x
ანდრო ტოროტაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:არანაირი ცეცხლი არსად თავისით არ ინთება
ანდრო ტოროტაძე სოციალურ ქსელში შემდეგ სტატუსს აქვეყნებს:image
არანაირი ცეცხლი არსად თავისით არ ინთება. ცეცხლის "გადმოსვლის" რიტუალი უსაფრთხოების მიზნით იერუსალიმის პოლიციის მოთხოვნით ქალაქის მერიამ რელიგიურ ქურუმებს ცეცხლის ანთება ღამიდან კვირა დღეს, იერუსალიმის დროით 13 საათზე გადმოეტანა. შემდეგ საერთოდ
შაბათს გადმოატანინეს ეს რიტუალი.
ქართული ეკლესია ერთად-ერთია, რომელიც მრევლს ატყუებს და "ცეცხლის ღვთიური ძალით და ნებით დანთებაზე"
ესაუბრება. მსოფლიოში უკვე ყველამ იცის, რომ ცეცხლი კუვოკლიაში წინასწარ მომზადებულ და წინასწარ იქ დადებული ლამპარიდან ინთება. სომეხი, კოპტი, ბერძენი და სხვა აღმოსავლური კონფესიის მღვდელმთავრების მონაწილეობა კი სპექტაკლისთვისაა აუცილებელი. პატრიარქის გაჩხრეკვა, ტაძრის დაბეჭდვა და არაბების ყიჟინა მხოლოდ აჟიოტაზისთვისას საჭირო და მეტი არაფერი. ეს ცეცხლი ისევე წვავს, როგორც ამირანის და პრომეთეს მიერ ღმერთისთვის წართმეული ცეცხლი.
იერუსალიმის საავადმყოფოს დაწვრობის განყოფილება ამ დღეს სწრაფად ივსება ხოლმე გულუბრყვილო მომლოცველებით და გატრუსული ჯიუტი მღვდლებით.
P.s. სამწუხაროდ ამ ბლეფში მსახიობებად სპეციალურად და საგანგებოდ წარსგზავნილი მინისტრები და ელჩები მონაწილეობენ. გაანებეთ თავი სიცრუეში ხალხის ყოფნას. კუდი კუდზე აქვთ მთავრობას და ეკლესიას გადაბმული! და ყოველ ჯერზე ბლეფს და აფიორას ასაღებენ ხალხში. ფანჯრები გამოაღეთ, ნათელი შემოვიდეს, გარეთ ციფრული და კონკურენტული 21 საუკუნეა!
0
58
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0