x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512068
მნიშვნელოვანი ისტორიული ფოტოები, რომლებმაც შეიძლება შეცვალონ თქვენი ხედვის პერსპექტივა
image

2000-იანი წლების შუა პერიოდში ისტორიკოსმა ანა პეგლერ-გორდონმა თქვა, რომ ვიზუალური მედია ხშირად უფრო თვალსაჩინოა მისი სტუდენტებისთვის, ვიდრე წერილობითი ჩანაწერი. ისინი აცხადებდნენ, რომ სურათები წარსულს უფრო ხელმისაწვდომს ხდის, რაც კონკრეტულ ფორმას აძლევს სამყაროს, რომელიც ზოგჯერ არამატერიალური ჩანს. რომ აღარაფერი ვთქვათ გამოსახულების უშუალობაზე, რომელიც ხშირად უფრო სწრაფად გადმოსცემს ინფორმაციას, ვიდრე პირველადი დოკუმენტი, რომელიც დაწერილია უცნობ, ან თუნდაც ნაცნობ ენაზე.

დღესდღეობით არაერთი ისტორიკოსი და ისტორიკოსთა ჯგუფი იკვლევს ისტორიას, სწორედ ძველ სურათებზე დაყრდნობით.....


პოლიციელი აჩერებს მოძრაობას ნიუ იორკში, რათა დედა კატამ, რომელსაც პირში კნუტი უჭირავს, უსაფრთხოდ გადაკვეთოს გზა.1925წ

გახსოვთ სამშენებლო მუშების ფოტო, რომლებიც სადილობენ დაუმთავრებელ Empire State Building-ზე? აი, ფოტოგრაფი ჩარლზ ებტსი, რომელმაც ის ცნობილი იკონური ფოტო გადაიღო. 20.9.1932 წ

სარკინიგზო ხაზით მოსარგებლე მგზავრები ატარებენ თეთრ დამცავ პირბადეებს, ერთი დამატებითი გზავნილით „ატარეთ ნიღაბი ან წადით ციხეში“, კალიფორნია 1918 წლის გრიპის პანდემიის პერიოდი.

Stoney First Nationის წევრი, გიდი სამსონ ბივერი მეუღლესთან ლეასთან და მათ ქალიშვილთან ფრენსის ლუიზთან ერთად, 1907 წელი. ფოტო გადაღებულია მერი შაფერის მიერ

მოგადიშო, 1993. იტალიელი ჯარისკაცი ადგილობრივ ობლებს საჭმელს აჭმევს

ატელიეს ფოტო: "ლესბოსელი წყვილი სანახევრო საქორწილო სამოსში"; უნგრეთის სამეფო - ბუდაპეშტი, 1920 წ

მამაკაცი, რომელიც ეძებს სამუშაოს ზურგზე დამაგრებული საკუთარი CV-ით, ინგლისი - 1930-იანი წლები

ირანის სანაპირო, ისლამურ რევოლუციამდე რამდენიმე თვით ადრე, 1979 წელი

1972: 3 ქალი ქაბულის ქუჩებში, ავღანეთი

კაცი ათვალიერებს წიგნებს ცინცინატის ძველ საჯარო ბიბლიოთეკაში. შენობა დაანგრიეს 1955 წელს. დღეს საოფისე შენობა და პარკინგი დგას იქ, სადაც ადრე ეს ბიბლიოთეკა იყო

დასავლეთ გერმანიის სკოლის მოსწავლეები ჩერდებიან ორ აღმოსავლეთ გერმანიის მესაზღვრეებთან სასაუბროდ, ბერლინის კედელთან, 1989 წლის ნოემბერი აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნიზმის დაშლის დრო (ფოტო: სტივენ ჯეფი)

კაცი იცავს თავის ოჯახს კანიბალებისგან 1877 წლის მადრასის შიმშილის დროს, ბრიტანეთის რაჯის დროს, ინდოეთი

