არქიტექტურა ლოდჰის ბაღები - ადგილი, სადაც ბუნება ისტორიას ერწყმის 2022, 17 აპრილი, 17:50 ![]() გარკვეული პერიოდის განმავლობაში ამ სამარხების მიმდებარე ტერიტორია ორ სოფელად დაიყო. მხოლოდ 1936 წელს, როდესაც ბრიტანელები იყვნენ ხელისუფლებაში, სოფლის მოსახლეობა გადაიყვანეს ბაღის გასარემონტებლად. ლედი უილინგდონმა, მარკიზ უილინგდონის მეუღლემ (ინდოეთის მაშინდელი გენერალური გუბერნატორის) ტერიტორია მოაწყო და მიმზიდველ ბაღად აქცია. ბაღი ოფიციალურად გაიხსნა 1936 წელს და დაარქვეს სახელი ლედი უილინგდონ პარკი მისი ძალისხმევის საპატივცემულოდ. როდესაც 1947 წელს, ქვეყანამ დამოუკიდებლობა მოიპოვა ბაღს დაარქვეს ლოდჰის ბაღები. 1968 წელს ბაღი ხელახლა გამწვანდა ამერიკელი არქიტექტორის ჯოზეფ სტეინის ხელმძღვანელობით, რომელმაც ასევე დააარსა ორანჟერეა ბაღში. ლოდჰის ბაღები მოიცავს 90 ჰექტარზე მეტ ფართობს და მასზე განლაგებულია მე-15 საუკუნის მრავალი ნაგებობა, რომლებიც ასახავს სანახაობრივ არქიტექტურულ სილამაზეს. მუჰამედ შაჰის მავზოლეუმი გამოირჩევა ისლამური და ინდუისტური არქიტექტურული სტილით. შექმნილია რვა პატარა გუმბათოვანი კონსტრუქციით, თითოეული შემკულია ლოტოსის ბოლოებით, კუთხეებში მორთული მწვერვალებით, უზარმაზარი ცენტრალური გუმბათით და რვაკუთხა კამარით, სამარხი საოცარი სანახავია. სიკანდერ ლოდის მავზოლეუმი შთაგონებულია მუჰამედ შაჰის საფლავიდან. ის აშენებულია ინდო-ისლამურ სტილში, მასაც რვაკუთხა დიზაინი აქვს ცენტრალური გუმბათით, მაგრამ ყოველგვარი ჩატრის გარეშე. მავზოლეუმი ითვლება პირველ დახურულ ბაღის სამარხად ინდოეთში. დღეს ლოდჰის ბაღები დელიში ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული ადგილია. ის ასევე საყვარელი ადგილია ადგილობრივი მორბენლების, დილით მოსეირნეებისა და იოგას მოყვარულთათვის. ბაღი სასურველი საპიკნიკე ადგილია ოჯახური შეკრებებისთვის, მისი მშვიდი ატმოსფერო ბაღს ერთ-ერთ საუკეთესო ადგილად აქცევს წყვილებისთვისაც, ერთად რომანტიული მომენტების გასატარებლად. მე-15 საუკუნის მავზოლეუმებისა და სხვა არქიტექტურული კონსტრუქციების გარდა, ამ პარკში ასევე შეგიძლიათ ნახოთ 50-ზე მეტი სახეობის პეპელა და ფრინველი, ასევე 100-ზე მეტი სახეობის ხე. ამჟამად ინდოეთის არქეოლოგიური სამსახური მფარველობს ბაღს. ბაღის მცირე ტერიტორია შემოფარგლულია, როგორც ბონსაის ეროვნული პარკი. 67 1-ს მოსწონს
|