x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139007
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512554
ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "სამი მეგობარი"
ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "სამი მეგობარი"

იხილეთ ციტატები ერიხ მარია რემარკის რომანიდან "სამი მეგობარი":

1."თავდაპირველი ის არის, რომ გულტან ახლოს არაფერი მიიკარო, რასაც მიიკარებ, მიიღებ, მის შენარჩუნებასაც ეცდები. შენარჩუნება კი არაფრისა არ შეიძლება."

2."დღეს მთავარი ისაა, რომ თავდავიწყება შესძლო და არ იფიქრო!"


3."პატიება არასოდეს არ ითხოვო, ბიჭუნი! კრინტი არ დასძრა. გაუგზავნე ყვავილები. წერილების გარეშე, მხოლოდ ყვავილები. ისინი ყველაფერს ფარავენ, საფლავებსაც კი."

4."რატომ არის, რომ ძეგლებს უგებენ ზოგიერთ ადამიანებს და მთვარეს ან აყვავილებულ ხეს კი არა?"

5."რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო იოლია ცხოვრება. ცოდნა ადამიანს ათავისუფლებს, მაგრამ აუბედურებს კიდეც."

6."მასში რარაც იყო იმ იდუმალი მყუდროებისა, რაც მარტოოდენ ბუნებისთვის - ხეებისთვის, ღრუბელთათვის, ცხოველთათვის - ზოგჯერ კი ქალისთვისაც არის დამახასიათებელი."

7."სიცივე სევდას ჰგვრის ადამიანს."

8."ადამიანის სიცოცხლე ძალიან ხანგრძლივია ერთი სიყვარულისთვის."

9."სიყვარული მშვენიერი რამ არის, მაგრამ ორთაგან ერთ-ერთი ყოველთვის მოიწყენს ხოლმე."

10."სიყვარულის გარეშე ადამიანი ხომ იგივეა, რაც შვებულებაში გასული მიცვალებული."

11."თქვენ წერილებს როდი წერთ - ტელეფონით რეკავთ; თქვენ აღარ ოცნებობთ - ქალაქგარეთ დასეირნობთ შაბათ ღამეს; სიყვარულში გონებას აქსოვთ და პოლიტიკაში უგუნურობას - საცოდავი ხალხი ხართ!"

12."ნამდვილ ჯენტლმენს როგორ გამოიცნობენ ხოლმე, იცი? როცა გამოთვრება, თავი წესიერად უჭირავს."

13."ყოველ სიყვარულს მარადიულობა სწადია და სწორედ ეს არის სიყვარულის მარადიული წამება. მყარი ამ ქვეყნად არაფერი, არაფერი არ იყო."

14."ტაქტი -ეს გახლავთ დაუწერელი შეთანხმება სხვისი შეცდომების შეუმჩნევლობისა და მათი გაუსწორებლობის შესახებ, ესე იგი საცოდავი კომპრომისი."

15."ქვეყნად ყველაზე მძიმე ავადმყოფობა არის აზროვნება! ის განუკურნებელია."

16."ადამიანი მხოლოდ წოლის დროს ეგუები საკუთარ არსებას მთელი სისრულით."

17."მარტოოდენ უბედურთ იციან, თუ რა არის ბედნიერება. ბედნიერი ადამიანი კი ისევე შეიგრძნობს ბედნიერებას, როგორც მანეკენი; ის მხოლოდ სხვას ანიჭებს ამ სიხარულს, თვითონ კი იგი არ გააჩნია. სინათლე არ ანათებს როცა ნათელია, სინათლე მხოლოდ სიბნელეში ანათებს."

18."მარტოობას გაცილებით ადვილად იტანს ადამიანი, როცა მას არავინ არ უყვარს."

19."ცხოვრება ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მარტოოდენ ეულნი კვდებოდნენ. ან კიდევ, როცა ერთმანეთი სძულთ და არა მაშინ, როცა უყვართ."


0
165
1-ს მოსწონს
ავტორი:თეკლა 123
თეკლა 123
165
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0