რელიგია "საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება" - ილია ჭიღლაძე 2022, 23 აპრილი, 14:27 "არავითარი ცეცხლი ზეციდან არ გადმოდის ყოველწლიურად დიდ შაბათს იერუსალიმში, ქრისტეს ყოფილ საფლავზე თავად იერუსალიმის პატრიარქი ანთებს სანთელს და აკურთხებს ცეცხლს, რაც განასახიერებს ქრისტეს ღვთაებრივ ნათელს და სიბნელეზე გამარჯვებას. ეს დაადასტურეს იერუსალიმის სინოდის წევრებმა, მათ შორის მიტროპოლიტმა კორნელიმ, რომელმაც პატრიარქ დიოდოროსის გარდაცვალების გამო მოსაყდრედ არჩეულმა თავად გამოიტანა წმინდა ცეცხლი პატრიარქის ნაცვლად 2001 წელს.
არცერთი დიდი წმინდა მამა და მასწავლებელი ეკლესიისა, მთელი ოცი საუკუნის მანძილზე არ საუბრობს ამ ფსევდო სასწაულზე. არცერთი საეკლესიო წმინდა წიგნი ამ ფაქტს არ ადასტურებს. კომენტარებში დავდებ სათანადო წყაროებს! საქართველოს საპატრიარქომ უნდა შეწყვიტოს ხალხის გამოთაყვანება და მოტყუება."-წერს სოცილაურ ქსელში დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
წმინდა ცეცხლის გარდამოსვლა მითი თუ სინამდვილე?ამ დღეებში ინტერნეტით გავრცელდა ვიდეო სათაურით "ცეცხლის გარდმოსვლა სიცრუეა", სადაც ბერძნულ ტელეარხზე ნაჩვენებია თუ როგორ ხდება ქიმიური რეაქციის შედეგად სანთლების თვითაალება.ამ ვიდეომ მრევლში დიდი აღშფოთება გამოიწვია. ამ ფაქტიდან გამომდინარე მოდით კიდევ ერთხელ გადავავლოთ წმინდა ცეცხლის წარმოშობის ისტორიას.წინამდებარე სტატიაში მოყვანილია მხოლოდ ფაქტები და სხვა არაფერი:ისტორიული ცნობები, ჩანაწერები და თვითმხილველთა მონათხრობები. სიმბოლური მნიშვნელობა ცეცხლის გარდამოსვლა(ბერძნები და სომხები მას "წმინდა ნათელს" უწოდებენ), უდიდესი საიდუმლო ყოველწლიურად დიდ შაბათს მაცხოვრის საფლავზე აღესრულება. იერუსალიმის ბერძენი მართლმადიდებელი პატრიარქი, რომელსაც უკან სომეხი მთავარეპისკოპოსი მოყვება, სხვა მღვდელმსახურებთან ერთად საზეიმო მსვლელობით, ლიტანიით, საგალობელთა გალობით სამჯერ გარს უვლის კუვუკლიას, მაცხოვრის საფლავის მცირე ეკლესიას. შემდეგ საფლავში შეაბრძანებენ ვერცხლის ლუსკუმაში მოთავსებულ განსაკუთრებულ საგანს და კარს ცვილით დალუქავენ. მსვლელობის დასრულების შემდეგ, იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი წარმოთქვამს განსაზღვრულ ლოცვას და 33(ქრისტეს ასაკი) ან 12(მოწაფეთა რაოდენობა) სანთლით ხელში შებრძანდება საფლავში, სადაც წარმოთქვამს საგანგებო ლოცვებს. მას სომეხი მთავარეპისკოპოსიც შეჰყვება, თუმცა იგი იმ ადგილას რჩება, სადაც აღდგომის შემდეგ ანგელოზი იჯდა და ახარა მენელსაცხებლე დედებს უფლის ღდგომა (ეს ადგილიგამოყოფილია, უშუალოდ, მაცხოვრის საფლავისაგან). მრევლი კი გალობს "კირიელეისონს" (ბერძ. უფალო შეგვიწყალენ), ვიდრე ცეცხლი გამობრძანდება საფლავიდან.ესაა რიტუალი განასახიერებს იესო ქრისტეს ვნებებს, დაკრძალვას და აღდგომას. წმინდა ნათელი ქრისტეს აღდგომის სიმბოლოა.(განაგარძეთ კითხვა) 406 3-ს მოსწონს
|