x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134540
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508597
ნიკოლოზ ბასილაშვილის შეყვარებული კვლავ საქართველოშია და ახალ ფოტოებს აქვეყნებს
image

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის გერმანელი საცოლე, ასევე ჩოგბურთელი შარლოტა ჰელენი საქართველოშია. იგი ინსტაგრამზე საქართველოში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს, როგორც სურათებში ჩანს, ფოტოები ძველ თბილისშია გადაღებული.


image

image


image

image

ნიკოლოზ ბასილაშვილი და შარლოტა ჰელენი დაახლოებით 3 წელია ერთად არიან.

გერმანელი ლამაზმანი რამდენჯერმე იყო საქართველოში ჩამოსული ნიკასთან ერთად და შესაბამისად იცნობს ბასილაშვილის ოჯახის წევრებს.

შარლოტა აქვე ჩვენს კორტებზე ვარჯიშობდა, რემდენჯერმე შემჩნეული იყო თბილისის სავაჭრო ცენტრებშ, იი 6 თვის განმავლოაბასი იყო საქართველოში.ასე, რომ შარლოტა საკმაოდ შინურულად გრძნობს თავს აქ.

image

ჭორები დადიოდა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი ცოლის, ნეკა დოროყაშვილის გაყრის ერთ-ერთი მიზეზი გერმანელი ლამაზმანი იყო, თუმცა გერმანელი ქალბატონი მათი განქორწინების შემდეგ გამოჩნდა და არა მანამდე.ამას ადასტურებს საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრების კაპიტანი, დავით კვერნაძეც.



"გერმანელი ქალბატონი მათი განქორწინების შემდეგ გამოჩნდა და არა მანამდე. როგორც ვიცი, ეს გოგონა ამ ეტაპზე, მასთან ერთად არის. ნამდვილად ვიცი, რადგან მანამდე, ჩვენ ერთად ვმოგზაურობდით და მსგავსი ადამიანი ნიკას გვერდით მე არ მინახავს. არ არის გამორიცხული, რომ რადგან ახლა არსებობს, შეიძლება თქვან, მანამდეც არსებობდაო."-აღნიშნა მან.



როგორც ცნობილია ნიკოლოზ ბასილაშვილი 2020 წლის 24 მაისს დააკავეს, ყოფილ მეუღლეზე, ნეკა დოროყაშვილზე ძალადობის ბრალდებით. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. სპორტსმენი დანაშაულს არ აღიარებს. ამასთან, შემაკავებელი ორდერია გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.



თავად ნეკა დოროყაშვილიც არ ყოფილა გულხედაკრეფილი, მალე ბასილაშვილის ყოფილმა ცოლმა გამაოქვეყნა სოციალურ ქსელში ვიდეო, სადაც თავის რჩეულ მამაკაცთან ერთად მანქანაში არის გადაღებული, თუმცა მხოლოს მამაკაცის ხელი ჩანს.

image



1
724
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
724
  
0 1 1