საშუალო სკოლის მასწავლებელი ჯონ თი სკოუზის სასამართლოშიწარდგენა, დეიტონში, ტენესის შტატი. შტატის კანონით აკრძალული ევოლუციის თეორიის სწავლებისთვის. 1925 წლის 10 ივლისი

დევიდ ატენბორო ართობს პრინც ჩარლზს და პრინცესა ანას კაკადუთი. 1958 წ

მარტინ ლუთერ კინგი უმცროსი 1960 წელს საკუთარი ეზოდან დამწვარი ჯვრის ამოღებას ცდილობს

ახალგაზრდა შემდუღებელი ქალი, გადაღებული ბერნარდ ჰოფმანის მიერ კონექტიკუტში, დაახლოებით 1943 წელს.

ქალი ჭრის თავის დაბადების დღის ტორტს ირანში 1973 წელს, ისლამურ რევოლუციამდე 5 წლით ადრე

იმპროვიზირებული საავადმყოფო ვიეტნამის ომში, 1970 წელი

მოხუცი ქალი ტოვებს სახლს მხოლოდ ქმრის პორტრეტით და ფარდაგებით. რუსმა ჯარისკაცებმა მას მხოლოდ 5 წუთი მისცეს ჩანთების ჩალაგებისთვის და წასასვლელად, სანამ გაანადგურებდნენ მის სახლს და ყველაფერს, რაც მასში იყო. ამ დროისათვის მისი ვაჟები და ქმარი უკვე გარდაცვლილები იყვნენ. მან ყველაფერი დაკარგა. 1995 წლის მაისი, გროზნო

მაქს შრეკი ისვენებს ნოსფერატუს გადაღებებისას, კულისებში, 1922 წ

წყალქვეშა მყვინთავის სურათი 1899 წელს. ბევრი ფიქრობს, რომ ეს უნდა იყოს წყალქვეშ გადაღებული პირველი ფოტო

ჯონ კენედის კარდაკარ კამპანია, დასავლეთ ვირჯინიაში (1960)

ჩინელი პარტიზანული მებრძოლი ჩენგ ბენხუა 成本華 იაპონელების მიერ სიკვდილით დასჯამდე. გაღიმებული მომენტი, ის 24 წლის იყო. (1938 წლის ბოლოს)

სტუდენტები ცეკვავენ ტიანანმენის მოედანზე ჩინელი სამხედროების მოსვლამდე, 1989 წლის 4 ივნისი

მონღოლეთის დედოფალი, გენეპილი, მონღოლეთში. ბოლო დედოფალი. დაქორწინდა, ბოგდ ხანზე, მის გარდაცვალებამდე 1924 წლის 17 აპრილს, როდესაც მონარქია გაუქმდა. იგი მოკლეს სტალინური წმენდების დროს 1938 წლის მაისში. ფოტო დათარიღებული 1923 წლის 1 იანვრით

დევიდ ბოუი როჩესტერში მარიხუანას შენახვისთვის დაპატიმრების შემდეგ, 1976 წ.

კუბრიკი იღებს ფოტოს ქალიშვილ ვივიანთან ერთად, The Shining-ის გადასაღებ მოედანზე. ნიკოლსონს ეგონა, რომ თავად იყო ფოტოს ობიექტი. 1980 წ

ბელგრადის ზოოპარკის დირექტორი ცდილობს დაარწმუნოს შიმპანზე სახელად სამი სახლში დაბრუნების თაობაზე, მას შემდეგ რაც ის გაიქცა 1988 წ.

ჩვილები დატოვეს გარეთ დასაძინებლად, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად, მოსკოვი 1958 წ

ქვანახშირის მაღაროელი, რომელიც ელოდება საერთო საშხაპეში შესვლას, თავისი ცვლის ბოლოს, ფოტო გადაღებული გელზენკირხენში, გერმანია, 1958 წელი. ფოტოგრაფი მაქს შელერი

Nirvana მათი ალბომისთვის Nevermind, ფოტო გადაღების დროს, 1991 წ

1
926
2-ს მოსწონს
ავტორი:მადამ ფისუნია
მადამ ფისუნია
926
  
2022, 29 აპრილი, 22:25
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1