კონფლიქტები შვილის თვალგადანაყლაპები დედა, გაუპატიურებული და ცოცხლად დამარხული ადამიანები, ყასბის კრჩხაზე დაკიდებული "გასაყიდი ხორცი" ადამიანისა - ვისი ხელწერაა ეს? 2022, 18 აპრილი, 10:13
აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ოფიციალური საიტზე ვრცლადაა ინფორმაცია, თუ როგორ მოექცნენ ქართულ მოსახლეობას აფხაზეთის ომში.
რამდენიმეც საკმარისია იმისათვის, რომ მოსახლეობამ გაიხსენოს რუსული ბარბაროსობა და რუსეთის მიერ წახალისებულ თანამოძმეთა ძალადობის ფაქტები.
ანჩაბაძე ლუიზა (ჯუხუ) ბუცხას ასული - 56 წლის, ორჯონიკიძის ქ., № 11, 1993 წლის 28 სექტემბერს წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს და სანაგვე ყუთში ჩააგდეს.
გაბისკირია გიორგი ათანასეს ძე - 70 წლის, კუხალეიშვილის ქ., № 13,
1993 წლის 27 სექტემბერს წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - მ ო კ ვ ე თ ე ს თავი.
გაბისკირია (სახელი უცნობია) - 80 წლის, გ ა ა უ პ ა
ტ ი უ რ ე ს და დახვრიტეს.
გაბისკირია შოთა - წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - ყელი გამოჭრეს.
მესხი ვალერიან - 60 წლის, ციტრუსების ქ., № 2, წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - გადაუმტვრიეს ხელ-ფეხი და გადაუჭრეს ყელი.
ურიდია ვლადიმერ ალექსანდრეს ძე - 31 წლის, კუიბიშევის ქ., № 53, 1993 წლის ნოემბერში მოკლეს წ ა მ ე ბ ი თ საკუთარ სახლში - მავთულით დაახრჩვეს.
ფხაკაძე (მთელი ოჯახი) - ქალაქის ოკუპაციის დროს მოკლეს წამებით საკუთარ სახლში - ოჯახის ყველა წევრს თავი მ ო კ ვ ე თ ე ს.
შარაშენიძე თინათინ - 73 წლის, ლენინის ქ., წამებით მოკლეს - ჩ ა მ ო ა ხ რ ჩ ვ ე ს.
ცისკარიშვილი თინათინ - 55 წლის, ეშბას ქ., 1993 წლის 29 სექტემბერს წამებით მოკლეს - თავი მ ო კ ვ ე თ ე ს.
ხოშტარია შუქური - 60 წლის, ქარხნის ქ., წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს, ცხედარი დააგდეს ქუჩაში, რომელსაც რამოდენიმე დღე ღ ო რ ე ბ ი ჭამდნენ.
სოფელი ახალშენი
ალანია პეპია - 60 წლის, 1993 წლის ზაფხულში წამებით მოკლეს ს. ჭაფანძესთან ერთად - ორმო ამოათხრევინეს და ორივე ც ო ც ხ ლ ა დ დ ა მ ა რ ხ ე ს.
ჩალაძე ვასილ აბესალომის ძე - 68 წლის, 1993 წლის 4 ივლისს ტყვედ აიყვანეს სერგო მუშკუდიანთან ერთად. მოკლეს წამებით - ამოათხრევინეს ორმო, იქ ჩააყრევინეს დახვრეტილი სხვა თანასოფლელები და შემდეგ ორივე დახვრიტეს.
კაპანაძე რუბენ ივანეს ძე - 54 წლის, წ ა მ ე ბ ი თ მოკლეს - გაუკეთეს ე. წ. კოლუმბიური ჰალსტუხი.
მ. მზია - 23 წლის, სოხუმში, გოთუას ქ. მცხოვრები გაუპატიურეს და მიაგდეს გონწასული, თვითონ კი შეუდგნენ ქეიფს. გონზე მოსულმა გოგონამ ხელთ იგდო ბოევიკების ავტომატი და შვიდი მებრძოლიდან 3 მოკლა, 4 კი დაჭრა. მზია გადამალეს, მაგრამ ის გასცა სომეხმა მეზობელმა და ჩააბარა სომეხ მებრძოლებს, რომლებმაც წამების (გააუპატიურეს, მოაჭრეს თითები, ყურები) შემდეგ დახვრიტეს.
