x
ელისაშვილი: "მე რომ მკითხოთ, უკრაინასაც ცოტა მეტი მოუვიდა ჩვენთან მიმართებით, უნდა გავუგოთ"
image

"პოლიტიკოსებთან ურთიერთობა ნამდვილად არ მქონია. ჯარისკაცებს ან უბრალო მოქალაქეებს ვეკონტაქტებოდი და ისინი გულდაწყვეტილი იყვნენ საქართველოს პოზიციით. მე რომ მკითხოს კაცმა, უკრაინასაც ცოტა მეტი მოუვიდა ჩვენთან მიმართებით, მაგრამ უკრაინელების უნდა გავიგოთ, ისინი არ იმყოფებიან ჩვეულებრივ ვითარებაში, ისინი არიან ომში ჩაბმული და მათთვის პატარა რაღაცაც ძალიან მტკივნეულია, მით უმეტეს ისეთი ქვეყნისგან, რომლისგანაც ყველაზე დიდი მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.


ამიტომ, შეიქმნა ძალიან ცუდი ფონი და ძალიან კარგი იყო, რომ საერთო ჯამში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია ჩავიდა და თან ჩავიდა თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფით დაკომპლექტებული, ჩამოვიდა პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით და არა, ვთქვათ, ცალკე ოპოზიციური დელეგაცია ან ცალკე რამდენიმე დეპუტატი. ეს იყო ძალიან კარგი, რადგან მასპინძელი იყო რადას თავმჯდომარე, მე არ ვიყავი დელეგაციის წევრი, უბრალოდ კიევში ველოდებოდი მათ და შემდეგ შევხვდი, როცა ბუჩადან და ირპენიდან დაბრუნდნენ, მაგრამ ეს იყო ძალიან კარგი. პირადი კონტაქტი, პირადი კომუნიკაცია, მით უფრო, ბრძოლაში და ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო.


ეს იყო საკმაოდ გამბედავი ვიზიტი საქართველოს პარლამენტის მხრიდან და ამან, რა თქმა უნდა, გააჯანსაღა ვითარება. იქ კარგი განცხადებები გაკეთდა ორივე მხრიდან და ერთგვარი შემოტრიალებაა, ასე უნდა გაგრძელდეს", - ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს.


წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

1
102
1-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი ვარამაშვილი
გიორგი ვარამაშვილი
102
  
2022, 22 აპრილი, 21:11
უკრაინაში ხარკოვში ტაკოპეიას ქუჩაზე დავიბადე და გავიზარდე, არ არებობს არა თუ ჩვენი ბინა კორპუსიც კი განადგურებულია.
უკრაინა ჩემთვის ისეთივე სამშობლოა, როგორც საქართველო, მაგრამ მართლა ნამეტანო მოუვიდათ.
44 მილიონი არიან, მობილიზაცია გამოაცხადე მამაცხონებულო და 10%-ი რომ გამოიყვანო მებრძოლად კოლოსალურ რიცხვს მიიღებენ, ჩვენ 4 მილიონამდე ვართ სულ და ამდენი მსხვერპლი გავიღეთ, მამაჩემი უკრაინის და საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცერი მარიუპოლში იბრძვის საზღვაო ქვეითების რიგებში.
დილით მოახერხა და შემეხმიანა, ლამის ყირაზე გადავედი სიხარულით, თავადაც ოფიცერი ვარ ერაყის, ავღანეთის მისიების მონაწილე და 2008 წლის ომის მონაწილე. ძალიან თანავუგრძნობ უკრაინას, მაგრამ როცა ამხელა ერია მოხალისეებზე არ უნდა ჰქონდეს აქცენტი.
ალეკო ან რას გარბოდი საომრად თუ ასე მალე მობრუნდებოდი??!
0 1 1