ფოტოგრაფია უნიკალური ისტორიული ფოტოები, რომლებიც შეიძლება არ გინახავთ 2022, 26 აპრილი, 9:38 წარსულში ვირტუალურ მოგზაურობაში გეპატიჟებით... ამ ფოტოებზე ჩვენი ისტორიის უმნიშვნელოვანესი მომენტების ერთი ნაწილია წარმოდგენილი და ასევე, ადამიანების გულწრფელი გრძნობებია ასახული, რომელიც შემთხვევით არის დაფიქსირებული — მაგრამ, მიუხედავად ამისა, ძალიან საინტერესო და ცოცხალია... ეს ფოტო ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკშია (გერმანია) გადაღებული: ტყვე თითს ყველაზე სასტიკი მცველისკენ იშვერს და როგორც ჩანს, ეჩხუბება. მას უკვე აღარაფერი აქვს დასაკარგი... გერმანელი ჯარისკაცის წარმოუდგენელი ფოტო, რომელმაც ბრძანება დაარღვია და პატარა ბავშვს, ბერლინის ახლად შექმნილი კედლის მეორე მხარეს გადასვლაში და სახლში დაბრუნებაში დაეხმარა. 1961 წ. აგურის «ფუტლარი» მიქელანჯელოს დავითისთვის. ქანდაკების სივრცე აგურით ამოაშენეს, რომ ბომბებისგან დაეცვათ. რუბი ბრიჯისი, პირველი აფროამერიკელი სამხრეთ შტატებიდან, რომელიც თეთრკანიან ბავშვებთან ერთად სწავლობდა – გოგონა სკოლაში ფედერალური მარშლების დაცვის თანხლებით მიდის. 1960 წ. ელისაბედ II – დედოფალი, მეორე მსოფლიო ომის დროს, მძღოლად და ავტომექანიკოსად მუშაობდა მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ, ამერიკელი მეომრები სამშობლოში ბრუნდებიან, 1945 წ. ფრანგი ქალი ასე შეხვდა ამერიკელ ჯარისკაცს, საფრანგეთის გათავისუფლებიდან, 2 დღის შემდეგ, 1944 წ. ყველაზე მაღალი გერმანელი ჯარისკაცი, იაკობ ნაკენი (სიმაღლე 221 სმ), კანადელ კაპრალს რობი რობერტსონს ესაუბრება, რომელსაც ტყვედ აბარდა, საფრანგეთი, 1944 წ. ზეიმი ტაიმზ-სკვერზე – ხალხი გერმანიის კაპიტულაციას აღნიშნავს გერმანელი ჯარისკაცი სახლში დაბრუნდა და ოჯახის დაღუპვის შესახებ შეიტყო. ხოლო სახლი, დანგრეული დახვდა. ფრანკფურტი, 1946 წ. 2125 5-ს მოსწონს
|