x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
როგორ აღმოჩნდნენ ებრაელები ძველ ეგვიპტეში და რატომ იქცნენ მონებად?

image

გამოსვლა არის ალბათ ყველაზე ცნობილი ბიბლიური გადმოცემა, რომელიც მოგვითხრობს ებრაელების გაქცევაზე ეგვიპტელთა ბატონობიდან. ლეგენდარული მოვლენა მრავალ მხატვრულ ფილმსა და ლიტერატურაში აისახა. მაგრამ როგორ აღმოჩნდნენ ებრაელები ეგვიპტეში? რატომ წავიდნენ ისინი იქ?
image

რელიგიური ტექსტების მიხედვით, ებრაული ტომების ნამდვილი სამშობლო იყო ძველი მესოპოტამია. სემიტური ხალხის დამაარსებელი აბრაამი წარმოშობით ქალაქ ურიდან იყო, რომელიც მდებარეობს თანამედროვე ერაყის სამხრეთით. II ათასწლეულში ძვ.წ. პასტორალური მომთაბარეები გადავიდნენ მესოპოტამიიდან ქანაანში - ისრაელის, იორდანიის და ლიბანის ტერიტორიაზე. XVII საუკუნეში ძვ.წ. რეგიონმა განიცადა ძლიერი გვალვა. საკვების ნაკლებობის გამო, მოსახლეობის ნაწილი დასავლეთით გადავიდა ეგვიპტეში. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად ძველი ეგვიპტელები გულთბილად ხვდებოდნენ ჩამოსახლებულებს. მათ გამოეყოთ ეგვიპტის ერთ-ერთი უმდიდრესი სასოფლო-სამეურნეო რეგიონი - გოშენის ტერიტორია ნილოსის დელტას აღმოსავლეთ ნაწილში.
image
ლტოლვილებმა ამ რეგიონში 430 წელი იცხოვრეს და სწორედ აქ მოხდა ებრაელების ეთნიკურ ჯგუფად ჩამოყალიბება. თუმცა, გადასახლებიდან უკვე 100 წლის შემდეგ, ებრაელებსა და ეგვიპტელებს შორის ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაუარესდა.

ფარაონებმა დაიწყეს ებრაელი ხალხის შობადობის შეზღუდვის პოლიტიკის განხორციელება და მათ მძიმე გადასახადები და შრომითი ტვირთი დააკისრეს.

რამ გამოიწვია კონფლიქტი ებრაელებსა და ეგვიპტელებს შორის?


მეცნიერებაში ყველაზე პოპულარული ვერსიის თანახმად, ებრაელების გადასახლება ეგვიპტეში მოხდა იმ დროს, როდესაც მას ჰიქსოსები მართავდნენ. XVIII საუკუნეში ძვ.წ. სემიტებთან დაკავშირებულმა ჰიქსოსებმა დაიპყრეს სამხრეთ ეგვიპტე.

ძველი აღთქმის მიხედვით, იოსებმა, აბრაამის ერთ-ერთმა შთამომავალმა, მოახერხა ჰიქსოსების კარზე მაღალი თანამდებობის მიღება. მას შეეძლო სიზმრების ინტერპრეტაცია და მომავლის წინასწარმეტყველება, რისთვისაც მიიღო ფარაონის ქალიშვილი ცოლად და შესაძლებლობა გადაეყვანა ყველა თავისი ნათესავი ქანაანიდან ეგვიპტეში. ასე მოხდა მომავალი ებრაელების გადასახლება ისრაელის მშრალი ქვეყნიდან ნაყოფიერ გოშენში. XVI საუკუნის შუა ხანებში ძვ.წ. ეგვიპტეში სამოქალაქო ომი დაიწყო და მომთაბარე დინასტია დაემხო. ტახტი დაუბრუნა ფარაონთა ძირეულმა დინასტიამ.

ებრაელებისთვის ეს გადატრიალება საბედისწერო აღმოჩნდა. ეგვიპტელები თავიანთ სახელმწიფოში უცხოელების მოსპობის პოლიტიკას ატარებდნენ. სწორედ ამას უკავშირდება ებრაელების ჩაგვრა. საბოლოოდ ებრაელები აჯანყდნენ, დაარბიეს ეგვიპტე და გადასახლდნენ უკან ჩრდილოეთით. მათი 400-წლიანი არყოფნის დროს ახალმა ხალხებმა და სამეფოებმა მოახერხეს ქანაანში დასახლება. ჩამოსახლებულებს აღთქმული მიწა ბრძოლით უნდა დაებრუნებინათ.

0
471
7-ს მოსწონს
ავტორი:არჩილ ვერულიძე
არჩილ ვერულიძე
471
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0