლობაა და გიგა ბოკერია და მისი პარტია არ უშვებს არასდროს შესაძლებლობას, რომ ტალახი ისროლოს ოპოზიციის ფლანგზე, რუსმა ოლიგარქმა დედა უტირა ქვეყანას და მას მოსცლია ოპოზიციისთვის მუდამ, ამ ბოლო პერიოდში ამ საქმეზეა გიგა ბოკერია და მისი პარტია. ვწუხვარ.


მე ვთვლი, რომ გიგა ბოკერიასნაირები არიან პოლიტიკაში პრობლემა და ყველაფერს უნდა დაერქვას თავისი სახელი, გულწრფელად ვამბობ, გიგა ბოკერიასნაირები არიან ქართულ პოლიტიკაში პრობლემა, ოღონდ არ ვთვლი, რომ მასთან დაპირისპირება ჩემი საქმეა ან მასზე საუბარი საერთოდ, არ მინდა მასზე ლაპარაკი, არ არის ჩემთვის მნიშვნელოვანი", - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა, ლევან ხაბეიშვილმა "ფორმულას" ეთერში განაცხადა.


მას გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, ეთანხმება თუ არა "ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას პოზიციას, რომ პრობლემაა ოპოზიციურ ფლანგში ბუნდოვანება, რაც თუნდაც პარლამენტში ყოფნით გამოიხატება.



ხაბეიშვილის მოსაზრებას "თავისუფლების ინსტიტუტის" დირექტორი სალომე ხვადაგიანი შემდეგი სტატუსით გამოხმაურა სოციალურ ქსელში:


"ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ პარლამენტიდან გამოსვლაზე ამუნათებენ. არ უნდათ რა ეს ტალახი და რიჟა ბაზარი! რუსი ოლიგარქი ჰყავთ ჩამოსაშლელი შიგნიდან. ჯერ აზანზარებენ
კიდევ კვლევები გიკვირთ და ხალხი ბნელიაო. რავიცი, თუ გინდა შენთვის იბრძოლოს ვინმემ, რაღაცას უნდა ასხივებდე ისეთს, რომ აგანთებს და კონფორმიზმს დაგაძლევინებს.
არიქა, პარლამენტში მოგვმართოს ზელენსკიმ, ხიხოს წნევას ვუზომავთ, მოვიგეთ ოღონდ გასაფორმებელია, ერთიანი დელეგაციით მივდივართ ბუჩაში, არგენტინაში და ოგბუნჯუში, წყალია და ნაცარი".

0
23
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0