საქართველო
"ეს არ იყო რომ გამოდიოდა და @ლეობებს კითხულობდა? ესაა ოპოზიცია დღეს? საღოლ"- ვისზე საუბრობს თეა თუთბერიძე
2022, 22 აპრილი, 19:24
"კმარას" ყოფილი ლიდერი თეა თუთბერიძე სოციალურ ქსელში ქართული ოპოზიციის ლიდერების, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციასთან შეხვედრის ფოტოს აზიარებს და გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის წევრ, ნათია მეზვრიშვილის შესახებ წერს:
"მე უკაცრავად კი ვარ მაგრამ აი ეს ხოშტარიას გვერდით რომ დგას (გვარს ვერ ვიხსენებ) ქოცების პროკურატურის წარმომადგენელი არ იყო რომ გამოდიოდახოლმე და @ლეობებს კითხულობდა ე.წ. ბრალდებების შესახებ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე?? ესაა ოპოზიცია დღეს??? ბევრისთვის მიგიღწევიათ! საღოლ"- ვკითხულობთ თეა თუთბერიძის პოსტში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში ვიზიტით მყოფმა ამერიკის კონგრესის დელეგაციის წევრებმა დღეს, 22 აპრილს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
სასტუმრო "თბილისი მარიოტში" გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ, "ევროპული საქართველოს" ლიდერმა გიგა ბოკერიამ, პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, "საქართველოსთვის" წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა, პარტია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ და პარტია "ლელოს" წევრმა სალომე სამადაშვილმა.
სენატორ კრის კუნსის განცხადებით, აშშ მტკიცედ უჭერს მხარს დემოკრატიის განვითარებას და ამისთვის საქართველოს მუდმივად ეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების მიმართულებით.