x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134544
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508599
ხანძრის დროს დედამ და სამმა ზრდასრულმა ადამიანმა თავს უშველა, 4 ბავშვი კი საშინელი წამებით დაიღუპა

image

ინდიანას შტატში მობილურ სახლში ხანძრის შედეგად დაღუპული ოთხი მცირეწლოვანი ბავშვის დედა შვილების გარეშე გაიქცა ხანძარწაკიდებული სახლიდან, შემდეგ კი იქ მცხოვრებ სხვა მეზობელს ჰკითხა, იყვნენ თუ არა ბავშვები მასთან.


30 წლის ჯესიკა მანს ფორტ უეინს საკუთარ საძინებელში ეძინა, როდესაც ხანძარი გაჩნდა ხუთშაბათს დილით. მან კონდიციონერი განგრია და ისე გამოძვრა სახლიდან.მობილურ სახლში იმყოფებოდა კიდევ სამი ადამიანი 18 წლის ტრევის გარისონი, მისი და ოდრი კისტლერი 24 წლის და გოგონას ბოიფრენდი სემულე ბარნეტი 17 წლის.ყველამ მოახერხა სახლიდან გამოსვლა ბავშვების გარდა.


imageფოტოზე: ბავშვების დედა





ჯესიკას ოთხ შვილს, 2, 3, 5 და 10 წლის, ეძინა წინა საძინებელში და დაღუპვის წინ საშინელი ყვიროდნენ, ამბობს 18 წლის ტრევის გარისონი, რომელსაც ესმოდა მათი მტანჯველი ბოლო მომენტები.



”მე მივრბინე შესასვლელ კართან, რათა ძალით შემენგრია, მაგრამ ის არ გაიხსნა”, - თავს იმართლებს გარისონი.


„მთელი ეს დრო მესმოდა ბავშვების ყვირილი, მაგრამ ვერაფრით ვშველოდი.


„ყველანაირად ვცდილობდით ბავშვების გამოყვანას. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო“.


imageფოტოზე: ტრევის გარისონი


კიდევ რამდენიმე მეზობელმა Fox 55-თან ისაუბრა, თუ როგორ შეძლო მშობელმა და სხვა ზრდასარულმა ადამიინებმა ბავშვების გარეშე გაქცევა, მაგრამ მეზობელი გარისონი ამტკიცებდა, რომ ყველაფერი გაკეთეს მათ გადასარჩენად.


”ჩვენ ყველანი ვცდილობდით იქ დაბრუნებას”, - თქვა ჰარისონმა.


„სახლში ვერ შევედით. ცეცხლი ძალიან მაღალი იყო. კვამლი ძალიან სქელი იყო.


სახლში ვერ დავბრუნდით.''



image

911-ზე მეზობლებმა დარეკეს, ზოგი მაშველებს ეხმარებოდა.


შელბი რაიტმა, რომელიც ქუჩის მოპირდაპირედ ცხოვრობს, თქვა, რომ აფეთქების გაგონების შემდეგ გარეთ გავიდა.


"ძალიან ბევრი კვამლი იყო", - თქვა რაიტმა. „ვერც კი ვსუნთქავდი, ვერც ვერაფერს ვხედავდი“.


მან დასძინა, რომ მეორე აფეთქებამ ვითარება დაამძიმა.


„მე გავიგონე, როგორ ითხოვდნენ ბავშვები დახმარებას და გავიგონე ძაღლის წკმუტუნი“, - თქვა რაიტმა და დასძინა, რომ ბავშვების გათავისუფლებსი მცდელობაში ხელები გადაიჭრა.


„იქ შევვარდი და დავიწყე ფანჯრების ჩამტვრევა, რათა დავხმარებოდი მათ გამოსვლაში, ''-თუმცა უშედეგოდ.


0
235
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
235
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0