x
კრიშტიანო რონალდომ შვილის გარდაცვალება დაადასტურა
image

კრიშტიანო რონალდომ მსოფლიოს სამწუხარო სიახლე ამცნო, "მანჩესტერისა" პორტუგალიის ნაკრების ლიდერმა შვილის გარდაცვალება დაადასტურა.


ოქტომბერში რონალდომ დაწერა, რომ ის და ჯორჯინა როდრიგესი ტყუპების, ვაჟიშვილისა და ქალიშვილის დაბადებას ელოდნენ. სამწუხაროდ, ბიჭი გარდაცვლილი დაიბადა.


"დიდი მწუხარებით ვიტყობინებით, რომ ჩვენი ბიჭი გარდაიცვალა. მხოლოდ გოგონას დაბადება გვაძლევს იმის ძალასა და სიხარულს, რომ ეს გადავიტანოთ.



ექიმებსა და მედდებს გაწეული დახმარებისა და მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით.


ჩვენ განადგურებულნი ვართ და ამ ძალიან მძიმე დროს კონფიდენციალურობას გთხოვთ. ჩვენი ბიჭი, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ. მუდამ გვეყვარები", - წერს კრიშტიანო.

0
197
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ღვინიაშვილი17
გიორგი ღვინიაშვილი17
197
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0