სხვა როგორები იქნებოდნენ ცნობილი ადამიანები დღეს - სალადინი 2022, 25 აპრილი, 18:39 ალ-ნასირ სალაჰ ალ-დინ იუსუფ იბნ აიუბი, უფრო ცნობილი დასავლური სამყაროსთვის, როგორც სალაჰ ად-დინი ან სალადინი (1137-93) იყო მე-12 საუკუნის ქურთი სულთანი და მეომარი. ის ძირითადად ცნობილია იმით, რომ დაამარცხა ქრისტიან ჯვაროსანთა არმია ჰატინის ბრძოლაში და იერუსალიმი აიღო 1187 წელს. იგი გამორჩეულად ცნობილი იყო ამ პერიოდის განმავლობაში, როგორც საკუთარ მიწებზე, ასევე დასავლურ სამყაროში, უდიდესი მეტოქის, რიჩარდ ლომგულის ყურადღება და პატივისცემაც კი დაიმსახურა. სალადინი დახელოვნებული იყო ომში, პოლიტიკაში და დიპლომატიაში, ის ცნობილი იყო თავისი გულუხვობითა და რაინდული სულისკვეთებით. 151 1-ს მოსწონს
|