x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა - 7 საინტერესო ფაქტი სიკვდილის შესახებ

ელიზაბეთ ტეილორმა საკუთარ დაკრძალვაზე დაიგვიანა
image


მან წინასწარ შეადგინა თავისი დაკრძალვის ინსტრუქცია და საკუთარ აგენტს გადასცა. ტეილორის დაკრძალვა, გამოცხადებულზე, 15 წუთით გვიან დაიწყო. ამასთან, გამოაცხადეს, რომ მსახიობმა «საკუთარ დაკრძალვაზეც კი, დაგვიანებით "მისვლა" ისურვა».



image15-დან – 49 წლამდე ასაკის ადამიანებში, სიკვდილის მთავარი მიზეზი — ავადმყოფობა ან უბედური შემთხვევა, ალკოჰოლს უკავშირდება
ამ მიზეზით, ყოველწლიურად, 3 მლნ–მდე ადამიანი იღუპება, რაც თვითმკვლელთა რაოდენობას 7–ჯერ აღემატება.




ელვის პრესლის გარდაცვალების შემდეგ, ექიმებმა მის სისხლში 16 სახის ნარკოტიკული ნივთიერების და წამლის კვალი აღმოაჩინესimage


გარდაცვლილი ვარსკვლავის სისხლში ისეთი ნივთიერებები იყო აღმოჩენილი, როგორებიცაა: მორფინი, დემეროლი, ქლორფენირამინი, პლაციდილი, ვალიუმი, კოდეინი, ეტინამატი, დაუდგენელი ბარბიტურატი, დიაზეპამი, ამიტალი, ნემბუტალი, კარბრიტალი, სინუტაბი, ელავილი, ავენალი და ვალმიდი. ყველა ამ ნივღიერებას ნარკოტიკული ეფექტი ჰქონდა და არ იყო გამოწერილი ექიმის მიერ.



ინგლისის სამეფო ოჯახის წევრებს, ნებისმიერ მოგზაურობაში, თან სამგლოვიარო სამოსი მიაქვთ
ამ ჩვეულებას საფუძველი ტრაგიკულ ვითარებაში ჩაეყარა: როდესაც ჯორჯ VI, ელისაბედ II მამა, 1952 წელს გარდაიცვალა, დედოფალი საზღვარგარეთ იყო და თან სამგლოვიარო კაბა არ ჰქონდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ვიდრე დამწუხრებული, თანამოქალაქეების წინაშე გამოჩნდებოდა, სამგლოვიარო სამოსს მოუტანდე, თვითმფრინავში მოუწია დაცდა.



უძილობა უფრო სწრაფად კლავს, ვიდრე შიმშილიimage


საკვების გარეშე სიცოცხლე, საკმაოდ დიდი ხნს შეგვიძლია – წყლის სმის შემთხვევაში, რამდენიმე თვე. რაც შეეხება ძილს, 80-იან წლებში, ვირთხებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, გაირკვა, რომ საწყალმა ცხოველებმა, რომლებსაც დაძინების უფლებას არ აძლევდნენ, მხოლოდ 32 დღე იცოცხლეს.

imageჩვენ რაც შეგვეხება, დამტკიცებულია, რომ ძილის გარეშე, ჯანმრთელ ადამიანს, გაძლება 7–8 დღე შეუძლია.



ჟურნალი HIV (შიდსის ვირუსი)–დისიდენტი მას შემდეგ დაიხურა, რაც მისი რედაქტორები შიდსით დაიღუპნენ
1992 წლიდან ''შიდსის ვირუსი დისიდენტები'' ჟურნალ Continuum-ს გამოსცემდნენ, რომელშიც იმის დამტკიცებას ცდილობდნენ, რომ შიდსი სინამდვილეში არ არსებობდა და ეს მხოლოდ შეთქმულება იყო. ჟურნალმა გამოსვლა 2001 წელს შეწყვიტა, როდესაც მისი ორივე მთავარი რედაქტორი, სწორედ ამ დაავადებამ იმსხვერპლა.



მას ისე ეშინოდა კუბოში გაღვიძების, რომ ფანჯრიანი საფლავი შეუკვეთა...image


ეს უჩვეულო საფლავი ამერიკელ ტიმოთი კლარკ სმიტს ეკუთვნის, რომელიც XIX საუკუნეში, ნიუ-ჰეივენში ცხოვრობდა. სიცოცხლეში, მას იშვიათი ფსიქოლოგიური ფობია – taphephobia ჰქონდა, რომლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანს ირაციონალური მიზეზების გამო, ცოცხლად დამარხვის შიში უჩნდება. ამიტომ, სმიტმა თადარიგი წინასწარ დაიჭირა და თავისთვის ფანჯრიანი საფლავი შეუკვეთა.


imageimage


image

არხის სხვა სიახლეები:


* "ამ ქვეყანას ისეთი რამ ელის..." – იტალიელმა ნათელმხილველმა რუსეთის მომავალი იწინასწარმეტყველა

* ლეონარდო და ვინჩის საიდუმლო - ღმერთის სახე

* 5 რამ, რაც შუა საუკუნეებში ადამიანის სტატუსს განსაზღვრავდა

* 15 უნიკალური არტეფაქტი წარსულიდან

* 3 ფაქტი ძველი ეგვიპტის შესახებ, რომლებზეც ნაკლებად საუბრობენ

* მწვადი ჩერჩილისთვის

* 15 საინტერესო და უნიკალური ისტორიული ფოტო

0
694
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
694
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0