სხვა სხვადასხვა ხალხის უცნაური და უჩვეულო სე@სუალური ტრადიციები 2022, 19 აპრილი, 18:22 ყველამ იცის რა არის სექსი, თუმცა ნორმალურ სექსზე ყველას საკუთარი წარმოდგენა აქვს, თუ ვინმეს სექსუალური პრეფერენციები საზოგადოებრივი ზნეობის ნორმებს ეწინააღმდეგება, ის შეიძლება გარიყულადაც კი იქცეს. თითოეული ერის მორალიც ასევე ინდივიდუალურია. ის, რაც შეიძლება ჩვენ სექსუალურ გარყვნილებად მოგვეჩვენოს, სხვებისთვის შეიძლება ნორმაც კი იყოს.
1. ჩრდილოეთ კამჩატკადღემდე, ჩრდილოეთ კამჩატკის ღრმა სოფლებში სახლის მეპატრონის ცოლთან სტუმრის კოპულაციის მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია არსებობს. სხვათა შორის, სტუმრის თანხმობის მისაღებად ქალი თითქმის ყველაფრისთვის მზად არის, რადგან ეს იქ დიდ პატივად ითვლება, ხოლო თუ აქტის შემდეგ ქალი დაორსულდება კიდეც, მაშინ მის ოჯახს და მთელ მის სოფელს წარმატება და ბედნიერება არ მოაკლდება.2. ტიბეტიიმისთვის რომ ტიბეტელი გოგონა გათხოვდეს, მას ანგარიშზე მინიმუმ ათი სექსუალური პარტნიორი მაინც უნდა ჰყავდეს.3. ნეპალინეპალში პოლიანდრია ნორმად ითვლება. თითქმის ყველა პოლიანდროული საზოგადოება აკეთებს იმას, რასაც ანთროპოლოგები ძმურ პოლიანდრიას უწოდებენ (იგულისხმება ძმების ჯგუფის მიერ ერთი ცოლის "ძმურად" გაზიარება). ეს ტრადიცია ძირითადად, ჰიმალაებშია გავრცელებული, სადაც ნაყოფიერი მიწა ძალიან ცოტაა, ხოლო კიდევ ერთი ვაჟის გაჩენა ავტომატურად მიწის გაყოფას ნიშნავს. ადგილის დაზოგვის მიზნით კი ნეპალელები როგორც წესი, საერთო საცხოვრებლის შექმნას საზიარო მეუღლესთან ამჯობინებენ.
4. შუამდინარეთიძველი ბაბილონის ყველა მცხოვრებს სიყვარულის ქალღმერთ იშთარისთვის მსხვერპლი უნდა შეეწირა. რიტუალის შესასრულებლად ქალი ქალღმერთის საკურთხეველში შედიოდა, თვალსაჩინო ადგილას ჯდებოდა და ელოდა როდის აირჩევდა მას უცნობი მამაკაცი. კლიენტი რჩეულს მონეტას აძლევდა, რის შემდეგაც ისინი რომელიმე განცალკევებულ კუთხეში გადიოდნენ, სადაც სქესობრივ კავშირს ამყარებდნენ.5. კონგო, ზაირიაფრიკის ამ ქვეყნებში გოგონები თავიანთ უბიწოებას ქორწინებამდე წმინდად იცავდნენ. ქორწინებამდე პატარძლისთვის ქალწულობის დაკარგვის პატივი - ტომის წინამძღოლს ერგებოდა, რომელიც თუ ამ "საპასუხიმსგებლო" ამოცანას თავს ვერ ართმევდა, ძალაუფლებას კარგავდა. ტომი კი უფრო პასუხისმგებლიან და ტემპერამენტიან ახალ ლიდერს ირჩევდა.6. ოკეანეთიოკეანეთის ზოგიერთი ხალხის ტრადიციის მიხედვით, გოგონა ასევე ვალდებულია ქალწულობა ქორწინებამდე შეინარჩუნოს. აქ ქალწულობის დაკარგვის რიტუალს საქმროს მეგობრები ჯერ ქვის დანით, შემდეგ კი - უფრო ბუნებრივი და ჩვეული მეთოდით ასრულებენ. საერთო ჯამში, ცერემონია სულ სამ დღეს გრძელდება, რის შემდეგაც ძალაგამოცლილი გოგონა კანონიერ მეუღლეს გადაეცემა.7. ეგვიპტედღემდე, ეგვიპტეში და ზოგიერთ სხვა ისლამურ ქვეყანაში, საზეიმო საჯარო დეფლორაციის ჩვეულებაა შენარჩუნებული. ტრადიციის თანახმად, საქორწინო რიტუალის დროს ქმარმა მომავალი ცოლის საქალწულე აპკი თეთრ ქსოვილში შეხვეული საჩვენებელი თითის საშუალებით უნდა დაარღვიოს. წითელი ფერი, რომლითაც ნაჭერი იღებება პატარძლის სიწმინდეზე მიუთითებს. ამ მომენტიდან ქალი ვალდებულია ფარანჯა ატაროს და სახეც მხოლოდ ქმარს უჩვენოს.8. იაპონიაიაპონიაში მამაკაცის სასქესო ორგანოს კულტი ჯერ კიდევ არსებობს. ასე რომ, ნაყოფიერებისადმი მიძღვნილ კანამარა მაცურის დღესასწაულზე, ქუჩებში პაპიე-მაშესგან დამზადებული გიგანტური ფალოსების ტარება სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა. იქვე იყიდება ფალოსის ფორმის ფიგურები, სამკაულები, სათამაშოები, ლოლიპოპები და სხვა ნივთები. ფესტივალზე იაპონელი კაცები თავს ლამაზ კაბებსა და ნიღბებში იწონებენ. დღესასწაულის დროს სექსუალური კონტაქტები როგორც წესი, განსაკუთრებულად დახვეწილი და ვნებიანია.9. ძველი საბერძნეთიჯერ კიდევ ძველ საბერძნეთში არსებობდა "payderastia"-ის ცნება, რაც სიტყვასიტყვით ბიჭებისადმი სიყვარულს ნიშნავს. ეს ტერმინი უფროსი მამაკაცების მოზარდების მიმართ "სიყვარულის" გამოსახატავად გამოიყენებოდა. მოზარდი, ბიჭად მანამ ითვლებოდა, სანამ წვერის ზრდა არ დაეწყებოდა. ამასთან, უფროსი მამაკაცი ერასტესი (erastes) თავისი ახალგაზრდა ერომენოსთვის (eromenos) სამაგალითო უნდა ყოფილიყო, უნდა ეზრუნა მასზე, ესწავლებინა და ყველაფრისგან დაეცვა. 12 წლამდე ბიჭისადმი სიყვარულის გრძნობის გამოხატვა უხამსობად ითვლებოდა, თუმცა ძველ საბერძნეთში ამის ამკრძალავი არანაირი კანონი არ არსებობდა.10. კოლუმბიაინცესტთან დაკავშირებული უჩვეულო ტრადიცია მოქმედებს ჩრდილოეთ კოლუმბიის კაგაბას ტომში. ინცესტი აქ სერიოზულ დანაშაულად ითვლება, რომელზე სასჯელიც რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სქესობრივი აქტის გამეორებაა. ერთადერთი განსხვავებით - მეორეჯერ მამაკაცის თესლი გროვდებოდა, ტილოში იხვევა და ქურუმს გადაეცემა, რომელიც თავის მხრივ, ამ საჩუქარს სექსუალობის სულს გადასცემს, რის შემდეგაც დანაშაული უკვე გამოსყიდულად ითვლება.
1002 შეფასება არ არის |