x
მეტი
  • 22.11.2024
  • სტატია:138402
  • ვიდეო:351967
  • სურათი:512069
15 უნიკალური არტეფაქტი წარსულიდან

გთავაზობთ მსოფლიოს მუზეუმებში მცირე ექსკურსს, სადაც ძველ სამყაროსთან დაკავშირებული, უამრავი საინტერესო ექსპონატია გამოფენილი: დაწყებული პატარა ზომის ქანდაკებებიდან — შუა საუკუნეების დროინდელი, იალქნიან გემით დამთავრებული.


image


სპეციალისტები ამ უძველეს საგანძურს შესანიშნავ პირობებში ინახავენ, პერიოდულად სურათებს უღებენ და აქვეყნებენ, რომ ჩენი პლანეტის წარსულის ატმოსფერო შევიცნოთ!


1. თევზებიანი თასი ირანის ქ. ქაშანიდან, XIII ს-ის ბოლო – XIV ს–ის დასაწყისიimage


2. ოქროს ზოდი ზარაფხანას ანაბეჭდით, ნაპოვნია ესპანური იალქნიანი გემის Nuestra Señora de Atocha–ის ტრიუმში.image


გემი 1622 წელს, ფლორიდის სანაპიროსთან, შტორმის დროს ჩაიძირა. მის ბორტზე დიდი რაოდენობით ძვირფასეულობა აღმოაჩინეს, რომლის საერთო ღირებულება 450 მლნ. დოლარი იყო.


3. 9000 წლის ქვის ნიღაბი, რომელიც ნიღბებს შორის, ყველაზე ძველია მსოფლიოში. ნაპოვნია იუდეის უდაბნოშიimage


4. კარგად შემონახული უძველესი ურემი, რომელიც სევანის ტბის მიდამოებში, სოფ. ლჩაშენში (სომხეთი) აღმოაჩინესimage


დამზადებულია მუხის მერქნისგან, დაახლოებით, 4 ათასი წლის წინ.


5. ინვალიდის სავარძელი საღვთო რომის იმპერატრიცისთვის. დამზადებულია 1740 წ.image


სიცოცხლის უკანასკნელ წლებში, ელიზაბეთ კრისტინა ბრაუნშვაიგ–ვოლფენბიუტელი თავს ცუდად გრძნობდა. ხოლო, ოჯახის წევრები მას მზრუნველობას არ აკლებდნენ და მისთვის, ავადმყოფობით გამოწვეული პრობლემების შემსუბუქებას ცდილობდნენ.


6. შუბის ბროლის წვერი, ნაპოვნია ესპანეთში, 5 ათასი წლის მეგალითურ სამარხში image


7. ძველი ბერძნული ჩაფხუტები, გამოფენილია ბერლინში, ალტეს მუზეუმში image


8. 5 ათასი წლის შუმერული, მეფე–ქურუმის ალიბასტრის ქანდაკებაimage


ნაპოვნია თიხის ქოთანში, უძველეს ქ. ურუქში, 1929 წ. ამჟამად გამოფენილია ბაღდადში.


9. «მოკრივე» — ძველი ბერძნული ქანდაკება, ძვ. წ. აღრ. IV–I სს.

image


10. დიდთვალება შუმერული ქანდაკებები, ძვ. წ. აღრ. 2900–2600 წწ.image


11. ნიკას მარმარილოს ფრთები, ძველი რომიimage


12. 2300 წლის ბროლის ჭიქა, აღმოჩენილია ჩინეთში, 1990 წელსimage


13. პაწაწინა ბერძენი ბუ, გამოკვეთილია იისფერი ფლუორიტიდან, ძვ. წ. აღრ. VI-III სს.image


ბუ ქალღმერთი ათენას სიმბოლოდ ითვლებოდა და შესაბამისად, საბერძნეთის დედაქალაქის სიმბოლოც იყო.



14. ირლანდიური არფა, ჯონ იგანის ნამუშევარი, 1820 წ.image


15. XVII ს. შვედური სამხედრო ხომალდი — «ვაზა», რომელიც სტოკჰოლმის მუზეუმის ექსპონატიაimage


ის 1628 წელს სანაპიროს სიახლოვეს ჩაიძირა, თავისი პირველი ცურვის დროს და ზღვის ფსკერიდან, თითქმის დაუზიანებელი, 333 წლის შემდეგ ამოიტანეს.


image


imageimageimageimage




0
878
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
878
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0