x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508610
"ამაზე უფრო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მე ჯერ არ მომისმენია”-გვარამია სალომე ზურაბიშვილის ინციატივაზე
image
"დედა ენის" დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პრეზიდენტი სკოლებში მეგრული და სვანური ენების სწავლების ინიციატივით გამოვიდა.



ამ განცხადებაზე მწვავე რეაქცია ჰქონდა “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას, რომელმაც ზურაბიშვილს ტელეეთერიდან უპასუხა:


-ამაზე უფრო ანტისახელმწიფოებრივი განცხადება მე ჯერ არ მომისმენია. მე თვითონ ვარ მეგრელი, პატივს ვცემ მეგრულ ენას, ვიცი კიდეც ასე თუ ისე, მაგრამ ამაზე მეტად ანტისახელმწიფოებრივი განცხადება არ მომისმენია. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. იმაზე არ ვილაპარაკოთ, რომ მეგრელები და სვანები ყველაზე ნაკლებად არიან მიდრეკილნი სეპარიტზმისკენ, ჩვენ ვილაპარაკოთ, ვინ ქმნის ამგვარ საფუძვლებს და ეს არის რუსეთი, რომელიც 1921 წლიდან დღემდე ამტკიცებს, რომ მეგრელები სხვა ხალხია, ისინი ამტკიცებენ, რომ ქართული და მეგრული სხვადასხვა ენებია. საქართველოს მეცნიერება ამტკიცებს, რომ ეს ასე არ არის. აი, ამას აკეთებს დღეს საქართველოს მთავარსარდალი, როგორ სასაცილოდაც უნდა ჟღერდეს ეს. ამის შემდეგ ზურაბიშვილთან რაღაზე უნდა ილაპარაკო, – განაცხადა გვარამიამ.



14 აპრილს "დედა ენის" დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა შემდეგი განცხადება გააკეთა:



"რუსული საოკუპაციო რეჟიმის შედეგად, აფხაზეთში ერთნაირად იზღუდება როგორც აფხაზური, ასევე ქართული ენა. წლიდან წლამდე მცირდება აფხაზურ ენაზე მოსაუბრეთა რიცხვი. გალში და მიმდებარე სოფლებში კი მცხოვრებ ქართველებს ეკრძალებათ ქართულ ენაზე სასკოლო განათლების მიღება. ქართული და აფხაზური ენის დაცვასთან ერთად, რომელიც კონსტიტუციით განსაზღვრულია, გვევალება მეგრულის, სვანურის, ჭანურისა და ლაზურის დაცვა და გადარჩენისთვის ზრუნვა. რამე თუ ეს ენები განუყოფელი ნაწილია ჩვენი კულტურის და წარმოადგენენ უნიკალურ სიმდიდრეს. ამას შევძლებთ თუკი სკოლაში არჩევითი სწავლების უფლებას დავაწესებთ, პირველ რიგში, მეგრულისა და სვანურისათვის”.

0
345
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
345
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0