ჩოფლიანი მარიამი მურმანის ასული-12 წლის, სოხუმი, მეგობრობის ქუჩა N2,
1992 წლის 23 ოქტომბერს ჯგუფური გ ა უ პ ა ტ ი უ რ ე ბ ი ს შემდეგ დახვრიტეს.
ეს არასრული სიაა იმ ადამიანებისა, რომლებსაც განსაკუთრებული სისასტიკით მოექცნენ ჩვენს არც ისე შორეულ წარსულში.
რუსეთი, რომელიც ჯერ კიდევ 1992 წელს აფხაზეთში ქარხნის ჭიშკრის კაუჭზე ჰკიდებდა არასრულწლოვან ბიჭს წარწერით "იყიდება ქართული ხორცი" (აი, 70 წლის შოთა ლაბარტყავა რომ შევარდა, დაერია ამის ჩამდენებს და მერე თავიც მოიკლა); რუსეთი, რომელიც ქართველ დედას შვილის ამოთხრილ თვალს აყლაპებდა; რუსეთი, რომელიც თავის სამხედროებს მაქსიმალური სისასტიკისკენ მოუწოდებდა და ოჩამჩირეში ყელგამოჭრილ ქალებს, ხროტინის ფონზე აუპატიურებინებდა;
რუსეთი, რომელმაც შარტავას ენა ამოაგლიჯა;
მანამდე პირველი კათალიკოს პატრიარქი მოგვიკლა, მერე პირველი პრეზიდენტი...
რუსეთი, რომელმაც ბესლანი მოაწყო და ახლა გაუპატიურებული შიშველი ბავშვების გვამები დაყარა ბუჩაში.
1893 6-ს მოსწონს |
რაც შეეხება იბერიის გაბრწყინებას,ფანტასტიკის სფეროა ეგ და ახლო მომავალში არ მოხდება. ახლავე გეტყვი რატომაც,პოლიტიკაში რო წახვიდე ფული გინდაო და საქართველოში ძირითადად არასოწორი საქმეებით შოულობენ ფულს,ხოდა ეგეთი პარლამენტში ისედაც გვყავს კილო მანეთად. თუნდაც გამოდი და საჯაროდ თქვი იგივე,ეგრევე ნაცის და ქოცის იალიყს მოგაკრავს ერი. ჩვენ ვართ ყოფილი ერი,რომელმაც სახლმწიფოებრიობა 1466 წელს დაკარგა და მას მერე დაბოდიალობს ბატონის საძებრად. ოსმალო გვყავდა და ირანში ვხედავდით გამოსავალს,ირანი გვყავდა და რუსეთში ვეძებდით გამოსავალს,რუსეთი გვყავს და ამერიკაში ვეძებთ გამოსავალს,ამერიკა გვეყოლება და ....
შესაფასებელია სახელმწიფო გადატრიალება, უნდა მოხდეს მტყუვნის და მართლის დასახელება და მერე უნდა მოხდეს დიდი ეროვნული შერიგება.
მე მართალია უკრაინაში დავიბადე, მაგრამ თავს სოხუმელად ვთვლი და ვიცი, სომხები რომ არ აეწიოკებინათ ომში ჩართვას რომ არ აპირებდნენ.
ძალადობა ყოველთვის წარმოშობს ძალადობას-ესაა აქსიომა პაატა.
შორს არაა ის დღე როცა ყველას მოეკითხება.
კიტოვანის გვარდიის გარკვეულ ნაწილს, მხედრიონის გარკვეულ ნაწილსაც არ ჩაუდენია ნაკლები სიმხეცე აფხაზეთში.
არც სამეგრელოში დაუკლიათ ხელი და მერე უკვირთ დარჩელში მხედრიონელების ორი მანქანა რომ ააფეთქეს და მანქანაშივე ჩაწვეს გარეწრები.
ომი საშინელებაა თუთიკო, მაგრამ ფორმა რომ გაცვია სახე არ უნდა დაგაკარგვინოს და კაცადვე უნდა დარჩე ბოლომდე.
მარიუპოლში საზღვაო ქვეითების ოფიცერ-ინსტრუქტორად იბრძვის მამაჩემი, დრო მოვა და ავვირთავ მის გამოგზავნილ ვიდეომასალას, თუ რას აკეთებდნენ და აკეთებენ მან რუსი აგრესორები და გამყიდველი კადიროველები, რომლებსაც ჩეჩნებს ვერ ვუწოდებ.