x
image
თუთიკო ბერძენა
უკრაინა გახდება ყველაზე ძლიერი ქვეყანა ევროპაში, ხოლო ქართველმა უნდა...
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშუნდელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ომის შემდგომ უკრაინაზე და მის როლზე სამყაროში.

image

მისი თქმით, უკრაინა გახდება ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვეყანა, რადგან მას არჩევანი არ აქვს.

მხოლოდ ერთი შესწორებით - უკრაინა გახდება ყველაზე ძლიერი ქვეყანა ევროპაში.


ამერიკის შეერთებული შტატები იქნება პასუხისმგებელი ახალ სამყაროში უსაფრთხოებაზე, ხოლო ევროპის უსაფრთხოება უკრაინის ფოლადის ფრთის ქვეშ იქნება.
უკრაინა ფენიქსივით აღდგება ფერფლისგან - მასზე ძლიერი, ვიდრე აქამდე იყო..

ზელენსკი წავა, რადგან ის მხოლოდ არჩეული ჩინოვნიკია. არესტოვიჩი უკვე დაასრულებს მემუარების მეექვსე წიგნს, ამ ომის ვეტერანები გავლენ პენსიაზე, დაიბადება და გაიზრდება პირველი ომისშემდგომი თაობა, რომელიც იცხოვრებს ბედნიერ ბავშვობაში, რომელსაც არ ეცოდინება რა არის ნესტიან სარდაფში ჯდომა საკვების და წყლის გარეშე,


მაგრამ უკრაინას ყოველთვის ემახსოვრება ეს ომი.

უკრაინის გამოცდილებიდან რა უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ, ქართველებმა?

დავიმახსოვროთ, რომ თუ ვინმე გვპირდება მოსვლას და მოკვლას, უნდა დავუჯეროთ მას.

დავიმახსოვროთ, რომ თუ ვინმე ძმას გვიწოდებს, ჯერ უნდა დავრწმუნდეთ, რომ მას ზურგს უკან დანა არ აქვს.

დავიმახსოვროთ, რომ ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარ თავზე შეგიძლია დაეყრდნო - უკრაინის გადარჩენა მხოლოდ უკრაინელებს შეუძლიათ.

დავიმახსოვროთ, ვინ მივიდა იარაღით სხვის მიწაზე, საიდან მივიდა, რა უნდოდა და რა გააკეთა.

და უნდა გადავცეთ ეს მეხსიერება და გამოცდილება უკრაინის თაობიდან თაობას.

და აქ არ არის ადგილი კეთილშობილებისა და სენტიმენტალობისთვის. საბოლოო ჯამში, ეს მხოლოდ გადარჩენის საკითხია.

ვარლამ შალამოვი:„ჩემი ასაკის, ჩემი პირადი არსებობის, მთელი ჩემი ცხოვრების პრინციპი, ჩემი პირადი გამოცდილებიდან მიღებული დასკვნა, ამ გამოცდილებით ნასწავლი წესი შეიძლება რამდენიმე სიტყვით გამოვხატო: პირველ რიგში, თქვენ უნდა დაუბრუნოთ ალიყური მას ვინც სახესი გაგაწნათ და მხოლოდ მეორე რიგში- მოწყალება. გაიხსენე ბოროტება სიკეთის კეთების წინ. დაიმახსოვრე ყველაფერი კარგი ასი წელი და ყველაფერი ცუდი - ორასი წელი. ეს არის ის, რაც განმასხვავებს მე მეცხრამეტე და მეოცე საუკუნეების რუსი ჰუმანისტებისგან"

1
482
შეფასება არ არის
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
482
  
14 იანვარი, 19:08
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1