x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134368
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508451
ჰქონდათ თუ არა რომანი რამზან კადიროვს და თინა კანადელაკს?
image

ცნობილი ტელედივა თინა კანდელაკი და ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი მრავალი წლის განმავლობაში ახლო მეგობრები არიან.


ქართულ-სომხური წარმოშობის ცნობილმა რუსმა ჟურნალისტმა და ჩეჩნეთის ლიდერმა 2011 წელს გაიცნეს ერთმანეთი. მაშინ თინა კანდელაკი ჩავიდა გროზნოში, რათა რამზან კადიროვისთვის ინტერვიუ აეღო ნტვ-ს გადაცემისთვის "არარეალური პოლიტიკა". მაშინ ჩეჩნეთის ხელმძღვანელმა გააკრიტიკა თინათინი მისი აშკარად თამამი ჩაცმულობის გამო.


"თუ ოფისში, ქალი ასე ჩაცმული ივლით, მაშინ ჩვენ, კაცები, სამსახურში ვერ ვიმუშავებთ, - უსაყვედურა თინას მაშინ რამზანმა. - ჩვენ ვერ ვიფიქრებთ სამუშაოზე.."


image

ამის შემდეგ თინათინმა პირობა დადო, რომ საკუთარ გარეგნობაზე იზრუნებდა. ამის შემდეგ, როდესაც ის ჩეჩნეთში ჩადიოდა, მას მხოლოდ მკაცრად სოლიდური კაბები ეცვა Firdaws მოდის სახლისგან, რომელსაც ეკუთვნის ჩეჩნეთის ლიდერის ქალიშვილს აიშატ კადიროვას.

image

კანდელაკს, როგორც უკვე ვთქვით, ძალიან მეგობრული ურთიერთობა აქვს კადიროვთან. ერთ-ერთი ვერსიით, ჩეჩენი ლიდერის ინტერნეტ პიარზე პასუხისმგებელი სწორედ თინაა.


მაგალითად, სწორედ კანდელაკმა გაუხსნა თავისი მეგობარს „ინსტაგრამზე“ გვერდი და მასზე "დასვა" რამდენიმე მილიონი გამომწერით (ამჟამად დაბლოკილია ამერიკელების მიერ).

image

ასევე თინათინი თვალს ადევნებს თავისი ჩეჩენი მეგობრის სპორტულ ფორმას. ერთი ხანობა ერთადაც კი ვარჯიშობდნენ (დისტანციურად), წონაში იკლებდნენ და ერთმანეთს ადარებდნენ შედეგებს.


თინა ხანდახან თავს უფლებას აძლევდა გახუმრებოდა ჩეჩნეთის რესპუბლიკის "მკაცრ" ლიდერს.


image

თინას და რამზანს ბევრი საკმაოდ "თბილი" ერთობლივი ფოტო აქვთ გადაღებული. გარდა ამისა, ჩეჩნეთის ლიდერი ხელს ართმევს მას, რაც ჩეჩენი კაცისთვის ასეთი ჟესტი გარეშე ქალთან დაუშვებელია.


თინამ რამზანს დაბერების საწინააღმდეგო კოსმეტიკაც აჩუქა და ურხრა, რომ მას სურს თავისი მეგობარი მუდამ ახალგაზრდა იხილისოს.


ამ ყველაფრის ფონზე ქსენია სობჩაკმა განაცხადა, რომ კანდელაკსა და კადიროვს რომანი ჰქონდათო.


ჩეჩნეთის ლიდერმა, სავარაუდოდ, ცნობილ ტელესახეს ძვირადღირებული სამკაულები აჩუქაო და მასთან ერთად შვებულებაში გაემგზავრა არაბეთის გაერთიანებულ საემიროებშიო.


image

ასევე სობჩაკის თქმით, თინათინი, სავარაუდოდ, «Матч ТВ»-ის პროდიუსერი სწორედ კადიროვის წყალობით გახდა.


თუმცა, სობჩაკის განცხადების გარდა ამის არანაირი მტკიცებულება არ არსებობს, კანდელაკმა ყველაფერი უარყო, კადიროვმა დუმილი არჩია.


ოფიციალურად, რამზან ახმატოვიჩი ერთგულია მეუღლის მედნი მუსაევნას, რომელმაც 10 შვილი გაუჩინა.თუმცა არაოფიციალურად ვინ იცის?

image

0
324
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
324
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0